ნაძვისხე თუ ადამიანი? ნაძვისხე :(















საშობაო განწყობა.
მე , რომელმაც ჩემს ირგვლივ ყველა კერპი დავამსხვრიე , დღესასწაულად და სათაყვანებელ დღედ შობა-ახალი წელი დავიტოვე..
შობის სული...
ან შობის ასული..
მას შემდეგ, რაც იესო დაიბადა, კიდევ იბადებიან სხვა ადამიანები, იზრდებიან, ბერდებიან და კვდებიან.
ცხოვრების 70 წელიწადი !!!!!!!!!!
ამ 70 თუ 80 წლიან პლანეტაზე, იესო იშვა, ასევე დაიბადა პატარა პრინცი.
რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს იმას, რომ სამყარომ დედამიწისთვის სიყვარული გაიმეტა, ბავშვურობა და ნდობა.
ასევე საინტერესოა . ერთი რამ, დედამიწა და მისი სიკეთეები ვინმე საკუთრება კი არა , არამედ ადამიანთა საზრდოა.
და "ვინმე" ბიზნესმენი, ან "პოლიტიკოსი" , რომელიც ამ საზრდოს ართმევს, კუთვნილს, სხვა ადამიანებს დამნაშავეა.
როგორ არ მსურს ჩავერიო პოლიტიკურ თავყრილობებში და მოლაყბე ვიყო:(
მაგრამ, ეხლა უნდა "ვილაყბო"..
მე მსურს ახალი წლის აღნიშვნა. ყველას სურს.
ყველას უნდა ლამაზი დეკორაციები და არავინაა ამის წინააღმდეგი.
ყველამ ჩვენი ჯიბიდან გავიღეთ ფული, და არამხოლოდ ამისთვის!
მივეცით სახელმწიფოს, ჩავაბარეთ და ვთხოვეთ გონივრულად განესაზღვრა მისი გამოყენების პრიორიტეტულობა.
ჩემი ფული გავეცი,რომ კარგად ვიყო და ჩემს გვერდით სხვა ადამიანიც იყოს კარგად.
მოხუცები, ახალგაზრდები.
ახალგაზრდები!
ჩვენ, ვინც ამხელა "კალაძეს" და ამხელა "ნაძვისხეს" ვხედავთ გვავიწყდება, კი არა , არც ვიცით, რომ ამ ქვეყანაში უხილავი ახლგაზრდები არსებობენ..
ახალგაზრდები ,რომლებიც თავიანთ კუთვნილ სოციალურ რესურსს ვერ იღებენ..
ეს რესური იხარჯება, ნაძვისხეში, "ლობიოსა" და "ჭაღებში"
მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი. მე ხალხს ვეკუთვნი.
და ვხედავ მათ საჭიროებებს. ჩემს საჭიროებებს.
უძვირფასესი მეგობრები მყავს, რომლებიც ეხლა , ამ წამს სანამ მილიონ ლარიანი ნაძვისხე ნათდება ქუჩაში ცხოვრობენ, არ აქვთ კარტოფილის ფული, არ აქვთ სახლი, არ იციან  , როგორ გადარჩნენ.
ეს ახალგაზრდები დაკარგა სახელმწიფომ თვალთა ხედვიდან.
მილიონ ლარიანი ნაძვისხე თუ დაუცველი, დათრგუნული ახალგაზრდობა?
რათქმაუნდა ნაძვისხე!
ვის რაში ადარდებს "გიორგი","მარიამი" თუ სადმე თავჩაღუნულები დადიან და ფიქრობენ , ნეტა ხვალ როგორი დღე იქნება?
ისევ ისეთი დღეს  რო იყო, გუშინ თუ უარესი?
ეს სახელმწიფო უნდა შეზანზარდეს, რევოლუციებით არა!
რევოლუციებს, რომლის მოწყობის მცდელობაც აქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი პარპაშების დასაბრუნებლად, ჩემთვის ჩალის ფასი აქვს.
არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩემი მერი? ან პრეზიდენტი, მთავარია, რომ ჩვენი კუთვნილი რესურსი დაგვიბრუნოს, და მოგცეს საზრდო, რატა არ გვეშინოდეს,მომავლისა და აწმყოსი..
განსაკუთრებული ხაზი მინდა ,და თანაგრძნობა გამოვხატო იმ ახალგაზრდების , მიმართ, რომლებიც დაუნახავები არიან სახელმწიფოსგან..
და ვთხოვო ისევ ამ სახელმწიფოს, დაინახოს ისინი.
შეგახსენებთ, რომ ის , ახალგაზრდები , ზრუნვის სისტემაში, რომ ცხოვრობდნენ , გამოვიდნენ სისტემიდან, დარჩნენ მხარდაჭერების გარეშე....
ისინი საჭიროებენ გაძლიერებას...
არ აქვთ სახლი,
არ აქვთ განათლების შესაძლებლობა.
არ აქვთ აწმყო და არ აქვთ მომავალი , თუ ისევ უხილავები იქნებიან სახელმწიფოსთვის.
უხილავი სახელმწიფოსგან.
ანუ არ აქვს პირადობა,
არ იცის სად ცხოვრობს.
არ არის ჩაწერილი არსად.
არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, რადგან ამ სტატუსს სჭირდება სახლი, რაც არ გააჩნიათ.
ახალგაზრდები , ელოდებიან სახელმწიფოს!!!!!!!!!!!!!
რომ დანახულები იქნებიან, აღიარებულები, როგორც საზოგადოების ღირსეული ნაწილები...
ლევან ჩახაია


No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.