ფანტასტიური ჟანრის ქართველი ავტორის მიერ შექმნილი ნაწარმოები
როგორ გავიცანი
ჩემი მფარველი ანგელოზი?!
ავტორი: ლევან ჩახაია
შესავალი:
ფანტასტიური ჟანრის მხატვრული ნაწარმოები, რომლის მიზანიც
ყველა სიზმრისა თუ შეგრძნების წიგნში გადმოტანა იყო. აქ მოცემული ძირითადი საკითხები
ჩემს ნამდვილ განცდებს შეესაბამება.
საავტორო უფლებები დაცულია.
1.
იმ ძალთა სახელით, რომლებმაც ინებეს ჩემი აქ მყოფობა,
მე ვიძირები მატერიის სინამდვილეში.. ვიღებ მას.. ვიკვებები მისით.. ვაკვირდები ამ
უცნაურ არსებობას, მოკვდავს დროებითსა და საინტერესოს.. სილამაზეა აქ, მაგრამ ვეჭვობ
არსებობს განზომილებები, სადაც ბევრად დიდი სილამაზე მეგულება. როგორც ჩანს დღეს ჩემს
სულს მყისიერად მხოლოდ აქაურობის მიღება და აღქმა ძალუძს, ამიტომაც ჩემს იეზეკელს,
ზენა ძალების ნებით მოჩენილ ძვირფას არსებას
ჩავჭიდე ხელი და გავეშურეთ სამყაროს დიდ დაბრკოლებებში.
ეს ჰგავს დანტეს
ჯოჯოხეთსა და ადამის სამოთხეს.. ორივე ერთ ქსოვილზე ამოუქარგავს გამჩენს..
მე აღმოვაჩინე , რომ კითხვებზე პასუხი მოვიდა.. მოვიდა
და ყველა შიში განაქარვა.
აბობოქრებული ფრთების სიმფონიურმა ნიავმა შეძრა ჩემი გული, როდესაც დავინახე, რომ
ზღაპარი, ნამდვილად არსებობს...მფარველი ანგელოზი მოვიდა...
ჩემი ზღაპრული გმირი იეზეკელის სახით ფანტაზია არ არის..
ფანტაზია ყოფილა უნარი საიდუმლოთა გახსნის.. სინამდვილეში ილუზია რეალობაა. მაგრამ
რადგან არსებობს უამრავი რეალობა და ცნობიერებას, მხოლოდ ერთში შეუძლია ყოფნა ამიტომაც
გვასწავლეს, რომ ილუზიებით ნუ ვიცხოვრებთ, მე მჯერა, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ
დაინახოთ სხვადასხვა რეალობები, მაგრამ თუ მოწყდებით იმას რასთანაც ასე ახლოს ხართ
დაკარგავთ უდიდეს შესაძლებლობებს, რადგან მოქმედია მხოლოდ აქ და ახლა. .. დროებით გაუშვით ფანტაზიები.. რეალურები
მაგრამ განსხვავებულები რეალობისგან... დაუპისპირდით თქვენივე სისუსტეებს , როგორც
ეს მე იეზეკელმა მასწავლა. ჩამჭიდა ხელი, და
უდიდესი სიკეთის ძალით დაწვვა , დატანჯა, და გააჩანაგა ჩემი სხეული.. მაგრამ ამ ყველაფრის
მიზანი იყო მხოლოდ ნახშირისგან შეექმნა ბრილიანტი..
ჩემი ბრილიანტი ჩემი ამტანობააა.. ჩემი ბრილიანტია აღქმა
რეალობის ისეთის რგოორიც არის. ჩემი ბრილიანტი უნარია ვიცოდე ვინ ვარ და რატომ ვარ.
ჩემი ბრილიანტია ავირჩიო სიყვარული.
დავუპირისპირდე სისუსტეებს და გადავლახო უდიდესი დაბრკოლებები.
იეზეკელთანე რთად სანამ ჩემს მიწიერ არსებობას არ მოეღება ბოლო.. მიწიერი გამოცდა მაქვს
ჩასაბარებელი. ფარად და შუბად სიყვარული ავირჩიე და სიკეთე.. და მჯერა ამ ორი ცნების
უსაზღვრო მხარდაჭერით ყველა პრობლემას გადავჭრი..
No comments