პატარა პრინცი და გარყვნილება.!

     








         ადამიანები კითხულობენ ეგზიუპერს და არ ვიცი ესმით თუ  არა , რომ ეს ჩანახატი ადამიანის დაკარგული მხარის ჩრდილია. აი ისეთი.
ძველი კულტურული ძეგლები, რომ იყო ადრე, ეხლა, რომ არაფერი დარჩა, მათგან, მაგრამ მემატიანე წერს, რომ არსებობდა , რომ უნიკალური იყო.
რით განსხვავდება ადამიანი პატარა პრინცისგან.
- იტყუება
არ იცის, რომ არ სჭირდება ტყუილი. ჯობია მართალი იყოს. ასე უფრო ლამაზი და ჯანსაღია.
- ეჭვი ეპარება და ნდობას კარგავს.
სად გაქრა ბავშვური ნდობა. აღარაა..პატარა პრინცი ნდობით არის სავსე. სისუფთავით.. კიდევ კარგი წავიდა დედამიწიდან სულ, რაღაც 2 კვირაში ის დაკარგავდა ყველაფერს რაც ჰქონდა.
დაკარგავდა სიმართლის მდგომარეობას. დაკარგავდა, უანგარობას, დაკარგავდა შინაგან სისუფთავეს. დილის ნამს, რომ ჰგავს.
მაგრამ მოვიდა! და ამ მოსვლით დატოვა სინათლე.
ამ სინათლეს უნდა გავყვეთ!
ესაა ქრისტეს სინათლე.
ღვთაებრივი ისეთი...
არა ეკლესიური, მაგრამ ღვთიური.
ადამიანი შეშინებულია. ძალიან შეშინებული. ასე მგონია პატარა პრინცს არ ეშინია არაფრის.
ჩემი შვილი, რომ ეცემა რამე ძალიან თუ არ ეტკინა. არ ეშინია.
მიყურებს ხოლმე და ჩემი რეაქციის მიხედვით აქვს რეაქცია.
მას რეაქცია არ აქვს დაცემისას. მიმღებია..
თუ მე სასოწარკვეთილი ვიქნები და ის ამას დაინახავს დაკარგავს ნდობას რეალობის მიმართ!
ასეთია პატარა პრინცი. ყველა პატარა ბავშვი პატარა პრინცია, მერე ვირყვნებით!
სექსი, რომ ყვრნიდეს ადამიანს!
კაზანძაკისი წერს, რომ სექსი ჯოჯოხეთის კი არა სამოთხის გასაღებია..
მაგრამ რას იტყვი ტყუილზე, მტაცებლურ ბუნებაზე..
ერთი ადამიანი მეორეს, რომ ართმევს საკუთარ თავს.. ?
გარყვნილება რა არის?
გარყვნილებაა არაბუნებრიობა. გარყვნილებაა, როცა არ გშია და მაინც ჭამ.
გარყვნილებაა როცა , ვერ იყვარებ და სულ იძირები სიბინძურეში.
გარყვნილებაა, როცა იტყუები.
გარყვნილი ხარ, როცა ართმევ!იმას, რაც არ გეკუთვნის. გარყვნილი ხარ როცა არ ენდობი. როცა წაიბილწე ცუდი ფიქრებითა და შურით.
გარყვნილი ხარ , როცა არ თანაუგრძნობ.
პატარა პრინცი საოცრად სუფთაა ადამიანი კი.. გარყვნილი არსება. არა სექსით, არამედ უსექსობით!
როგორი იქნებოდა პატარა პრინცი, რომ გაზრდილიყო და პატარა პრინცობა არ დაეკარგა.
??
შეუძლებელია ამ სილამაზის აღწერა.
ნახავდა ვინმე პატარა პრინცესას. იცხოვრებდნენ, სადმე სამყაროსთან უფრო ახლოს ..
არ ექნებოდათ, მუდმივი დაუკმაყოფილებლობის განცდა, ყოველი წამი იქნებოდა ბუნებრივი , თავისუფალი. იქნებოდნენ მართლები, საკუთარ თავთან.
დატკბებოდნენ საოცარი ადმაიანური შესაძლებლობებით ეყვარებოდათ უკიდეგანოდ ყველაფერი ნაცნობი და უცნობი.
მთვარეს უცეკვებდნენ ძილის წინ, დილით მზეს ...
მადლიერებაში იქნებობდნენ ჩაძირულები..
ექნებოდათ საოცარი სექსი..
მათი არავის არ შეშურდებოდა, რადგან ადამიანს არ შურს სიმარტივე. ადამიანს შურს ახალი მანქანა , სახლი, მაგრამ არ შურს იყოს მოკრძალებული და ბედნიერი.
პატარა პრინცი იქნებოდა ერთადერთი გაურყვნელი ადამიანი დედამიწაზე და პირდაპი სამოთხეში შევიდოდა სიკვდილის შემდეგ..არ შეეშინდებოდა სიკვდილის. რადგან მას ხომ ნდობა აქვს.
ის ენდობა შეუცნობელსაც.
ეს სიღრმეა ესაა კონტაქტი შემოქმედდთან არ გჭირდება საბუთები და დოკუმენტები. არ გჭირდება მიკროსკოპი, არაფერი არ გჭირდება. ასეთია პატარა პრინცი! და შენ ვინ ხარ.? ადამიანი თუ პატარა პრინცი... ?
?

ლევან ჩახაია























No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.