იმპერატორები , რომლებიც იქცნენ გლეხებად.(ლევან ჩახაია)





 იმპერატორი..
      საერთოდ არ ვგულისხმობ ამ სიტყვაში მმართველს.
სტალინურს განსაკუთრებით არ ვგულისხმობ..
საერთოდ სხვა რამე ჩავიფიქრე, როდესაც ვფიქრობდი დაკარგულ იმპერატორებზე.
     
       ამას წინათ სარკეში ჩავიხედე...
ვუყურებთ ჩემს წინ მდგომ არსებას..დიდხანს ვუყურე !!!!!!!!!!!!
ეს არ იყო ნარცისული გამოვლინება..
პირველად ვუყურებდი საკუთარ თავს და არ ვაფასებდი ესთეტიკის მხრიდან.
დიდებულება აღმოვაჩინე ჩემში.
ვუყურებდი თითოეულ, სიყვარულით აკინძულ მონაკვეთს გარეთ და სიღრმეში..
ვუყურებდი ღრმა გამომეტყველებას და ვამბობდი..
ეს ჩემი მონაპოვარია!
დიდებულება ჩემი დამსახურებააა.
როგორც ადამიანი , არსება უსაზღვრო შესაძლებლობებით, თავისუფლებით, კეთილშობილებით, სიყვარულით, მაღალი ემპათიით..
ბევრი , ბევრი რამით. 
და მივხვდი, თავმდაბლობა თვით დაკნინებაში არ უნდა ამერიოს.
ასევე იმასაც მივხვდი, რომ ყოველი ჩემი მომენტი ღმერთის გამოვლინებაა და ვალდებული ვარ პატივი ვცე მას..
ქმნილება მადლიერია შემოქმედის...!!!!!!!!!!!!
შემდეგ ქუჩაში გავედი და სხვა ადამიანებს ვუყურებდი..
შეშინებული, დაჩაჩანაკებული გამომეტყველება ჰქონდა ზოგს.
სირცხვილი, შიში, გვემური ფსიქოტიპები..
არადა , როგორი დიდებულები მეჩვენებოდნენ ყველანი.
ისე გვირგვინებისა და მოსასხამების, ტახტრევანისა და მსახურების გარეშე იყვნენ, არიან დიდებულები..
იმ წამს ჩემი ოცნებები შეიცვალა და ვიოცნებე ! ნეტა ისე დაენახათ საკუთარი თავები, როგორც მე დავინახე ისინი.
მივხვდი, რომ ესაა სამყარო, სადაც ყველა იმპერატორად დაიბადა , ყველა ურგვირგვინო მეფეა...მაგრამ
დაგვავიწყდა ეს...
დავიკარგეთ ..დავკარგეთ ის უმაღლესი მდგომარეობა , რაც გვიჭირავს..
ეს მეფეთა პლანეტააა.. სადაც ყველა თანასწორია და ყველას შეუძია ისე იმეფოს , რომ არიყოს დამპყრობელი...
ეს პლანეტა საკმარისია ყველა მეფისათვის..
მაგრამ ალექსანდრე მაკედონელი არის მეფობის ყველაზე მახინჯი გამოვლინება ერთ ერთი..
ასეთი მეფე არ დამინახავს თითოეულ ადამიანში..
ქუჩაში დადიოდნენ.. დააბიჯებდნენ ფეხებს და შეიძლება გავგიჟდი, მაგრამ როგორც საკუთარი თავისთვის ისე მათთვისაც მსურდა მეცა თაყვანი, მიუხედავად სქესისა,ასაკისა ..
მიუხედავად იმისა , რომ დაიკნინეს საკუთარი თავები..
ისინი შინაგანად მეფეები არიან და ერთ მშვენიერ დღეს გაიხსენებენ ამას.




ლევან ჩახაია


















2 comments:

  1. ლევან რაც შენ დაინახე იმას ერთხელ მაინც ყველა ადამიანი ხედავს თავისუფალი დიდებულებას და იმის გაცნობიერებას როდ გმერთმა ის შექმნა ესეთი დიდებული. მაგრამ შემდეგ ამასობაში ვერ იჯერებს რადგან საზოგადოება და განსაკუთრებით ეკლესია(ხალხი ვინც იქნება გხვდება დგეს) გეუბნება რო მონა ხარ გმერთს არ უყვარხარ ცოდვების გამო და ჯოჯოხეთი გელოდება...და ადამიანი ითრგუნება და ხდება ადვილად სამართავი. ამიტომ დაინახე ამდენი სუსტი და დაჩაგრული. დიდებული და თავისუფალი ადამიანი ხო უმართავია..ps კომენტარებს არასდროს ვცერ თან ამხელას მარა პოსტი მომეწონა

    ReplyDelete
    Replies
    1. გულითადი მადლობა გამოხმაურებისათვის.გეთანხმები

      Delete

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.