ნაწილი 5 (საკვების მონატრება და ისტერიული ჭამა ) ჭამის შიში






        მონატრება და ჭამის შიში
რელიგიიდან ტქვენ იცით აკრძალული ხილის შესახებ ამბავი. -და მათ გასინჯეს აკრძალული ხილი.
აკრძალული აუცილებლად მომხიბვლელია.ძალიან რომ არ ცავუღრმავდეთ ადამიანის ფსიქოლოგიას ამა თუ იმ მიზეზთა გამო ადამიანებს ხიბლავთ ის რაც აკრძალულია და მისი გაკეთების ისტერიული სურვილი ახრჩობთ.
ჩვენ ავკრძალეთ დესერტი და სხვა გემრიელი საკვები. დავარწმუნეთ საკუთარ თავს , რომ ეს ყველაფერი გვასუქებს.
შეზღუდვა ესე იგივე აკრძალვაა. უკრძალავ.. ნორმას უწესებ.
სხეულმა იცის რამდენი სურს. უბრალოდ დააგვიწყდა მას მოუსმინო. სხეული სწორად არის დაპროგრამებული კვების ასპექტში. ის იმდენს ჭამს რამდენიც სჭირდება მას.
მაგრამ ერთ დღეს დედამ გადაწყვიტა რომ ცოტა ჭამე, მეორე დღეს ბებიამ. მათ იმაზე მეტი ულუფა გაჭამეს ვიდრე ეს შენს სხეულს უნდოდა ზედმეტი მიიღე , რამაც აბსოლიტურად დაარღვია კვების ბალანსი ორგანიზმში.
ბავშვი არასოდეს შიმშილობს უბრალოდ იმდენს ჭამს რამდენიც უნდა.
მისთვის კვების დაძალება ტოლფასია, რომ შეაძულოთ კვება , დაურღვიოთ ჰარმონია საკვებთან ურთიერთობაში და აქციოთ სიგამხდრის ან  სიმსუქნის მსხვერპლად.
მართალია წონის პრობლემები ხშირად ადრეული ბავშვობიდან მოდის.
ჩვენ ხშირად ის გვენატრება რასაც ვუკრძალავთ საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ სხეულს მიაწოდეთ ინფორმაცია რომ ტორტის ნაჭერს ვერ შეჭამს. ვიტყოდი იქნებ ისედაც არ გთხოვდა.. მაგრამ აკრძალვამ ავტომატურად ისტერიული სურვილი ჩართო.
და ტქვენ ჯერ მოითმენთ ერთი დღე ორი დღე , სამი არვიცი რამდენი ხანიც გეყოფათ მოთმინება დ აიმაზე მეტს შეჭამთ ვიდრე გენდომებოდათ,.
აი ასეთია ტქვენეულის სწორი ხედვა.
რეკომენდაცია 1. ნუ მოანატრებ კონკრეტულ საკვებს ორგანიზმს. გამოიჩინეთ ეშმაკობა და სხეულს დიპლომატიურად ესაუბრეთ.
-მე არ გიკრძალავ ჭამო ის რაც გიყვარს. ამაზე არ ინერვიულო.
 და როცა მოგინდებათ ჭამოთ ტორტის ნაჭერი გააკეთეთ ეს დილით.
და უთხარით საკუთარ თავს რომ როცა მოგინდებათ დღის სხვა მონაკვეთშიც შეჭამთ.
ამ ყველაფრის პირველი პლიუსი ის არის რომ ისტერიკას გამორთავთ სხეულში. აკრძალვის შიშსა და განგაშს გათიშავთ. რაც გადაჭარბებული კვებისგან დაგიცავთ.
მინდა რომ სწორად გამიგოთ. თქვენ მიჩვეულები ხართ აკრძალვებს. თუ თქვენ სიტყვერად იტყვით რომ არ უკრძალავთ ეს არ იქნება ამ ჩვევის მოშორება ამაზე უნდა იმუშაოთ. ეს უნდა გახდეს არა აზრი არამედ მდგომარეობა. მე სულ უნდა ვიყო მშვიდად რადგან მაქვს განცდა რომ ჭამა ჩემი საყვარელი კერძის არ მეკრძალება .
აკრძალვას ბედნიერება არ მოაქვს. უბედურია ის ვისაც სურს და არ აკეთებს. ბედნიერია ის ვინც უბრალოდ არ აკეთებს იმიტომ რომ არ სურს. ჩემი მიზანია მოგიწოდოთ რომ ამ მდგომარეობამდე მიხვიდეთ. თქვენ არ ზღუდავთ არამედ არ გსურთ ყველაფერი ის რაც გასუქებთ.
ჩვევა!
თქვენ ამბობთ მე არ მიყვარს ბოსტნეული .
მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს არ აქვთ სიყვარული კონკრეტული კერძის მიმართ. ეს არც შეუძლიათ. უბრალოდ ის რაზეც ამბობენ, რომ უყვართ არის ჩვევა და მოთხოვნილება.
აი რას ვგულისხმობ.
თქვენ გიყვართ ის რასაც მიეჩვიეთ.
თუ თქვენ მიეჩვევით ბროკოლს, ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ გიყვართ.
სულ ეს არის ამიტომაც მიეჩვიეთ და შეიყვარეთ ჯანმრთელი საჭმელი. მაგრამ აკრძალვებისა და სტრესების გარეშე.
იქ სადაცჩნდება აკრძალვა იქვე იბადებიან შიშებიც.
მეშინია რომ რაც არ მეჭმევა იმას შევჭამ. მეშინია რომ ცდუნებას ვერ გავუძლებ. მეშინია ჩემი საყვარელი კერძების.
ეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ბარიერია.
ამ შიშებში ცხოვრებას იმდენად ეჩვევით რომ როგორც კი საყვარელ კერძს დააგემოვნებთ იწყება დანაშაულის განცდა.
ეს არის მტავარი დამანგრეველი ძალა ადამიანის ცხოვრებაში.
მთავარი სამუსაო ფსიქოლოგიურია.
ვმუშაობთ აკრძალვებზე ვმუშაობთ შიშებსა და თვითგვემაზე.
თვითგვემა ის ბარიერია რომელიც უბედურს გხდის. ნუ უყენებ პირობებს სხეულს , რომელსაც ჭამა ინსტიქტურად ებოძა სამყაროსგან. სამყაროს კანონებს ნუ ცვლი თორე ქაოსს გაამეფებ შენში. და დაიწყება რევოლუცია.
აკრძალვა არამხოლოდ თვითშეფასებას აგდებს არამედ გაიძულებთ თავი დამნაშავედ იგრძNოთ იმის გამო რაც თქვენი ბრალი სულაც არაა.



No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.