ბავშვთა სახლიდან აბსოლიტურ გაურკვევლობამდე. ანუ როგორ ვიცხოვროთ?!
თორნიკე დაბადებიდან ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.
რამოდენიმე ინსტიტუცია გამოიარა.
უამრავი თავგადასავალი.
უამრავი ტკენა, წყენა.
საზოგადოების სტიგმა.. ცუდი მოლოდინები მისი პიროვნების მიმართ.
სიცარიელე. სურვილი უფრო მეტის და გაურკვევლობა..
ვის შეიძლება მოსთხოვოს ან სთხოვოს რამე, უფრო მეტი!
როგორც იქნა მიაღწია 18 წლის ასაკს.
შეპირებული დამოუკიდებლობა მოულოდნელ სირთულეებად გადაიქცა. ..
არც კი იცოდა რა ელოდა და უცებ ხელ ცარიელი აღმოჩნდა რეალობის წინაშე.
დადის..დადის..
ისიც არ იცოდა, რომ ბილეთი უნდა ეყიდა ტრანსპორტის. ეგონა მისთვის უფასოა.
ამ უფასო რამეების მიღებასაც ფორმა , რომ სჭირდება არ იცოდა.
დააჯარიმეს 5 ლარით.
არ იცოდა რა არის ჯარიმა.
5 ლარი 50 ლარად გადაიქცა.
50 კიდევ უფრო მეტად. ყველაფერი დაუყადაღეს რაც კი ჰქონდა ანგარიშები.
რის ვაივაგლახით სამსახური იშოვნა.
სამსახური , რომელიც მისგან დიდ გამოცდილებასა და უნარიანობას არ ითხოვდა.
იმუშავა პატიოსნად. არაფერი მოუპარავს არავისთვის უწყენინებია.
უხაროდა , როგორც იქნა დმაოუკიდებელია, საკუთარი ხელფასი ჩაერიცხება.
ჩაერიცხა ხელფასი ..
ვერ გამოიტანა თანხა, ანგარიშები ხომ დაყადაღებული ჰქონდა. არც ეს იცოდა.
არიცოდა რა არის ყადაღა.
წარმოგიდგენიათ? ის გაიზარდა იქ, სადაც არაფერი ასწავლეს.
სახელმწიფო , რომელიც აჭმევს არ ფიქრობს, რომ მომავალში სჭირდება მეტი მზაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
საქმე სასამართლომდე მივიდა.
არ აქვს თანხა , რომ 3000 ლარი გადაიხადოს ჯარიმა.
თუ რამე დაერიცხება ხელფასი ანგარიშები დაყადაღებულია.
დაბნეული ახალგაზრდის სახელით ვწერ ამ ყველაფერს.
ეს კი ჩემს წინაშე ხდება..
არ არის ახალი სამსახურის ძიების მოტივაცია.
ის ცხოვრობს დროებით ერთ ერთ კლინიკის ცარიელ ოთახში. დროებით შეიკედლა, ერთმა ექიმმა.
სად ვართ ჩენ ამ დროს?
არ ვართ!
ლევან ჩახაია
No comments