ოშო-წმინდა ფრანცისკოს ბოლო გამაოგნებელი სიტყვები...და მთავარი არსი

წმინდა ფრანცისკოს ცხოვრებაში არის ძალიან ლამაზი შემთხვევა. ფრანცისკო კვდება. იგი კი ყოველთვის მოგზაურობდა ერთი ადგილიდან მეორეზე ვირით, უზიარებდა ხალხს თავის გამოცდილებას. შეიკრიბნენ ყველა მისი მოსწავლეები, რათა მოესმინათ მისი უკანასკნელი სიტყვები. ადამიანის ბოლო სიტყვები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის მიერ ადრე წარმოთქმული, რადგანაც ისინი შეიცავენ მთელი ცხოვრების გამოცდილებას. მაგრამ რაც მოსწავლეებმა მოისმინეს – არ დაუჯერეს თავის ყურებს.

წმინდა ფრანცისკომ მათ არ მიმართა, არამედ თავის ვირს. მან თქვა: ,,ძმაო, მე გადაუხდელ ვალში ვარ შენს წინაშე. შენ მატარებდი ადგილიდან ადგილზე, არასდროს არ გწყინდა, არასდროს არ ჩიოდი. სანამ დავტოვებ ამ სამყაროს, მინდა მივიღო შენგან პატიება; მე შენ ცოტა სიკეთე გაგიკეთე”.

ეს იყო წმინდა ფრანცისკოს უკანასკნელი სიტყვები. საჭიროა უდიდესი მგრძნობიარობა რათა უთხრა ვირს ,,ძმაო ვირო” და მოსთხოვო პატიება.
იმის მიხედვით, თუ რამდენად ხდებით მგრძნობიარე, ცხოვრება იქცევა უფრო ვრცელი. ეს უკვე აღარაა პატარა ტბორი, იგი ხდება ოკეანის მსგავსი. ის ნაკლებადაა თქვენგან შეზღუდული, თქვენ ცოლით და ბავშვებით – იგი უკვე არაფრითაა შეზღუდული. მთელი არსებობა იქცევა თქვენ ოჯახად, და მანამ, სანამ მთელი არსებობა არ გახდება თქვენი ოჯახი, ვერ გაიგებთ, რა არის ცხოვრება, – რადგან არც ერთი ადამიანი არ წარმოადგენს რაღაც განცალკევებულს, ჩვენ ყველა ერთნი ვართ. ჩვენ – ფართე კონტინენტი ვართ, რომელიც შეკავშირებულია მილიონობით გზებით. ჩვენი ცხოვრება მოკლდება იმდენად, რამდენადაც ჩვენი გულები არ არის სავსე მთლიანობის მიმართ სიყვარულით.

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.