ერთმანეთის გამდიდრების პოლიტიკა... ნუ იყიდი იაფად. გადაიხადე მეტი.!




     - გააკეთე ეკონომია.
- დაზოგე. გამდიდრდი უფრო იაფად.
იაფი მუშახელი. იაფი საჭმელი. - იყიდე იაფად.
- ნუ მოატყუებინებ თავს. იაფად! ყველაფერი იაფად. !
ღარიბი სახელმწიფო და სოციალური პრობლემები.
- დამიკელი რა დეიდა. ან ბიძია. '
- მწვანილი იქეთ 10 თეთრით ნაკლებია, თაღლითია ეს ქალი ვიღაცაა!
- დამიკელის მიზანი ზოგჯერ გამარჯვებაა ტყუილზე. ზოგჯერ კი უბრალოდ უფულობა.

 ელიავას ბაზრობა.
ქალბატონს მუყაოს ყუთში ედო ბანანები და ვაშლი. ისე ლამაზად ელაგა. ვაშლი პრიალებდა ალბათ საგულდაგულოდ გაწმინდა.
მივედი ვკითხე :
-რა ღირს?
- ბანანი ლარ ნახევარი.
იმაზე ძვირია ვიდრე მაღაზიებშია.
- ორი ცალი მომეცით.
შემდეგ ვიღაც ბიჭმა გააჩერა,
ძვირიაო ამ ფასად არ ვიყიდიო.
შეიძლება მას ფული არ ჰქონდა. ან უბრალოდ, რადგან მარკეტზე ძვირი ღირდა არ იყიდა. ქალმა გაუღიმა. თითქოს მიჩვეულია ამ პასუხს!
 - ნუ მოატყუებინებ თავს. მაგრამ გაამდიდრე 50 თეთრით!
რა დაშავდება თუ მივცემთ საშუალებას დასაქმდეს.??
რა მოხდება თუ მისი თვით დასაქმება წარმატებული იქნება.
თუე ს ბანანი მან 1 ლარად იყიდა ჩაალაგა ყუთში და დაატარებს ისეთ ადგილებში სადაც ხილი ფიზიკურად არ იყიდება, რა მოხდება , რომ დაუმატო 50 თეთრი .. ???
გგონია გატყუებს რამეს? კი უფრო ძვირად ყიდის და როდის მივცემთ ერთმანეთს უფლებას, რომ უკეთ ვიყოთ თუნდაც ფინანსურად.
აბა რა გვეგონა ბანანი საკუთარ ბაღში მოყავდა?
 გაბღენძილი სახეები.
- ძვირიაააა!
რაღირს შენი დამპალი ვაშლი?
და უამრავი ასეთი ტექსტი!

სამეგრელოში მატარებლით მივდივარ. რიკოთზე ჩერდება მატარებელი ... ჩამოვდივარ და ბებოებთან ფულს ვხარჯავ, რომლებიც ყიდიან მიწის თხილს, წყალს.
- რა ღირს წყალი?
- ლარი
- მოაშორე აქედან , ძვირია.

არ ვფიქრობ , რომ ვინმეზე უკეთესი ვარ უბრალოდ ეს პოლიტიკა მომწონს, სხვათა გამდიდრების პოლიტიკა.
მივცეთ ერთმანეთს უფლება უფრო მეტი ფული ვიშოვოთ დ აუფრო წარმატებულები ვიყოთ.
 რატომ არ შეიძლება?
 ქალი ,რომელიც ვერ დასაქმდა. ვერ იშოვა სამსახური. რომელსაც ალბათ შვილები ჰყავს. ან მხოლოდ საკუთარი თავი, რატომ არ აქვს უფლება 50 თეთრით მეტი იშოვოს? რატომ ვამადლით ..
- იქნებ უჭირს? მეტყვის ვინმე.
- ყველას ,რომ გვიჭირს ამაშია საქმე....
- სწორედ ამიტომ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რომ უფრო მალე გადავლახოთ ფინანსური კრიზისები.
თუ არავინ ვიყიდეთ მისგან ბანანი მაშინ ინვესტიციაც დაეკარგება და ბანანიც გაუფუჭდება.
.....
დახარჯე ბევრად მეტი ღარიბთან.... გაამდიდრე.
ასე დაიწყება სოციალური პრობლემების მოგვარება ..
ასე გაძლიერდება საზოგადოება თუ უბრალოდ სხვებზეც ვიფიქრებთ...

არაფერი განსაკუთრებული. სტატიაც კი არ არის.
სათქმელია, უბრალოდ.




ლევან ჩახაია












No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.