სირცხვილის გაგება
სირცხვილი.
მორცხვი ადამიანი დაახლოებით ასეთია:
-ჩემი თავის მრცხვენია.
- არასრულყოფილი ვარ
- მე ყველაფერში ვცდები ან ბევრ რამეში
- ადამიანების მეშინია
- ვიმალები. ჩემთვის ყოფნა მიყვარს(ამ დროს ეს უბრალოდ გადარჩენის მისეული მარტივი საშუალებაა.
ჩემი აზრით ყველა ჯანსაღი ადამიანი სოციალურია.ეს არ ნიშნავს თვითჩაღრმავების არ ქონას. სოციალურობა ეს სწორი თვითჩაღრმავების გამოვლენაა. თუ შეიმეცნე შენი საწყისები მიხვდები, რომ სხეულები, რომლებიც შენს ირგვლივ დასეირნობენ. აქვთ სტატუსები, აქტიურად შენივე ნაწილები არიან იცნობ მათ თუ არა.
მორცხვი ადამიანი მტანჯველი დანაშაულის განცდით იმალება, მაშინ როდესაც რამის სცხვენია.
ჩვენს ქვეყანაში გარკვეულწილად სიმორცხვე წახალისებულადაც მეჩვენება. მორცხვი ჩუმი, თავდახრილი ადამიანი ქრისტიანულ უბრალოებასთან იყო ასოცირებული. ზოგმა ეს იმიჯიც კი მოირგო სარგებლის მისაღებად.
სიმორცხვე მონობაა პირველი რიგში საკუთარი თავის.
ბევრი მორცხვი ადამიანი გვყავს. თქვენ გაქვთ სიმორცხვე, მე ვარ რაღაცში მორცხვი.
სიმორცხვე ტრავმაა,რომელიც მივიღეთ წარსულში..რომელიც უნდა გავათავისუფლოთ. ის უნდა გავუშვათ ,რადგან ჩვენი თავისუფალი და ლაღი ბუნების შემადგენელი ნაწილი არ არის..
მორცხვი ადამიანი ცალკე დგას, ვერ რეალიზდება, ვერ ავლენს შესაძლებლობებს. ასეთი ადამიანები საზოგადოებას ქმნიან. არაჯანსაღი გამოუვლენელ, არარეალიზებულ საზოგადოებას.
ყველა მორცხვს თავისი ბატონი ჰყავს. არიან სადისტური მოცემულობის, ბოროტი, მმართველები, რომლებიც შიანაგანად მიელტვიან გიპოვონ თქვენ, გამოიყენონ თქვენივე სიმორცხვე მათივე ეგოს დასაკმაყოფილებლად. თუნდაც წვრილმანებშ.
შეიზლება მომენტალურად უცნობის მონად გადაიქცეთ.
მორცხვი ადამიანი მართვადი ადამიანია.
ის ვერ ამბობს-
- გავბრაზდი.
- არ მინდა. არმომწონს
- არ გეთანხმები.
- მეწყინა.
- თქვენ არ ხართ მართალი
რათქმაუნდა ეს აუცილებელი სტანდარტული მოცემულობა არ არის. შეიძლება ზოგჯერ აფიქსირებ შენს აზრს მაგრამ , ყოველთვის ვერ ან არა.
-უფროსს როგორ ესაუბრები. მეტი თავმდაბლობა გამოიჩინე.
ჩვენს ქვეყანაშ ბევრჯერ შემინიშნავს უფროსი ადამიანის, ასაკით უფროსი ადამიანის კულტი. სადაც უმცროსი თუ რამეს იტყოდა დამნაშავე იყო. თუ პასუხს გასცემდა უფროსს თავხედი , უზრდელი იყო.
მოკლედ ბევრი ჩასტრესლი, სინდისის ქენჯნისგან დატანჯული ადამიანი გვყავს.
მაგრამ ესარის კარგი შესაძლებლობა აღოაჩინო საკუთარი თავი და მისგან უფრო ზლიერი შექმნა.
მაგრამ ყოფილ მორცხვენს, ერთი დიდი შეცდომა ემართებათ.
- ის ვინც იყო მორცხვი , ჩასტრესილი, ეხლა თვითონ ხდება სადისტი, რომელიც იწყებს სხვის ჩათრგუნვას. ეს წარმოუდგენლად დიდი შეცდომაა. გადალახო პრობლემა ნიშნავს მეტად დაეხმარო სხვებსაც გადალახონ ის ..რადგან გესმის. რადგან იცი. დავიწყება იმის ვინც ვიყავით ადამიანისათვის ადამიანურად შეუფერებელი მდგომარეობაა.
- გადალახეთ სიმორცხვე საკუთარ თავში. გამოანათეთ თქვენი უნიკალური შესაძლებლობებით.
- მთელი ბუნებრიობა გამოასხივეთ. იყავით თამამი, საკუთარი აზრის გამოთქმაში, თამამი საკუთარი შესაძლებობების პრეზენტირებაში.
- თქვენ თქვენი უნიკალური მხარეებით რეალიზებული სჭირდებით სამყაროს.
- ასე , რომ გამოდით.. დიდი დრო დასჭირდა ჩვენს ჩათრგუნვას ამ მხრივ, და დიდი დრო დასჭირდება გამოსწორებასაც, მაგრამ ეს ღირს ამად. წარმატებებს გისურვებთ მეტი ბუნებრიობითა და თავისუფლებით.
ბევრი რამის წერა შეიძლება .დაწერეთ თქვენი მოსაზრებები. რამდენად ეთანხმებით“!
levan chakhaia
No comments