როგორ გამოვიმუშაო საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა და გავხდე უფრო ბედნიერი?

წყარო; The Dawsons blog
თარგმნა. ლევან ჩახაია
დაკვირვებულხართ, რომ საკმაოდ რთულია საკუთარი თავის პატივისცემა ? როგორ ფიქრობთ რატომ?
ჩვენ ხშირად ვითხოვთ პატივისცემას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ, როგორი ადამიანები.. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ გვცენ პატივი.
მაგრამ ძალიან რთულია პატივი ვცეთ სხვებს, როდესაც ძალიან გვიჭირს საკუთარი თავის პატივისცემა.
უკვე ბევრჯერ ითქვა ჭკვიანი ადამიანების მიერ. შენ ვერ შეიწყნარებ ადამიანებს, სანამ არ იქნები შემწყნარებელი საკუთარი თავის მიმართ.
როგორ შეგვიძლია ვცეთ პატივი საკუთარ თავს, და როგორ მივიღოთ პატივისცემა ადამიანებსგან, ასევე როგორ ვისწავლოთ სხვათა პატივისცემა?!
თუ შენ არ მოგწონს შენი თავი, არ გიყვარს შენი თავი, ნაკლებად სცემ პატივს შენს პიროვნებას...შენ ყოველთვის იპოვი გზას, რომ იცხოვრო ადამიანების გაკიცხვაში, კრიტიკაში.
ასე შენი ცხოვრება დაემსგავსება შავთეთრ ფერებში არსებულ სიცარიელეს.. შედეგად მიიღებ, მუდმივ ბრაზს, უკმაყოფილებას, გამოფიტვასა და დეპრესიას.
საკუთარი თავის პატივისცემა ნიშნავს ვაპატიოთ ჩვენს თავს წარსულის შეცდომები.
ქვემოთ მოცემულია 8 გზა თუ, როგორ ავაშენოთ საკუთარი თავის პატივისცემა.
1) არასოდეს მისცეთ უფლება ადამიანებს ჩარჩოში მოგაქციონ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ამას. საკუთარ თავსაც აიძულებენ და სხვებსაც..საწყენია, მაგრამ ამით გაიძულებენ დაექვემდებაროთ სტანდარტულ წესებს, რომლებიც თქვენს ინდივიდუალურობას თრგუნავენ. არსებობს საერთო წესები, რაც სოციუმის სტაბილურად არსებობისათვის არის სასარგებლო, მაგრამ ეს წესები წინააღდეგობაში არ მოდიან ადამიანის თავისუფლებასთან. თავისუფლებაა შენი თავის რეალიზება ისეთად, როგორიც ხარ.
2) ნუ ისაუბრებთ საკუთარ თავზე ნეგატიურად, ნუ იფიქრებთ საკუთარ თავზე ნეგატიურად. ნუ მისცემთ თქვენს სისუსტეებსა და შეცდომებს უფლებას განსაზღვრონ ვინ ხართ, თქვენ სინამდვილეში. შეცდომები არ განსაზღვრავენ როგორი ადამიანია ესა თუ ის პიროვნება. ხშირად გაგიგიათ ალბათ, როდესაც, რაღაც შეცდომას უშვებენ ადამიანები, უჭირთ აპატიონ საკუთარ თავს და მინიმუმ ასეთ ფრაზებს ვიგებთ. –‘’რა სულელი ვარ’’...-‘ნამდვილდ გამოვშტერდი’ და აშ.
არასოდეს თქვათ ‘’მე ვარ უიღბლო’’.’’არავის ვუყვარვარ’’, ‘’მძულს საკუთარი თავი’’. რადგან, როდესაც იარლიყებს აკერებთ საკუთარ თავს თქვენ იჯერებთ ამას. ეს ყველაფერი კი ხელს შეგიშლით წარმატების მიღწევის გზაზე, რადგან თავდაჯერებულობა არ გექნებათ..თქვენი თვითშეფასება იქნება ძალიან დაბალი.
თუ თქვენ ხშირად შეახსენებთ საკუთარ თავს, რომ ხართ პიროვნება, რომელიც იმსახურებს პატიებას, იმსახურებს, რომ უყვარდეთ და პატივს სცემდნენ, თქვენ დაიჯერებთ ამას, და გამოგიმუშავდებათ ჯანსაღი თვითშეფასება.
იმეგობრეთ ისეთ ადამიანებთან , რომლებსაც მოსწონხართ ისეთი, როგორიც ხართ. რომლებიც გეხმარებიან გახდეთ უკეთესი, რომლებიც არ გკიცხავენ დაშვებული შეცდომების გამო, არამედ გიჭერენ მხარს გამოასწოროთ შეცდომები..რომლებიც გეხმარებიან ხშირად აპატიოთ საკუთარ თავს, და ნაკლებად იგრძნოთ თავი დამნაშავედ..
იყო განსხვავებული ნიშნავს იყო იღბლიანი. რადგან თუ განსხვავებული ხარ ე.ი აღმოაჩინე შენი ინდივიდუალურობა.. ყველას შეუძლია იყოს განსხვავებული.. ასე, რომ შეიყვარე შენი თავი.. შეიყვარე, როგორც ძალიან ძვირფასი საჩუქარი, რაც გაგაჩნია.. რაც უფრო მეტად დაუახლოვდები საკუთარ თავს, მით უფრო გაიხსნება შესაძლებლობების ზღვარი, მით უფრო გაგიღებს კარებს სამყარო და იქნები ჰარმონიაში ცხოვრებასთან...ადამიანებთან.
3) არავის მისცეთ უფლება გაიძულონ იმის კეთება, რაც არ გსურთ. განსაკუთრებით იმის
სანაცვლოდ, რომ დაგიმეგობრდნენ, არასოდეს მიიღოთ მოთხოვნა, რაც თქვენი პიროვნული ღირსებების შემლახველია.რადგან მეგობრები არასოდეს დაგაბიჯებენ ღირსებებზე..ნამდვილი მეგობრები არასოდეს ეცდებიან, რომ გაიძულონ ის, რაც თქვენთვის მტკივნეული და მიუღებელია, ყველა მიმართულებით.. უბრალოდ მოშორდით ასეთ ადამიანებს..
4) არასოდეს დაუპირისპირდეთ საკუთარ მორალურ პრინციპებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან დემორალიზებულები საკუთარ თავში. მათ არ გააჩნიათ საკუთარი ღირსებების აღქმა. ყოველთვის ეცადეთ იცხოვროთ ისე, როგორც მიგაჩნიათ სწორად. მაგრამ ეს მხოლოდ თქვენია. ნურც სხვათა პრინციპებს მოირგებთ და ნურც მოარგებთ ვინმეს მას.. რაც უფრო მეტად იქნებით საკუთარი სინდისის ერთგული, მით უფრო ნაყოფიერი და ბედნიერი ცხოვრება გელოდებათ. ფსიქოლოგები ხშირად იმეორებენ შემდეგ სიტყვებს -‘ შენ თუ ფიქრობ დადებითად, მოქმედებ დადებითად,და თუ შენ მოქმედებ დადებითად, თავს გრძნობ დადებითად’’ ასე მარტივად.
5) აკონტროლეთ თქვენი ემოციები. საკუთარი თავის პატივისცემა ნიშნავს შესაძლებლობას იყო მმართველი შენი ემოციების...თუ ემოციები გმართავენ თქვენ ეს ნიშნავს, რომ ხართ სუსტი უნებისყოფო ადამიანი.. და თქვენი თავდაჯერებულობაც დაბალია.როდესაც საკუთარ მძვინვარებას ვაძლევთ უფლებას გამოვლინდეს ნაკლებად სასურველ ფორმებში, ეს იწვევს ურთიერთობების ნგრევას, გარემოზე ცუდი შთაბეჭდილებების მოხდენასა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის შესუსტებას.
6) იფიქრეთ საკუთარი თავის განვითარებაზე, საკუთარი ინტელექტის, ეცადეთ ახალ ახალი უნარების გამომუშავებას. მიიღეთ ცოდნა, ისწავლეთ ახალი რამეების შექმნა, კეთება.. ეს იქნება ხელსაქმე თუ სხვა რამ..
7) თუ ხშირად იფიქრებთ, რომ ღმერთს უყვარხართ თქვენ.. პატივს სცემს თქვენს თავისუფლებას.. ესეც ძალიან ძლიერი ფუნდამენტია თქვენი მენტალური გაძლიერებისათვის
8) ეცადეთ იყოთ ყურადღებიანი იმ პასუხისმგებლობების მიმართ, რომელიც საკუთარ თავზე აიღეთ..
ასევე გაითვალისწინეთ შემდეგი წესები.
1) პატივი ეცით სხვებს
2) ეცადეთ ხშრიად აპატიოთ ადამიანებს, შეცდომები , რომლებსაც უშვებენ..რადგან იცით არავინ არის სრულყოფილი და დაზღვეული იგივე მოქმედებებისგან
3) იყავით მეგობრულები და გულისხმიერები ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებსაც ხვდებით.
4) შემოიკრიბეთ ყველა ის ადამიანი ირგვლივ, რომლებიც გმუხტავენ ბედნიერებით..
5) და თავი დაანებეთ ტყუილებს.ეცადეთ გადაეჩვიოთ მათ. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმაზე.
6) მიიღეთ სასარგებლო გადაწყვეტილებები. დაგეგმეთ მომავალი და მიყევით გეგმებს.
გისურვებთ თქვენს თავში ბედნიერად ყოფნას.

1 comment:

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.