ხალხში ყოფნა ხალხის გარეშე, ( მინი ინტერვიუ)

ყველაზე დიდი ოცნება.
- თავისუფლება.
რას გულისხმობს თავისუფლება?
- ჩემი ყველა სასიამოვნო და კეთილი შესაძლებლობის გამოყენების უნარს.
კიდევ?
- კიდევ გულისხმობს... ჰმ.... გამოვეყო კოლექტიური ცნობიერებას, და დარჩეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრები, საკუთარი გამოცდილებით, შეძენილი.
რატომ უნდა გამოეყო? ეს ასკეტობისკენ მიდრეკილებაა?
- არაა , ესაა ხალხში ყოფნა ხალხის გარეშე.
არ გეშინია? ეს ხომ დიდი გამოწვევებია? შენ თავისუფლება გსურს.. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გავლენიან ძალას უნდა დაუპირისპირდე.
- ჩემთვის არაა ეს თავისუფლება. თავისუფლება მეტად თანამშრომლობის უნარია ამ ძალებთან, ისე, რომ არ გახდე მათი მექანიკური ნაწილი, დარჩე ინდივიდუალურად.

ლევან  ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.