ანიტას 2 წელი





მე თუ მკითხავთ ყველა ადამიანი განსაკუთრებულია..
მაგრამ, ყველა სხვადასხვა დროს ავლენს ამ განსაკუთრებულობასა და თავის მისიას ასრულებს, მაშინ , როცა ამისათვის შესაფერისი დრო მოდის. 
ერთმა საოცრად განსაკუთრებულმა ადამიანმა თავისი დიდი მისია შეასრულა და წავიდა...
"სხეული მეტისმეტად მძიმეა, რომ ვატარო თან ამხელა გზაზე, არ შეგეშინდეს ეს ტანსაცმლის გამოცვლას ჰგავს.. ძველმანის გამო ხომ არავინ დარდობს" 
ეს არის ციტატა ეგზიუპერის პატარა უფლისწულიდან. 
 ანიტა ! 
არ შემეძლო არ დამეწერა ამ საოცარ, ჩემთვის უცნობ და ასე ნაცნობ ადამიანზე ორი სიტყვა..
გოგონა , რომელმაც საზოგადოება გააერთიანა.!!!
გოგონ , რომელმაც ყველა ჩვენგანს კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი თანამგრძნობი და გულიანი საზოგადოება ვართ..
სიკეთე არის მობნეული ჩვენს გულებში, და გვინდა, რომ თანადგომა გამოვხატოთ ყველგან, სადაც მისი საჭიროება არსებობს.
არ აქვს მნიშვნელობა თანადგომის ობიექტი ნაცნობი ვინმეა თუ უცნობი.
ვწუხვარ, რომ ამ ანგელოზმა დატოვა მისი ძვირფასი ოჯახი და მაქსიმალურად ვიზიარებ მათ მწუხარებას.
უბრალოდ, არ შემიძლია აი ამ ტრაგედიის კეთილ მხარეს არ გავუსვა ხაზი...
ის , რომ პატარა გოგონამ სულ მცირე დროში მოახერხა , ის, რასაც ზოგი მთელი ცხოვრება ვერ აკეთებს..
მოგვცა საშუალება საკუთარ თავში აღმოგვეჩინა, სიყვარულის უნარი რაიმე დამსახურებების გარეშე.. სწორედ ესაა, რასაც ვგულისხმობდი ფეისბუქის ერთ-ერთ პოსტში დროა ადამიანები დამსახურებების გარეშე შევიყვაროთთქო.......
ანიტამ შეგაყვარათ თავი არა იმიტომ , რომ რომელიმე შეჯიბრებაში გაიმარჯვა..
იმით,შეგაყვარათ თავი, რომ იყო ანიტა.... ყველაზე განსაკუთრებული მათ შორი ვინც იმარჯვებს შეჯიბრებებში და ამით მოიპოვებს სიყვარულს.
ხო... ასე შეგვიძლია შევიყვაროთ სხვებიც... ადამიანები, რომმლებიც გვეხმარებიან გავიზარდოთ სიყვარულში. ეს იყო ანიტა...
 და არის ეხლაც...



ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.