სამართალდამცავი თუ მილიციონერი

       


      მეგობრის სახლიდან მოვდიოდი . გვიანი იყო ღამის 2 საათი ალბათ.
პოლიციამ გამაჩერა. უხეშად მომექცნენ.
მესაუბრებოდნენ, როგორც კრიმინალს და ჯიბეები ამომიტრიალეს. რათქმაუნდა ვერაფერი ნახეს.
ის, ვისგანაც დაცული უნდა ვიყო მის წინაშე ვგრძნობდი დაუცველად თავს და ვფიქრობდი ,რომ სფართხე მელოდა..!
მათ უფლება ჰქონდათ უხეშად დამლაპარკებოდნენ..
ეს არ იყო მხოლოდ გაუნათლებელი ადამიანის ხმა. ეს იყო იმ გაუნათლებელი ადამიანის ხმა, რომელსაც დაუკარგავს ღირსების განცდა და სარგებლობს სტატუსით.
არავინ შემხებია ხელით. თუმცა მე ალბათ იმ დღეს გადავრჩი, რადგან ვეცადე თავი დამეცვა ..
არავინ შემხებია ხელით, მაგრამ ისე მესაუბრებოდნენ შეილახა ჩემი ღირსებისა და პატივის განცდა. შეშინებული, შეურაწყოფილი ვიდექი და არ ვიცოდი რას ველოდი.
სახელმწიფო, რომელმაც გამიშვა , იმ დღეს თავს დამესხა.
გამიშვა ზრუნვის სისტემიდან ისე , რომ ხელები დაიბანა, იმ დღეს ეს სახელმწიფო შემხვდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ გათელა ჩემი პიროვნება.
მე ვიყავი 22 წლის და იგივე ადგილას , 15 წლის ასაკში თუ ვიქნებოდი აუცილებლად მოვიკლავდი თავს...
მინდა მთავარი აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ
უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.
ჩვენ მეტად უნდა დავიცვათ სხვისი უფლებები, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ მათ და ნუ მივიღებთ სიამოვნებას ერთმანეთის შეშინებისგან.
ნუ მივიღებთ სიამოვნებას ერთმანეთის შელახვისგან.
წლები გავიდა და ის დღე დღესაც მახსოვს.
ალბათ თავისებური დაღი დაასვა ჩემს ფსიქიკას.
თუ ჩვენ გვსურს ეროვნული აღზევება  აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ადამიანში უნდა ავაშენოთ თავდაჯერებულობის, განათლების, დაცულობისა და წარმატების სიმაღლეები.
ეს ადამიანები ააშენებენ აღზევებულ ქვეყანას.
და განსაკუთრებით ფრთხილები ვიყოთ ბავშვებთან, ყველაზე სუფთა ადამიანებთან საზგოადოებაში..
ეს ცხოვრება ძალიან კარგია უბრალოდ უფრო მეტად უნდა შევძლოთ დავსვათ კითხვები, უფრო შიგნით შევიხედოთ ადამიანების ცხოვრებაში და დავეხმაროთ ერთმანეთს ..





ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.