საქართველოში სამუშაო დღე შუადღეს იწყება..?

საქართველო უდიდესი რესურსების მქონე ქვეყანაა. ჩვენ ქართველებს გვაქვს უამრავი შესაძლებლობა , შეგვიძლია გავიზარდოთ...მივაღწიოთ წარმატებებს სოციალური პრობლემების მიმართულებით, ეკონომიკა გავაუმჯობესოთ.. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება თითოეული მოქალაქის თავდაუზოგავი შრომა... უამრავი სისუსტე გვაქვს , როგორც ადამიანებს და ერთ-ერთი სიზარმაცეა, ასევე ყველა პასუხისმგებლობის მთავრობაზე დაკისრება. სახელმწიფოს, რასაც ჩასძახებთ იმას ამოგძახებთ..როგორიცაა საზოგადოება ისეთი მმართველობა აქვს. თუ საზოგადოებას ლეთარგიის ძილით სძინავს , სახელმწიფო ნაკლებად მოტივირებულია იყო უკეთესი ვიდრე არის.
ჩვენი სიზარმაცე გამოიხატება იმაშიც, რომ საზოგადოებრივი ობიექტების უმრავლესობა დღისით საკმაოდ გვიან იწყებს ფუნქციონირებას. 11 საათზე...
ერთხელ 6 საათზე გავიღვიძე. ვერ ვნახე ვერცერთი ობიექტი, სადაც ყავის დალევა შემეძლო.
სწორედ მაშინ დავფიქრდი ამ საკითხზე.
წარმოიდგინეთ, რამდენად ჯანსაღი საზოგადოება ვიქნებით, როდესაც დავიწყებთ დილით ადრე ადგომას, ნაყოფიერების ხარისხი გაიზრდება.. ფსიქიკური სიჯანსაღე უფრო დაეტყობა სოციუმს.
ასევე სამუშაო განაკვეთები იქნება უფრო მოხერხებული.
დედა, რომელსაც ჰყავს შვილები შეძლებს დღის 2-3 საათამდე იმუშაოს შემდეგ დაბრუნდეს სახლში, საკუთარ  ოჯახთან ..ან სტუდენტი, შეძლებს გამოიმუშაოს საკმარისი თანხა , მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, და არ შეეშალოს ხელი სწავლაში.
საზოგადოების სიჯანსაღე თითოეული მოქალაქის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, ასე , რომ შეცვალეთ საკუთარი თავი და შეიცვლება ამით დაეხმარებით ქვეყანასაც, რომ გახდეს უკეთესი ვიდრე არის.
 სტატიის ავტორი : ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.