ლადო აფხაზავა ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი და ბრბო, რომელიც ლანძღავს მას.
ადამიანი, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისათვის განვითარების ინოვაციურ იდეებს ქმნის .. ადამიანი ,რომელიც ცდილობს იყოს სასარგებლო მოქალაქე და არის კიდეც.
მას ოპოზიციონერები გამოუჩნდენ. ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულში შევიდა.
მან შეძლო ახალგაზრდებისათვის შეეყვარებინა განვითარება .. მათთვის ეს საინტერესო და სახალისო საქმედ ექცია ...
მახსოვს ჩემი მოსწავლეობის პერიოდი. ბულინგი მასწავლებლების მხრიდან. მახსოვს უამრავი არაჯანსაღი დამოკიდებულება . ხელით შეხება , ყვირილი, შეურაცხყოფები... გავიდა დრო და გავაანალიზე- მათ გამო შემზიზღდა ისეთი საგნები , როგორიცა მათემატიკა , ქიმია და დავიჯერე, რომ უნიჭო ვიყავი.
ჩემი ქართული ლიტერატურის პედაგოგი მუდმივად მაკრიტიკებდა იმის გამო , რომ ცუდი მოსწავლე ვარ. მიჭირს ანალიტიკური აზროვნება და ამ ყველაფერს იმიტომ ამბობდა მის ჩარჩოებში, რომ არ ვჯდებოდი.
არ ვითვალისწინებდი იმას, რაც წერაში თავისუფლად აზროვნების საშუალებას მართმევდა.. ამ ყველაფრის ფონზე ჩემში უამრავი განვითარებადი უნარი დაჩლუნგდა .
დეფორმაცია განიცადა... თვითშეფასება დამიგდო. გავიდა დრო და მივხვდი, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღოდათ ამ ყველაფერში.
ვოცნებობდი პედაგოგიკის სფეროში ისეთი ადამიანები დამენახა რომლებიც პატივს სცემენ მოსწავლის პიროვნებას და კი არ ახშობენ, არამედ ეხმარებიან უნარებისა და ნიჭების აყვავებაში.
სწორედ ამ დროს გავიგე, რომ საქართველოს ერთ რეგიონში ლადო აფხაზავა საუკეთესო პედაგოგად დასახელდა. შევისწავლე მისი მიდგომები მოსწავლეებთან.
ასევე აღმოვაჩინე ,რომ ის მცირე საოჯახო ტიპის სახლშიც მოღვაწეობს...
ჩემი ისტორია ხომ ბავშვთა სახლს უკავშირდება და უცებ წარმოვიდგინე, რა კარგი იქნებოდა ის ან მისნაირი ადამიანი ყოფილიყო ჩემი პედაგოგი. ბევრად წარმატებული ვიქნებოდი საკუთარ თავში.
გადის დრო და ჩვენ ვმუშაობთ საკუთარ თავზე ვცვლით უამრავ დამსხვრეულ ჩარჩოს, მაგრამ ბავშვობის პერიოდი მნიშვნელოვნად არის განმსაზღვრელი ადამიანის მომავალი ცხოვრების.
ისეთი პედაგოგი როგორიც ლადო აფხაზავაა არა მხოლოდ ავითარებს ინდივიდუალურად ახალგაზრდებს, არამედ ერის ჭრილობათა რეგენერაციასაც ახდენს საკუთარი სწორი აღმზრდელობითი მეთოდებით.
სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმული კომენტარებიდან უმრავლესობა დადებითია და ეს მახარებს, მაგრამ აღმოვაჩინე უმცირესობაში მყოფი ბრბო, რომელიც მის გაქილიკებას არ ერიდება. არ ვიცი მოტივი რა შეიძლება იყოს, მაგრამ საჯაროდ წარმოთქმული მისი პირადი ცხოვრების შეურაცხმყოფელი აზრები დამთრგუნველად მოქმედებდა ჩემზე , როცა ვკითხულობდი.
მიხარია, რომ ეს ბრბო სულ რამოდენიმე ადამიანისგან შედგება.
მიხარია, რომ შეგვიძლია დავაფასოთ ღირებული ადამიანი. მივცეთ საშუალება სიკეთეები დათესოს საზოგადოებაში.
ლადო აფხაზავას, წარმატებებს ვუსურვებ და ვიმედოვნებ , დროთა განმავლობაში, უამრავი ცვლილება იქნება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ბევრად ჯანსაღ მომავალ თაობებს აღზრდიან ჩვენი მასწავლებლები.
ლევან ჩახაია
No comments