რატომ გვირთულდება მიზნების მიღწევა?




     უამრავი სურვილით არის სავსე ადამიანის სხეული. ზოგს სიმდიდრე სურს. ზოგს ცნობადობა, პატივისა და დიდების მდგომარეობის მიღწევა ..
ზოგის მიზანი მცირეა ამ ყველაფერთან შედარებით..
ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სახლ-კარი ოცნებობენ მოიპოვონ იგი. 
ისინი, რომელთაც შიათ არ აქვთ დრო იფიქრონ სიმდიდრეზე, მათი ოცნებები გემრიელ ულუფებზე გადის. 
მიუხედავად იმისა, რომ ფიქრები ჩვენს ხელთაა ზოგჯერ გარემო პირობები გვაიძულებენ იმაზე ფიქრით დავკავდეთ, რაც ჩვენს ინსტიქტურ მოთხოვნილებას შეესაბამება მხოლოდ და არ გვაძლევენ ძალას ვიფიქროთ განათლებაზე. მოგზაურობასა და ხელოვნებაზე.
როცა გვშია რთულია ვიფიქროთ მუზეუმების დათვალიერებაზე, ნახატებსა და სკულპტურებზე ,გვერდით რესტორნიდან ხომ საოცარი სუნები ტრიალებს ჰაერში.  ამიტომაც წარმოუდგენელია ამის გარდა მშიერმა ადამიანმა იოცნებოს რამეზე. 
ეს სტატია ყველა სახის მეოცნებეს არ ეძღვნება.. ეძღვნებათ მათ, რომლებსაც აქვთ დიდი მიზნები და ვერ აღწევენ მათ. 
ამ დროს ადამიანი დგას იმ ცდუნების წინაშე, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს სხვა ვინმეს ან რამეს აუსრულებელ ოცნებებთან მიმართებაში.
გამოვყოფდი რამოდენიმე მიზეზს, რის გამოც შესაძლოა ვერ მიყვეთ საკუთარ გეგმებს. 
1) შიში ოცნებების. 
მინდა, რომ ცეკვის ხელოვნებას ვფლობდე და დიდ სცენებზე გამოვიტანო ჩემი შესაძლებლობები. თუ მე სწორად შევძელი ჩემი შესაძლებლობების შეფასება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ ვცეკვავ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეშინია გავბედო და ვიცეკვო. მივიდე პედაგოგთან, ვიმუშაო სახლში. ჩავუჯდე ინტერნეტს და ნებისმიერ ფასად ვისწავლო ცეკვა. მე ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ვერ შევძლებ. თქვენ ხშირად შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ვერ შეძლებთ... არასოდეს დაუჯეროთ მათ . არასოდეს არავინ იცის, რა შეგიძლიათ თქვენ. ამის დანახვის უნარი არ აქვთ ადამიანებს. შეიძლება ტექნიურად გაუმართავი იყოთ, მაგრამ მარცვალი, რომლის შემჩნევაც არავის ძალუძს თქვენ დაინახეთ ..ასე, რომ არ მისცეთ ადამიანებს უფლება გასწავლონ რა შეგიძლიათ და რა არა.. 
2) შესაძლებლობების არასათანადოდ შეფასება. 
თქვენ არ გაქვთ სმენა. არ გაქვთ ხმა, მაგრამ ოცნებობთ მომღერლობაზე. არ გსურთ იმის დანახვა ან არ შეგიძლაით, რომ ამ მიმართულებით შანსი არ გაქვთ. თქვენი სხეულის მოცემულობა არ გაძლევთ საშუალებას, იმღეროთ..დაწეროთ მუსიკა. 
სწორად დაინახეთ თქვენი შესაძლებლობები. და იმუშავეთ იმაზე , რაც შეგიძლიათ ნამდვილად... 
3) ჩვენი გონება ხშირად წარმოიდგენს ოცნებებს, როგორც უზარმაზარ მწვერვალებს რომლის დაპყრობაც ურთულესია. რათქმაუნდა სწორად უნდა შევაფასოთ გამოწვევები მაგრამ მე აცენტს ვაკეთებ იმ დეტალზე, სადაც ძალიან ვართულებთ ყველაფერს. ხშირად დააპატარავეთ  დიდი მიზნები,როგორი მასშტაბებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ ის თქვენს ხელშია და არა, სადღაც შორს ცხრა მთას იქეთ.
.............................
გაგრძელება იქნება 
ლევან ჩახაია 















No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.