უბრალოდ არ ვიცი, როგორ შევძლო მადლიერება!?
უბრალოდ ამ მომენტში, ჩემი ჯანსაღი თითები , რომ აწკაპუნებენ...
......... რომ ვსუნთქავ ..
რომ .. რომ
რომ რომ
ამდენი რამე რომ.........
სად გითხრა მადლობა?
როგორ გითხრა?
რა ვქნა?
როგორ გამოვხატო ეს ენით აღუწერელი მადლობა?
სად წავიდე..?
ვიცეკვო თუ ვიყვირო..?
ორივე მინდა!
ორივენაირად მსურს მადლობა გითხრა!
ვგრძნობ საკუთარი თავი არ მყოფნის ამ მადლობისათვის.
ვგრძნობ არც ხელები მყოფნის , არც ფეხები, არც ფიქრები, ენა,. სიტყვები..
ეს მადლიერება, როგორ დავიტიო. !
როგორ დაგანახო.
მადლობა გესმის?
მადლობა ხედავ?
ხედავ? როგორ თრთის ეს გული მადლიერებით.?
რომ შეუძლია თრთოდეს!!!!!!!!!!!!
რომ შეუძლია უყვარდეს ..უყვარდეს უმისამართოდ!!!!!!!!!!!!!!!
თანაუგრძნობდეს.
რომ შეუძლია ეს თანაგრძნობა.. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
რომ შემიძლია ვხედავდე , ფერებს, მზეს. რომელიც ჩადის და ზამთრისაააა.
ზამთრის თბილი მზეა.!!!!!!!!!!!!!
მუსიკა მესმის.!!!!!!!!!!!!!!!!!
ჩემი საყვარელი მუსიკა.!
ღმერთო, იქ ეს ადამიანი მელოდება. აქ ეს მეგულება.
ღმერთო როგორი კარგი სუნი აქვს ამ ყვავილს.
ან ამ ყავის არომატი როგორ მათრობს.
ამდენი რამე, რომ მომეცი როგორ გითხრა მადლობა, შენ ღმერთო
არსად მყოფო და ყველგან!
ერთადერთი რისი უნარიც არ მაქვს ეს დიდი და უზარმაზარი მადლობა, რომ გამოვხატო!
შეუძლებელია.. შეუძლებელია . არ შემიძლია სუსტი ვარ ამ მადლობის სათქმელად.
არ მაქვს ძალა დაგანახო.
მე უბრალოდ თან დავატარებ მას...
და მადლობა.
კიდევ
..
მრავალჯერ....
მილიონჯერ
....
მინდა, რომ გიმღერო..
გიცეკვო..
და უცებ ხმა მესმის..
არ გჭირდება თქვა მადლობა. არ გჭირდება ეს გამოხატო.
არ მჭირდება ეს...
თუ ხედავ, იმ საოცრებებს, რომ მოგეცი.
თუ გრძძნობ გემოებს,
თუ გრძნობ სუნს.
თუ ეფერები ყველაფერს რაც მოგეცა ჩემგან.
თუ გიყვარს ეს დაისი..
თუ გიყვარს შენი ადამიანები.
თუ თანაუგრძნობ და გასცემ.
ესაა მადლობა. სხვა მადლობა არ მჭირდება.
ლევან ჩახაია
No comments