მამის დანატოვარი




   სიბრძნით აკინძული სადღესასწაულო სუფრა..
საუცხოო დეკორაციები ირგვლივ..
მზე ...
გაწმენდილი ცა...
სიმშვიდე და ბედნიერების შინაგანი ალი.
თავის უფლება... ვფლობდე თავს ..
ეს თავი კი ისეთია...საოცარი ჩამოსხმა.
,მე აქამდე არ შემეძლო შემეგრძნო სიცილი, არ შემეძლო გამეცინა.
არ შემეძლო შევხებოდი, არც ის შემეძლო რომ დამენახა..
და მამამ ამკინძა.. ყველა საჭირო საშუალება მომცა , რათა სადღღესასწაულო დრეს კოდი მომერგო..
ჟრუანტელი...
პირველად დამიარა ჟრუანტელმა.
ასეთი საუცხოო არაფერი მინახავს..
დამიარა და სიამოვნებისგან ნაპერწკლები გადმომცვივდა. ისე დილის ნამზე , რომ ნარცისი შეირხევა უხერხულად და ღიმილით..
მამაჩემმა მითხრა 1 ი რამ!
დატკბი!!!!!!
თუ არ გამოიყენებ ჩემს დანატოვარს, თუ არ აითვისებ დაიკარგება. დალპება.
გაქრება..
განიავდება.
მე დაგიტოვე შენ სხეული და ამ სხეულით შეგიძლია აღმოაჩინო მრავალი ფერი სამყაროში..
ეს სამყაროც შენთვის შევქმენი.
აქ შეგიძლია სხვა შენი მსგავსი ადამიანები ნახო და იპოვო გულის ნათესავი.
მაგრამ ყველაფერი შენია... და მათიც..
მამაჩემმა მითხრა !
- აჰა შენ მიწა და ცა...
არაფერი გეკრძალება გარდა თვით დაზიანებისა.
რადგან ამ დროს შენ აზიანებ არამხოლოდ შენს სიცოცხლეს არამედ სხვისას.
არ ავნო მას და რაც უფრო მეტად გაუფრთხილდები უფრო ბედნიერები იქნებიან სხვებიც.. რადგან თქვენ ყველანი ერთი დდიდი მოსიარულე სხეულის ნაწილები ხართ..
ჩვენ ერთმანეთს მამის დანატოვარი წავართვით..
შეგვშურდა ერთმანეთის..
და წავიღეთ სადღაც გამოუყენებელ სივრცეში.



ლევან ჩახაია



















No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.