ჩემი თვალით დანახული პატრიარქი და საპატრიარქო
პირველად 2017 წელს შევვხვდი პატრიარქს.. ჯერ ჯერობით ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არის..
ეკლესიური ცხოვრებით არ გამოვირჩევი...
მე წამოვედი ეკლესიიდან წლების წინ.. იმიტომ ,არა , რომ ათეიზმს ვაწვები ან ეკლესია ,როგორც ინსტიტუტი არ მომწონს!
არა.. ვფიქრობ ეკლესიას მაღალი სულიერი ღირებულებები აქვს.. ხატები ლოცვა, საკმველის სუნი.. ესაა, ის, რაც დამრჩა ტაძრებში მოსაწონი და
სხვა თითო ოროლა ადამიანი, სასულიერო პირს ვგულისხმობ ...!
პატრიარქზე ვწერდი..
ის, რაც ზოგიერთ მღვდელში არ მომწონს პატრიარქში არ დამინახავს..
ამან გამახარა ძალიან
უანგარობას აფრქვევს .... სიმშვიდესა და ამოუცნობ სიხარულს
გავსებს ენერგიით... სიცოცხლის ხალისს გმატებს და რაც არ უნდა თქვას მისი ყოველი სიტყვა არის ნუგეში..მაგრამ არა ყველასათვის ხელმისაწვდომი... ზოგმა არც იცის, რომ პატრიარქისათვის მიღებულია!!!ზოგმა ეს არ იცის.არ მივიდა მათთან ინფორმაცია ამის შესახებ...
ბოლო დროს წამოვიდა ნეგატიური იდეოლოგიური ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ, ასევე საპატრიარქოსი , მაგრამ არ შეიძლება უკიდურესობებში ცხოვრება..
რაღაც თითქოს საზოგადოებას უჭირს იყოს ობიექტური, ხან ჩაიძირება თაყვანისცემის მორევში ხან , კი სიძულვილით ივსება..
არ ვფიქრობ , რომ უკიდურესი თაყვანისცემა სწორია..
ვფიქრობ არ იმსახურებს ამას არავინ განსაკუთრებით , როცა შენს თავს აკნინებ და სხვას ადიდებ. ამ ფორმით თაყვანისცემა ჩემთვვის უკიდურესი საცოდაობააა.
ვინც მასწავლის, რომ არავინ ვარ , ის ჩემი მტერია და ასეთი ადამიანი ბევრია ტაძარში..
ტაძრებში..
ამ ადამიანებს უბრალოდ მშვიდად გავხდიდი კაბებს.
და გავაძუნძულებდი ეკლესიებიდან..
ისინი , გარდა იმისა, რომ ვნებენ ადამიანებს, ეკლესიასაც უტეხენ სახელს.
საპატრიარქოსაც დავამშვიდებდი და საბჭოთა კავშირს გავიტანდი იქედან..
ისე ბევრ კარგ საქმესაც აკეთებენ , რომ იცოდეთ ისეც არაა, რომ გგონიათ არაფერს მიკეთებენ!. სად მიაქვთ მილიონები..???
ჯობია, რაღაცეები უკეთ გაიკითხოთ და ჭორის ხარისხში არ იმსჯელოთ.. გაინტერსებთ? შეგიძლიათ ნახოთ, რაში იხარჯება ფული.
და ბევრი ფული იხარჯება კარგ საქმეში, თუმცა როცა საზოგადოება აკრიტიკებს ისნტიტუტს .ე.ი ეს ინსტიტუტი მთლად ჯანმრთელად არ ფუნქციონირებს..
არ განსაჯოო და ამ დრო ეს სასულიერო პირები თავისი ტაბურეტკიდან დაწყებული ერთმანეთის გინებით დასრულებული,. რა შოუ არ უნახავს ჩემს თვალებს..
განსაკუთრებით ადამიანის ზურგზე მჯდარი მღვდელი...
სილას , რომ ულაწუნებს მრევლს.თავში, რომ ურტყავს ჯვარს..
სექსიო, მამათმავალიო. რა თქვენი საქმეა მღვდლის ორიენტაცია. მთავარია დაგლოცოს.
და შეგინდოს.. როგორი ორგაზმი მოსწონს ვისი საქმეა???
მე, რაც ცოტა ახლოს მივედი საპატრიარქოსთან, ისეთი ადამიანები გავიცანი სასულიერო პირები კეთილი საქმეებისათვის, რომ არიან ანთებულები და ვიღაც გზააბნეული მღვდლების გამო ვფიქრობ ყველაფრის მიწასთან გასწორება არც თუ ისე სამართლიანი საქციელია..
შეიძლება 100 პროცენტი არ იხარჯება სწორად, ან როგორც თქვენ გინდათ ჰოდა რავიცი, გახდით სასულიერო პირები... მიიღეთ შესაბამისი განათლება და უკეთ გადაანაწილეთ ეს ფული...
მხოლოდ ე.წ მსჯელობა და წუწუნი არ მუშაობს..
საქმე უნდა ვაკეთოთ.. არ მოგწონს!? შეცვალე..
ბევრ რამეს შევცვლიდი, კი ნაწილობრივ გეთანხმებით...
ზოგი სასულიერი პირი მინდა იქეთ დავლოცო და შევუნდო ისეთია...
დადიან ფარფატა მოსასხამებით და ამპარტავებისგან ლამის თავი ცას აარტყან..
ჰოდა ეხლა ასეთ მღვდელს ვერ ჩავაბარებ აღსარებას.. ბოდიში..
აღსარების საიდუმლო ისეთი წმინდა , ყოფილა , ყველას არ უნდა აჰქონდეს უფლება ჩაიბაროს.
ეხლა იტყვიან
-არ განიკითხოოო..
ამაზე, ხომ საერთოდ მეცინება.
თქვენთვის ჩემი განკითხვა თავისუფალი აზროვნებაა.. თქვენ რო გკითხოთ მართლა მატლად უნდა გადავიქცე და ჩუმად თავი გიქნიოთ..
არა ..! ჩემნაირი ბევრია.. ბევრნი ვართ და განგიკითხავთ არა, მეტსაც გიზამთ !
სიყვარულით რათქმაუნდა..
საზოგადოების საკეთილდღეოდ ისევ!
და ეს თქვენი ქრისტიანული მოწოდებები, თქვენი წოდებების გადასარჩენად არაფერს გიშველით....
ნახვამდის მადლობა
ეხლა გათენდება! მე ჩემს მეგობარ ბერს დავურეკავ და მოვუსმენ..ცოტას ვიკამათებთ!
ვეტყვი, რომ არ არის მართალი ამაში და იმაში..
ბევრს მომისმენს, ბევრს მოვუსმენ
ბევრჯერ დამეთანხმება, ბევრჯერ არ მიიღებს ჩემს მოსაზრებას,მეც ასე..
ბოლოს მაინც სიყვარულით გავუცინებთ ერთმანეთს.
და ის არ მეუბნება :- არ გაქ უფლება შენი აზრი გქონდეს-ო..
აი ასეთ ადამიანებშია ჩემთვის ტაძარი და არა ტაბურეტკებში...
სიყვარულით !
ლევან ჩახაია
No comments