დღეს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა. მეფე,რომელმაც გაათავისუფლა უამრავი ადამიანი "მეფობით"




არ შემეძლო ამ თემის გამოტოვება.
დღეს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა. 58 წლის გახდებოდა.
მახსოვს წლების წინ მე და ჩემი  მეგობარი ვსაუბრობდით , რაღაც თემაზე.
მაშინ მან მითხრა:
-შენ ეხლა უკვე შეგიძლია ირაკლი ჩარკვიანის ლექსები წაიკითხო. გაიგებ.
ამ დიალოგის დასრულებისთანავე მოვიძიე ირაკლის ლექსები. სიმღერები , ხო მიყვარდა მაგრამ ტექსტად , ლექსად აღქმა კიდევ სხვა განცდა იყო.
ეხლა ვფიქრობ თინეიჯერი ირაკლის ფიქრებზე, მგონია, რომ შემიძლია წარმოვიდგინო.
ჩემთვის , იმ პერიოდის საქართველოში ეს იყო თავისუფლების გამონათება, საბჭოთა ცნობიერების მიღმა გასვლის დასაწყისი ეროვნულ დონეზე.
მისი ,იმიჯი .. შეხედულებები.
მჯერა, რომ სამყარო ქმნის ასეთ ადამიანს ასეთად.
როგორ შეიძლება თუ ცისგან არ გაქვს მხარდაჭერა დაიბადო, იმდენად ძლიერი ცნობიერებით, რომ რობოტი არ გახდე.
ირაკლი უამრავ რობოტს შორის ადამიანად გამოკვეთილი მოცემულობა იყო თავისუფლების, ამბოხისა და სიყვარულის ფარგლებში.
მის ტექსტებსა და ხმაში იგრძნობა ღრმა სევდა. თითქოს სხვაგან არის მისი ადგილი და სხვაგან მოხვდა. თითქოს არ ეკუთვნოდა ამ საზოგადოებას...
და მაინც, რადგან რეალობამ სხვა მიმართულებით წაიყვანა მან დაიწყო ბრძოლა და დაიბადა "მეფე".
ნარკოტიკი ეს იყო მცდელობა დაბრუნებოდა საწყისს ან იმას, საიდანაც ეგონა, რომ იყო, და, სადაც ეგონა, რომ მისი ნამდვილი ადგილია.
თითქოს ამ ფორმით ცდილობდა დაბრუნებოდა.
ირაკლი არ იყო მშიშარა. ჩემთვის იდეოლოგიური მეომარია, ხელოვნებას ხმლად , რომ იქნევს.
საოცარია... დიდი ადამიანი ....მერე , რა , რომ სისუსტეს ვერ გაუძლო..
სამაგიეროდ უძლებდა დროსა და საზოგადოებას. უძლებდა იდეოლოგიებს მის საწინააღმდეგოდ.
ირაკლი ჩარკვიანმა მეფობით შეცვალა საქართველო, თაობებს ახალი ხედვა, ახალი მიმართულება აჩვენა..
ეს  იყო გამხნევება მომავალი თაობების, რომლებიც ირაკლის ,მსგავსად იწყებდნენ ბრძოლას თავისუფლებისათვის.
ვფიქრობ დროა გავჩერდე..რადგან ვერასოდეს დავასრულებ ირაკლის შესახებ წერას.
გმირი, რომელმაც ჩემს ტვინში შემოიტანა იმედი თავისუფლების და განცდა, რომ მარტო არ ვარ.

https://www.youtube.com/watch?v=kCrftjzC_h4
ეს ლინკია ჩემი საყვარელი სიმღერის , რომელსაც ირაკლი მღერის.


ლევან ჩახაია


No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.