კეისარს კეისრისა, ღმერთს კი ღმერთისა ...




-რა არის შენი ცხოვრების მიზანი , ფუნქცია?
- როგორ გითხრა, მე იმ სამყაროში დავიბადე, სადაც ცხოვრება საოცრად საინტერესოა.თუმცა მუდმივად გიწევს ბრძოლა.
- რას გულისხმობ ბრძოლაში.
- მთავარი ბრძოლა საკუთარ თავთან
- როგორია ეს ან რატომ ვებრძვით საკუთარ თავს
- ადამიანი შინაგანად თავისუფლებას ატარებს. არც ერთ ადამიანს არ აძლევს ეს თავისუფლება უფლებას იცხოვროს მასის ცხოვრებით,და იწყებს ბრძოლას ან უბედურად კვდება.
-ანუ ვერასოდეს იქნები თავისუფალი მასის კანონებში?
- კი, როგორ არა იქნები.
- როგორ?
- როცა იდენტიფიკაციას არ მოახდენს ამ ყველაფერთან.
- ანუ?
- როცა მასაც ხარ და ინდივიდიც. კეისარს კეისრისა ღმერთს ღმერთისა!
- კარგ სიტყვებია უბრალოდ განმარტე კიდევ!
- რა ვერ გაიგე, მიეცი თავისუფლება სულს, ხოლო პარალელურად იყავი სოციუმის ნაწილიც, რადგან ხარ ისედაც !
- როგორ შეიძლება ორივე ერთად!
- ეგაა. შეიძლება.
- შენს თავს რატო ებრძვი?
- ვერ მიჯნავ. სოციუმის ნაწილი შეგიძლია იყო სცენაზე, სოციუმში.
 მაგრამ სოციუმი შენს ინდივიდუალურ სივრცეში არ უნდა შემოუშვა. ეს გვეშლება. შინაგანადაც ვეხვევვით სოციალურ ქსელებში და გვავიწყდება რომ "ღმერთს ღმერთისა უნდა..
-რა არის "ღმერთს ღმერთისა"
- რა არის ყვავილის ფუნქცია?
რომ ამოიზარდოს გაიფურჩქნოს იმ ფერებით ღემრთმა, რომ შექმნა. და მზეს მიეფიცხოს.
ხო ზუსტად. ადამიანს ეს ეშლება. წარმოიდგინე , ყვავილს, რომ სცხვენოდეს, რომ ყვავილად დაიბადა და დამნაშავედ გრძნობდეს თავს, როცა ყვავილობს..ის ხომ ასეთი ბედნიერი თავისთავადი არ იქნებოდა. არ იქნებოდა მადლიერი და მიმღები ღემრთის ასე, რომ აყვავილებს მას. იგივე ემართება ადამიანს.ანუ არ ყვავილობს და უნდა იყვავილოს, ესაა ღმერთს ღმერთისა. უნდ აიყვავილოს ისეთად როგორიც არის და ამით იყოს მშვენიერიც და ბედნიერიც.


ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.