ტყუილების საზღვრებს მიღმა, ნიღბებისგან შორს...მე და შენ , სამუდამოდ დავუკავშირდით მეგობრობას!
მერამდენედ ღმოვაჩინე, რომ ადამიანები აბსოლიტურად შეზღუდულები არიან გამოხატონ საკუთარი თავი.
უნარი დავკარგეთ გამოვვლინდეთ, გადმოვიღვაროთ ისეთებმა როგორებიც ვართ
ათასი ნიღაბი გავიკეთეთ..
ზრდილობაო, ანგარებაო და კიდევ ათასი სისულელე!!!!
არადა მართალ ადამიანზე ზრდილობიანი არ შენხვედრია....
დიპლომატია ყველაზე დიდი ტყუილია, რაც მინახავს დედამიწის ზურგზე.
ლამაზი ტყუილი.
საკუთარი თავიდან გესაუბრებით.
სხვა დიპლომატებს კი, არ განვსჯი.
როცა შემეშინდა მაშინ გადავწყვიტე იარაღი ამესხა დიპლომატიის.
ღიმილის, ხელოვნური რამე რუმეების.
მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის. კაარგად გამომდიოდა, მაგრამ როლებში შევიჭერი. მეგობრებთან, ოჯახშიც, დიპლომატი მატყუარა გავხდი.
ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა. არ გჭირდემა ჩემთან ეს ფასადები. არ გჭირდება ეს ასხმულობები, დაზეპირებული მიმიკები.
რაც უფრო არაბუნებრივი ხარ ვკარგავთ ერთმანეთს.
მაო მადლობა ამ სიტყვებისთვის.
დღემდე ჩამესმის.როგორ ცუდად ვიგრძენი თავი, როცა გავაცნობიერე, რომ უბრალოდ რაღაც ჩარჩოებში ჩავჯექი. უბრალოდ
დავპროგრამდი და ეს ყველაზე წმინდას მეგობრობასაც შევახე !!!!!!!,
ამის მერე დავიწყე მოწამლული ჩემი ხასიათის გამოსწორება.
და ვცდილობ გადმოვიღვარო ისეთიმ როგორიც ვარ , ისე სიყვარულით. რომ არ ვატკინო, მაგრამ მართალი ვიყო.
გულწრფელობა. !
როდესაც ამბობ:- კი მე გავბრაზდი
-იცით არ მომწონს ..არ მომწონს თქვენი არჩევანი
-ჩემი აზრით არ ხართ მართალი
როდესაც ავტორიტეტებს ეხები შენი სიმართლით.
და ეს გამოცდაა, გამოცდა იმის რამდენად მიმღებია გარემო გულწრფელი ადამიანის.
პირველ რიგში დავმშვიდდი .. საკუთარი თავი არ მიბრაზდება.
-რატომ მმალავო?!
-რატომ მთრგუნავო..
არ მიბრაზდება საკუთარი თავი. მეტი სიმშვიდე და დაცულობა შემოვიდა.
თითქოს ყველაფერი საკუთარ ადგილს უბრუნდება.
ტყუილები ხომ ურევენ ყველაფერს.
და სიმართლიდან დაიბადა ბუნებრივი მდგომარეობები აი ისეთი. როცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს უბრალოდ.'
და მე გადავრჩი .. იცით, როდის, როცა გავაცნობიერე, რომ ეს მთელი ჩემი ზიზილო ასხმულობები არ მჭირდება.
რომ მანადგურებს, რომ მკლავს.
რადგან დროის ათვლა დაიწყო, მე გადავწყვიტე დროის გასვლამდე ვიყო მართალი.
ზუსტად ვიცი, ეს სიმართლე თვითონ ჯილდოა..
და სხვა მიზანი მის ყოფნას არ აქვს ჩემს ცხოვრებაში.
იყავი გულწრფელი, მეტად ღია სამყაროს წინაშე.
თუ შენ გულწრფელი ხარ, სხვებსაც აიძულებ იყვნენ გულწრფელები..
ასე თქვა სალომემ. და
ხო
მართალია...
მართალია. სიმართლე მართალია..
დამღალა ყველაფერმა, რაც არაგულწრფელია.
და ეს მასკარადები..
ეს ქულების დაწერა მართლაც..
ჩემი ცხოვრება არ არის..
ჩემი ცხოვრება ბევრად მშვენიერია ,ბევრად ღრმა.
და არ მეშინია,, ამიტომაც არ მჭირდება მოვირგო იმის ნიღაბი ვინც არ ვარ.
მე არაფერს დავკარგავ ამით.პირიქით მეტად მდიდარი ვიქნები.
სიყალბის საზღვარს მიღმა, ვისაც შევხვდები ის არის ჩემი მეგობარი.
დასაწყისიდან დასასრულამდე
გადმოღვრაა ბუნებრივი მდგომარეობის, ნეტარება..
ლევან ჩახაია
No comments