ყვავილობის 28-ე წელიწადი
არაფერი დარჩა იმ მარცვლისგან , რომელიც ჩაითესა მიწაში.
მისგან მე აღმოვცენდი..
ყველგან ბნელოდა მახსოვს..
პირველი, რაც გავაცნობიერე იყო სითბო..
შემდეგ თითქოს ეს სითბო ჩამეღვარა და
შემოიტანა სასუქები, რამაც ჩემს ზრდას შეუწყო ხელი.
ამოვიმართე. ვიზრდებოდი სიბნელეში..უცებ დაიქუხა და
სიბნელის მიღმა აღმოვჩნდი.
სითბო , რომელიც დაცულად მაგრძნობინებდა თავს წავიდა.
მე დღემდე ვცდილობ დავხუჭო თვალები და კარგად გავიხსენო, როგორი იყო ის, იმ სიბნელეში.
დაცულად, მშვიდად , ვიყავი.
შემდეგ უცებ ყველაფერი შეიცვალა და შემცივდა.
მტკივნეული სინათლე შემოიჭრა, მე ვეცადე დავმალულიყავი, უკან მოვბრუნებულიყავი, მაგრამ, რაღაც ძალა სინათლისკენ მიმათრევდა.
თვალებს ვხუჭავდი , არ ვიყავი მიჩვეული ამ ნათებას.
როცა შიშმა და შეცბუნებამ შედარებით გადამიარა, თვალი გავახილე და მზე დავინახე.
ლევან ჩახაია
No comments