ყვითელი ფოთლები, როგორც მთლიანი ცხოვრება (გია ყანჩელი)







         დღეს ამ ბუმბერაზ ადამიანზე ბევრი რამ დაიწერება.ყოველთვის იწერებოდა , მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღეა. მზე ამოვიდა იმ პლანეტაზე, საიდანაც კომპოზიტორი უკვე წავიდა.
ჩვენ მის გარეშე გავაგრძელებთ ამ საინტერესო ცხოვრებას.
მთავარი კი ის არის, რომ გია ყანჩელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამყაროსთვის უკრავდა და ქმნიდა მუსიკას.
ეს მუსიკა ადამიანური სულის უმაღლესი ამოძახილია. სულის , რომელსაც ერთდროულად ცასთან აქვს კავშირი.
მჯერა, რომ ადამიანი მაშინ იბადება და მაშინ მიდის , როცა საჭიროა. ჰოდა ეს მოვლენა ჩემთვის პოზიტიურია იმდენად ,რამდენადაც საჭიროებისამებრ გადაინაცვლა გენიალურმა სულმა სხვა სამყაროში.
ის იმდენად დიდი გახდა, რომ ვეღარ დაიტია  სამყარომ და გაუშვა.
მადლიერი ვარ ამ მემკვიდრეობისათვის, მადლობელი ვარ იმ ნოტებისათვის, რომლის მოსმენასაც სიკვდილამდე შევძლებ.
ისღა დაგვრჩენია გვიხაროდეს, რომ სიცოცხლეშივე გვიყვარდა და ვაღიარებდით.
ბედნიერია გია ყანჩელი და ბედნიერები ვართ ჩვენც, რომ გვყავდა ის.


ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.