მსოფლიოში პირველად ადამიანის თავის ტრანსპლანტაცია წარმატებულად განხორციელდა
სკანდალურად ცნობილმა იტალიელმა ქირურგმა სერჯიო კანავარომ წარმატებულ ექსპერიმენტზე განცხადება გააკეთა: მისი განცხადებით წარმატებულად განახორციელდა გვამზე “თავის გადანერგვა” ჩინეთში. ექსპერიმენტის შესახებ ქირურგმა ვენაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა, იტყობინება telegraph.co.uk.
ქირურგის განცხადებით, ჩინეთის სამედიცინო უნივერსიტეტის ჯგუფმა “პირველად განახორციელა თავის ტრანსპლანტაცია”, ამდენად, ოპერაცია ცოცხალ ადამიანზე “გარდაუვალია”.
ოპერაცია, კანავაროს განცხადებით, ჩაატარა მისმა ჩინელმა კოლეგამ რენ სიაოპინმა, რომელმა ორი წლის წინ, მისივე განცხადებით, პირველად ჩაატარა თავის გადანერგვის ოპერაცია მაიმუნზე
“ადამიანის გვამზე უკვე ჩატარდა პირველი ოპერაცია – თავის ტრანსპლანტაცია.
დონორისაგან სრული გადანერგვა მკვდარ ტვინთან ერთად – იქნება შემდეგი ნაბიჯი”, განაცხადა კანავერომ.
შეგახსენებთ, რომ პროფესორი კანავერო 2015 წელს გახდა მსოფლიოში ცნობილი, როცა მან თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარების პერსპექტივებზე ისაუბრა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ქირურგის პირველი პაციენტი შეიძლება რუსი პროგრამისტი ვალერი სპირიდონოვი გახდეს.
No comments