წარმოგიდგენთ 10 საშუალებას, რაც გაგაძლიერებთ მენტალურად და დაგეხმარებათ იყოთ უფრო თავდაჯერებული ცხოვრებაში
ავტორი Amy Morin
თარგმნა : ლევან ჩახაია
მეგობრებო გადავწყვიტე მეთარგნმა ეს საინტერესო რჩევები..ვფიქრობ ძალიან სასარგებლოა და შეიძლება მისი გამოყენება ცხოვრებაში
1) მე ვატარებ დღეში 15 წუთს ფიქრში,იქ სადაც წყნარი და მშვიდი გარემოა.
დღეში რამოდენიმე წუთით განმარტოება და ღრმად ჩაფიქრება, თქვენ მოგცემთ საშუალებას გაანალიზოთ თქვენი აწმყო, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.. გაარკვიოთ სად უშვებთ შეცდომებს და რა საშუალებებით გამოვასწოროთ ისინი.
15 წუთიანი მარტოობა ასევე დაგმუხტავთ ახალი ენერგიით, რაც შემოიტანს უფრო მეტ სტაბილურობასა და სიმშვიდეს.
ეს ასევე დაგეხმარებათ ნეგატიურისაგან განწმენდასა და ახალი მოტივაციების გაღვიძებაში.
2) კვირაში ერთხელ მე გავდივარ საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა, და ვაკეთებ იმას რისი კეთებაც ყველაზე ნაკლებად მსურს და ძალიიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ადამიანებს არ გვიყვარს კომფორტის ზონიდან გასვლა, რადგან გვაქვს შიშები. ეს პროცესი დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში.
3) მე ვაწარმოებ მადლიერების დღიურს. ყოველდღიურად ვუთმობ 2-3 წუთს ამ დღიურში იმ რაღაცეების აღნიშვნას, რის გამოც მე ვარ მადლიერი.
4) მე ვზრუნავ ჩემს ფიზიკურ სიჯანსაღეზე. თქვენი გონება ვერ იმუშავებს სტაბილურად თუ არ მიეჩვევით თავის დროზე ძილს, ჯანსაღი პროდუქტის მიღებასა და ვარჯიშს (თუნდაც სახლიც პირობებში)
5) მე ყოველდღიურად ვაწარმოებ დიალოგს საკუთარ თავთან. ვაკრიტიკებ მას ან ვუწონებ რაიმეს ..ვცდილობ უფრო მეტად დავუახლოვდე და დავუმეგობრდე საკუთარ თავს, რათა გავიძლიერო საყრდენი, რაც მხოლოდ მე ვარ ჩემი ცხოვრებისათვის.
6) ვცდილობ შევისწავლო ჩემი განცდები..როგორია ისინი დღის განმავლობაში.. მერწმუნეთ თქვენ აღმოაჩენთ, რომ დღის განმავლობაში ფიქრობთ ისეთ თემებზე, ანს აკითხებზე რაც გთრგუნავთ პიროვნულად. სადაც უფრო მეტი ნეგატიური აზრი ჭარბობს.. უფრო მეტად დაკვირვება მსგავს საკითხებზე გააუმჯობესებს უნარს მოიპოვო კონტროლი საკუთარ თავზე და იფიქრო მხოლოდ იმ საკითხებზე რაც შენთვის პოზიტიური შედეგის მომტანია
7) ყოველდღიურად მე ვცდილობ ჩემი ოცნების მისაღწევად გადავდგა თითო ნაბიჯი..პირობითად თუ მსურს დავწერო წიგნი,ყოველდღიურად მე ვამატებ თითო თავს ნაწერს. ეს გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობასა და კმაყოფილებას საკუთარი თავის მიმართ.
8) უფრო მეტ დროს ვატარებ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მავსებენ სიყვარულით სიმყუდროვითა და ზრუნვით.. ასეთი ადამიანები არიან ნამდვილი მეგობრები და ოჯახი.
9) საკუთარ თავში ვეძებ მავნე ჩვევებს და ვიწყებ მუშაობას , რათა ეს ჩვევები გამოვასწორო.
No comments