დაბინდული ცნობიერების მინიშნებები ანუ სიზმრად ცხოვრება( levan chakhaia)





  თქვენ ალბათ ყველას გაგიგიათ. :
 რა მალე გადის დრო!
როგორ მიფრინავენ წლები. !
წუთია სოფელი და აშ ..!
მართლა უცებ გაზაფხულია, უცებ ზამთარი.. ზოგჯერ, ვერც კი გააცნობიერებ, როგორ ჩაიარა მთელმა 3-მა თვემ.
ზოგჯერ დღე გადის ისე , რომ 1 პატარა საქმესაც ვერ ვაკეთებთ და დღის ბოლოს მაინც დაღლილად ვგრძნობთ თავს.
უფრო მეტ სიფხიზლე მინდა -თქო.. ასე გავიფიქრე..
დამღლელია, როდესაც ყველაფერი ღმერთის ბრალია..
დრო ცოტაა, ეს პრობლემაა, ის ბედისწერაა.
ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია.
ვიღაცამ თქვა უბედურ ვარსკვლავზე გავჩნდიო და არიქა, ხალხმა ოღონდ საკუთარ პასუხისმგებლობებს გავექცეთო...
ვერ გავიგე , რომელ პირში ვწერ ჩემს ჩანახატს, მაგრამ მიმიხვდით ალბათ!
ზოგადად ვერ ვიტან წესებს.
როგორც მეწერება ისე ვწერ და, სადაც მინდა იქ დავსვამ მძიმეს.
არ მაქვს ამბიცია კონკურსებში გავიმარჯვო.
კონკურსები და შეჯიბრებები ჩემთვის არაა. რადგან ვერასოდეს მოვერგები კონკრეტულ ჩარჩოებს..
და თან არც მსიამოვნების გამარჯვების იდეა. ჩემს თავთან გამარჯვება მეყოფა ვიდრე სხვა ადამიანებთან.
მოკლედ თემას  გადავუხვიე, ბოდიში!
აი ეხლა ამ წამს თუ დააკვირდები შენი ფიქრების, რამდენი პროცენტი ეხება წარსულს, მომავალსა დ ააწმყოს.
თუ აღიარებ მიხვდები, რომ აწმყო ჰაჰა 5-10 %
 ინდივიდუალურად ან წარსულზე ვართ მიბღაუჭებულები..(მელანქოლიკები დამენახეთ )
ან მომავალზე. ამათაც მელანქოლიკებს ვეძახი ოღონდ მომავლის ნოსტალგია , რომ აქვთ.
მომავალი ენატრებათ!
თუ ფიქრობ, რომ შენი დღეები მალე გადიან.. sos ჩართე . ე.ი ძალიან მითიშული გაქვს გაცნობიერებები..
ეს მხოლოდ რჩევაა! მეგობრული..მე ასე ვაკეთებ..
ჩემი ძვირფასი დრო..წარმოგიდგენიათ??
იკარგება სოციალურ ქსელებში ჩაზომბირებული მოღვაწეობითა და
ნაუშნიკებ გარჭობილ მაღალი დოზებით სხვადასხვა ემოციური სიმღერების მოსმენაში.
აქაც , აი მაგალითად როცა მთელი დღე ლანა დელ რეის სიყვარულის ტრაგედიებს ისმენ..
გინდა თუ არ გინდა ფიქრობ ამ ყველაფერზე.
და სადაა შენი რეალობა ამ დროს..
არსად!
ლანა დელ რეი ძალიან მიყვარს ამიტომ მოვიყვანე მაგალითად.
მაგრამ: თავმოყვარეობა შემელახა..
-ლანა რას მიკეთებ?
ეს ხუმრობით, მაგრამ, ვფიქრობ მეტად ფხიზელი მინდა ვიყო და აღვკვეთო ყველაფერი რაც მთიშავს რეალობისგან...
მინდა ვიცხოვრო...
მინდა, რომ შენც იცხოვრო, უფრო მეტი ცხოვრებით!
და ასე ვრეალიზდეთ ბედნიერად..
მუსიკებიც კარგია, ფილმებიც და ყველაფერი.
მაგრამ , როდესაც დოზებს აჭარბებს  ხდება გადაძღომა...
და ლეთარგიას მარტო ბევრი ჭამა კი არ იწვევს..
დოზის მიღმა ყველაფერი..
რადგან ვერ ვიტევთ რაღაცეებს ზედმეტს..
აი სიყვარული?
რამდენიც გინდა გახსნილობაც გვაქვს ულიმიტო (ოღონდ ნამდვილი სიყვარულის, ავადმყოფური მიჯაჭვულობების არა) და გაცემის უნარებიც არის, სადღაც კუნჭულებში.
ეხლა ვფიქრობდი ჩემს ჩანაწერს, თუ აქვს შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასასრული თუ რაღაც მსგავსი..
არ მადარდებს...
აქვს თუ არა..
აკადემიურ ნაშრომს არ ვწერ , უბრალოდ ფიქრებს გიზიარებთ ამ ფორმით და შეუზღუდავი ვარ.... მინდა სულ შესავალი ,მექნება და მინდა სულ დასასრული...
ანუ ასე
მადლობა და მეტ სიფხიზლეს გისურვებ...


ლევან ჩახაია




No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.