ქართველი გოგონას დიდი წარმატება, ხატია მაღლაკელიძე

    გაიცანით ხატია მაღლაკელიძე.
ქართველი ხელოვანი, რომელმაც 24 წლის ასაკში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია და აგრძელებს გზას თავისი მიზნებისაკენ.
ხატია მუსიკოსია..
     FOUR LINES - ჯგუფის სახელწოდებაა, რომელიც შექმნეს მან და მისმა მეგობრებმა.
ისინი მუშაობენ მუსიკალურ საავტორო ნაწარმოებებზე.
შარშან გამოვიდა მათი პირველი ალბომი, რისი პრეზენტაციაც ტალინის მუსიკალურ ფესტივალზე განხორციელდა.
     აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხატია თანამშრომლობს სოციალური მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს სოციალური პრობლემების მოგვარებაში, რაც უკავშირდება ბავშვებს.
ხატიას კიდევ ერთი წარმატება ,- მისი მუსიკა გამოყენებულია ფილმში საუნდტრეკად.. ფილმის სახელია "აპოლო ჯავახეთი" და ნაჩვენები იყო საკონკურსო სექციებში ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე
   2017 წლის ოქტომბერში მან გაიმარჯვა გერმანულ ხელოვნების კონკურსში, სადაც გაიტანა საკუთარი მუსიკალური ნაწარმოები. 2 კვირით იმყოფებოდა კუნძულ იუისტზე..სადაც მასთან ერთად ჩასული 50 არტისტი მუშაობდა უტოპიის თემატიკაზე, როგორც მიუღწეველი სივრცის იდეის განვითარებაზე, რის შედეგადაც შეიქმნა სხვადასხვა პროექტი, რაც სრულყოფილების იდეის განვითარებაზე მუშაობს, და იძებს უტოპიურად სრულყოფილი მომავლის საკითხებს.
ამჟამად ის მუშაობს მეორე ალბომზე თავის ჯგუფის წევრებთან ერთად, რომლის პრეზენტაციასაც მომავალში შემოგვთავაზებს...

სტატიის ავტორი: ლევან ჩახაია








No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.