რამ შემქმნა ადამიანად!
როცა რევოლუცია მოდის .
ისმის ნაბიჯებისა და გუგუნის ხმა.
გრძნობ , რომ რეფორმები უნდა ჩაატარო.
ქარიშხალი გარდაქმნის გარემოს და ცვლის ყველაფერს, რაც ჩვეული იყო.
კომფორტის ზონიდან გამოსავალი მინდოდა მეპოვნა. გამოსავალი გამოსვლის.
და მსურდა აღმომეჩინა ყველაფერი, რისიც მეშინოდა. ეხლაც ასეა.
რევოლუცია მოვიდა... რევოლუცია, რომელმაც გამიყვანა მორალური საზღვრებიდან, მაგრამ დამტოვა ღმერთში.
ვერასოდეს გააღწევ ღმერთის მიღმა, რადგან ყველაფერია ის.
"-მე შენ ასეთი არ გამიზრდიხარ!"
ანუ ტრადიცილური მორალის მქადაგებელი რატომ არ ხარო!
-შენ ზუსტად ასეთი გამზარდე. სიყვარული მასწავლე! მე კი მიყვარს..
- რატომ არ ხარ ისეთი, როგორიც სხვები არიან?
- დედა! არ ვიცი.
- შენ არ ხარ ჩვენებური!
სულ ვფიქრობ იქნებ იქ წავიდე, სადაც ვიპოვი ჩემი სახეობის ადამიანებს..
მაგრამ აქაურობა მიყვარს. აქაურები მიყვარს და რაც ყველაზე მშვენიერია ისაა, რომ
ვფიქრობ უბრალოდ მეტი ცნობიერებააა შესატანი ადამიანებში... და
სინამდვილეში ჩვენ ყველანი მსგავსები ვართ ერთმანეთის..
ლევან ჩახაია
No comments