ყვავილობის 28 წელიწადი 2






ჩემი მცენარე...
მისი მრავალფეროვნება
მას სხვადასხვა ფერი აქვს..
მწვანე ფერის ფოთლები,
ყვავილებში ფერების ნაირსახეობა გამოიხატება.
მზე მითბობს მათ და მისაზრდოებს.
მეც ვუყრი ფხვიერ საკვებს, რომ გაიხაროს და ბუნებრივად დაუბრუნდეს ისევ მიწას, მაგრამ მას შემდეგ რაც სრულყოფილად იყვავილებს.
ვუყურებ ხოლმე მას.
მზეს ეფიცხება...ღიმილის არსებაა.
იღიმის და ასე გაღიმებული ეწაფება მკვებავ სხივებს.
როგორ მატკბობს, მისი ყურება...
არაფერი უნდა დედამიწაზე ტკბება ნიავით, რომელიც დაუბერავს.
ტკბება სინათლით , ძილითა და მთვარესთან თამაშით..
არაფერი სჭირდებოდა მას ამ დრომდე.
ერთხელ, როცა ვინახულე პირველად სიცოცხლეში დამხვდა მოწყენილი..
მზიანი ამინდი მას არ ახარებდა.
ცდილობდა დამალულიყო..მორცხვად გადაქცეულიყო..
შეშინებულ, მორცხვ ყვავილად, რომელსაც სცხვენოდა ყველაფრის...
-რა დაგემართა?
- ჩემთან მოვიდა ერთი არსება და მითხრა, რომ, როცა ასე ვიღიმი ღმერთს არ უხარია.
როცა ბედნიერი ვარ მას ეს არ მოსწონს.
რომ ეს დანაშაულია.
რა უფლება მაქვს ასე თავხედურად ვიქცეოდე და ვიყო თამამი.
როგორ ვბედავ და ვცეკვავ...
როცა ქრისტე ღემრთი ჯვარს ეცვა არ გაქვს ბედნიერების უფლება..მითხრა მან!
მართალია.??
-  ბრმაა, რომელმაც არ იცის, რომ დაკარგა ის, რის წართმევასაც შენთვის ცდილობს.
არ მიაქციო ყურადღება იყვავილე..
-ხო მაგრამ, მისი მჯერა.
- დაივიწყე რაც გითხრა...
-ვეცდები , მაგრამ მე უკვე მოვიწამლე და რთულია, გამიჭირდება მისგან გათავისუფლება.
- მე გიშველი.

ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.