რატომ აჟღერებს მედია ხშირად ნეგატიურ ინფორმაციებს? საზოგადოებას აინტერესებს ტრაგედია

თქვენ ალბათ ხშირად წაგიკითხავთ სოციალურ ქსელში გამოთქმული უკმაყოფილებები მედიის მიერ ნეგატიური ინფორმაციების გავრცელების თაობაზე.
ადამიანები ამბობენ, რომ არ სურთ იხილონ ქვეყანაში მომხდარი ცუდი ამბების შესახებ სტატიები. ამას იმით ამართლებენ, რომ ეს ყველაფერი აისახება მათ განწყობასა და ნაყოფიერებაზე.
უმრავლესობა გამოხატავს უკმაყოფილებას, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს სხვა შედეგებს..
აღმოჩნდა, რომ წლის განმავლობაში განთავსებული სტატიებიდან ყველაზე მეტი ნახვები ჰქონდა მკვლელობების, გაუპატიურებების, და ძალადობის შესახებ სტატიებს.. ასევე რეიტინგში დიდ ადგილს იკავებს სკანდალი. მტრობა.. და შემდეგ უკვე დანარჩენი.
თქვენ იცით, რომ მედია ეყრდნობა საზოგადოებრივ ინტერესებს, ეს მისი წარმატებისათვის მნიშვნელოვანია.. და რა ამბებიც ჟღერდება მედიაში, სწორედ უმრავლესობის ნების გამოხატვაა, რომელსაც არ აღიარებენ მკითხველები.. მედიამ იცის, რას წაიკითხავთ თქვენ და სწორედ ამიტომ დებს მსგავსი ხასიათის ინფორმაციებს.
ამიტომ შეიცვალეთ თქვენ შინაგანად, ნუ იქნებით დაინტერესებული ტრაგიზმით და ამით სიამოვნებას ნუ მიიღებთ..ეძებეთ მეტი სარგებელი და ნაყოფიერ ცხოვრებას მიჰყევით...

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.