რატომ ეშინოდა დედას , რომ ბერი გავხდებოდი?!
დედაჩემს უცნაური შიში ჰქონდა. მას ყოველთვის ეშინოდა, რომ ბერი გავხდებოდი..
ხო, ვიცი, ეს უცნაურად ჟღერს. მაგრამ ერთადერთი შვილი არ უნდოდა სამუდამოდ მონასტერში გაეშვა.
ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მას საერთოდ გაუჩნდა ეს შიში..
რატომ უნდა მეშინოდეს რაიმესი უსაფუძვლოდ? მით უმეტეს თუ საქმე პატარა ბიჭუნას ეხება, რომელიც ბევრს თამაშობს..
ერთხელ უკვე ვახსენე,: მამაჩემი ძალიან რელიგიური ადამიანი იყო, დედაჩემი პირიქით.
ის თვლიდა, რომ მონასტერში ადამიანები ადამიანებად იკარგებიან.
მას სურდა ჩემი რეალიზება, პროფესია, სამსახური ოჯახი.. როგორც ქართველ დედებს წარმოუდგენიათ ხოლმე.
განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით გამოვირჩეოდი ბავშვობიდან ღმერთის ცნების წინაშე. მიყვარდა ხატები, ეხლაც მიყვარს.
ბევრს ვლოცულობდი და მოკლედ ცოტა გაფრენილი მქონდა პატარა ბავშვისთვის..
ალბათ ეს იყო ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც მას შეეშინდა...
ლოცვანები, რელიგიური ლიტერატურა.
სკოლაში რელიგიას მასწავლიდნენ და პედაგოგმა შემაყვარა ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან.
თვითონ გალობდა ..ერთხელ ტაძარში წამიყვანა. გალობამ მომნუსხა.. ცაიშის პატარა ტაძარში, გუმბათის სივრცეში საგალობელი კუთხე იყო ..იქიდან იღვრებოდა მადლიანი ხმები..
მოკლედ ამის შემდეგ კიდევ უფრო გავაფრინე. მგონი ქადაგებაც დავიწყე ოჯახში..
დედას ვაკრიტიკებდი ანტირელიგიური ფიქრების გამო..
ვსაუბრობდი შემწყნარებლობაზე, პატიებაზე.. მოკლედ პატარა ბავშვისთვის ზედმეტად გატაცებული გავხდი ღმერთის თემით...
სასულიერო პირების მიმართ დიდი მოწიწებით გამოვირჩეოდი..
მაგრამ ვიზრდებოდი და ვხედავდი, რომ ზოგი სასულიერო პირი ხალხის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას არ იყენებდა სასიკეთოდ..
ბევრჯერ შემინიშნავს , დამცინავი, სადისტური , ფარისევლური, ანტირელიგიური დამოკიდებულება მრევლის მიმართ..
ჩემთვის ღმერთის იდეალი და მისი წარმომადგენლის დაინგრა. სხვა მოლოდინები მქონდა, სხვა რეალობას შევეჯახე.. 17 წლამდე ტაძრის მრევლი ვიყავი..
მყავდა მოძღვარიც, ეს უკვე კოჯორში ზუგდიდიდან, როცა გამოვემგზავრე.
ეს ადამიანი, მამა აარონი იყო. მე ის მიყვარს დღემდე. თუმცა იმედგაცრუება, რაც გავაანალიზე წლების განმავლობაში იქცა ჩემი ტაძრიდან წამოსვლის მიზეზად. ყველა სასულიერო პირი ერთ ქვაბში არ მომიხარშავს...არიან ღირსეულები!
ამ პერიოდში ვფიქრობდი, იქნებ არა რელიგიური ვარ, იქნებ ათეისტი ვარ.
ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის მსხვრევა არ იყო მარტივი ..
ვიტანჯებოდი დანაშაულის განცდებით, თან არ მინდებოდა ტაძარში მისვლა, თან ვიტანჯებოდი, რადგან ჩემში ღირებულებების გადაფასება დაიწყო..
საერთოდ ამოტრიალდა ფიქრები. შევეჯახე იმედგაცრუებას. ხატი რომელიც შექმნილი მქონდა დაიმსხვრა. რეალობა ბევრად სხვა აღმოჩნდა..
და დავიწყე პროტესტის უხეში ფორმით გამოხატვა.მაშინ 18 ვხდებოდი. ამ ასაკში გამიჭირდა გაკონტროლება საკუთარი თავის.. გამიჭირდა , გესმით!?
რთული იყო ამხელა წყენისა და იმედგაცრუების ზრდილობიან საუბრებში ჩატევა.
თითქოს სამყარომ ჭეშმარიტი სახე გადამიშალა და ვიფიქრე. მე არასოდეს წავალ იქ სადაც იტყუებიან, ფარისევლობენ. ის, რაც თეატრი გახდა მოგვიანებით ჩემთვის.
მაგრამ არასოდეს ვიტყვი უარს იმ უდიდეს ცნებაზე ღმერთი, რომ ჰქვია, სხვა გზებით შევიცნობ და დავუახლოვდები მას..
ტაძრის ეზოდან უკვე ღმერთის ძიება დავიწყე ჩემში, და ყველგან ტაძრის გარდა.
ბოლოს მივხვდი, ის მართლა ყველგანაა და ტაძარი სულაც არ წარმოადგენს ღმერთის სახლს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრები უნდა იყვნენ მარადიულად, როგორც სიწმინდის სიმბოლო, იქ თავმოყრილი ადამიანების ნაწილი ჩემთვის არ წარმოადგენს ავტორიტეტს...
და მე მართლა ვიქეცი ბერად...
მე გავხდი "ბერი" რადგან მოხდა, რაღაც, ამოუცნობი, ამოუხსნელი ჩემს ცნობიერებაში.
ცხოვრება გადაიშალა უამრავ ფორმად და ფერად..
საკუთარი თავის შეცნობის პროცესში, სმაყაროს შეცნობის პროცესში სულაც არ დამჭირდა ღმერთთან საკომუნიკაციოდ,, სადმე წავსულიყავი. ის ყველგან იყო, სადაც ვიყავი მე..
ჩემში ხმა იღვიძებდა.ეს ხმა მეუბნებოდა შენ უდა რეალიზდე, ბოლომდე უნდა რეალიზდე, როგორც ადამიანი სისუსტეებითა და სიძლიერეებით.
შენ უნდა გაშალო ყველა ის შრე საკუთარ თავში, მოცემულობად რომ მოვიდა.
და ისე, მე მართლა ვიქეცი ბერად. ჩემშივე არსებული ღმერთის მსახურად..
ვიქეცი გზად საკუთარი სულისთვის.. მაგრამ ეს სულ სხვა ბერობა არის..
მე ეხლაც ბერი ვარ.. მაგრამ ისეთი არა, როგორი ბერებიც არსებობენ...
ჩემი პრინციპი ყველაფრის გადმოღვრა, ყველაფრის კეთებაა, რის იმპულსსაც საკუთარი ბუნება მაძლევს და ამის მიზანი არა წამიერი ტკბობა, არამედ დიდი სამუშაოს შესრულებააა, რომელიც მე ვარ..
მევმარხულობ..
მე არ ვიცი ოთხშაბათი და პარასკევი,
მე არ ვიცი კვირა დღე და სამშაბათი..
მე ყოველ დღე ვმარხულობ, მაგრამ არა ხორცით და ყველით.
ვმარხულობ იმით რითაც ტკბობას განიცდის ჩემი სხეული..
ვმუშაობ საკუთარ სულზე..ჩემი გაგებით ვმუშაობ.. შეიძ₾ება სხვისთვის წაწყმედა იყოს ეს გზა. მაგრამ ჩემთვის ლოცვაა.
ჩემთვის ბედნიერებაა ის ნაბიჯები, რომელსაც ვდგამ...
მე ვაშენებ მონასტერს საკუთარ სულში და მასში ვმსახურობ..
ვიპოვე გზა ამისაკენ..
მაგრამ სანამ ვიადამიანებ, სანამ ადამიანი ვიქნები, მას , ადამიანს, გამოვიყენებ ყველა ჩემი შინაგანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, გასაზრდელად, ეს კი მდგომარეობს ამ ადამიანში არსებული მოცემულობის რეალიზებაში.....
ფეიერვერკად უნდა ვაქციო ჩემი შეგრძნებები..
მე ასეთი ბერი გამოვედი....
ლევან ჩახაია
ლევან ჩახაია
No comments