რატომ გადავწყვიტე, რომ ღმერთს აღარაფერი აღარ ვთხოვო?!





      ალბათ ყველას გინახავთ გაზულუქებული ბავშვი, რომელსაც ყველაზე მეტი სათამაშო აქვს, ტკბილეული, ნუგბარი და სხვადასხვა გასართობი..

მის განკარგულებაშია მთელი ოჯახი, ის კი მაინც ისტერიულად ითხოვს რაიმე ახალს.... 

მისი სურვილები , რაც უფრო სრულდება  უფრო ძლიერი და რთული ხდება შესასრულებლად..

ასეთ ბავშვებს, როგორც წესი ემპათიის უნარი არ გააჩნიათ...

არანაირი თანაგრძნობა.. მაათ ერთადერთი რამ იციან....

,, უნდა შეუსრულდეთ ყველა სურვილი,,

სხვა შემთხვევაში ისინი უბედურები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ აქვთ...

მე ვფიქრობ ჩემი ჩანაფიქრის პირველ აზრს უკვე ჩაწვდით... და მიხარია. 

29 წელია ვარსებობ.. ყველამ იცის, რომ არ ვარ ეკლესიური ადამიანი...

მაგრამ , საკუთარ თავს რელიგიური ადამიანის სტატუსს მივანიჭებ...

მე ძალიან ხშირად ვკონტაქტობდი ღმერთთან...არ ვიცი გნებავთ ამ კონტაქტს ლოცვა დაარქვით ან უბრალოდ მიმართვა..

კონტაქტის ძირითადი საკითხები იყო:  ა. მინდა......   60%      ბ. მადლობა  40 %

ამ ბოლო დროს კი მივხვდი მინდა უნდა დასრულდეს...რადგან ადამიანი,  ,,მინდა,,-მ, ჩემი ამ მომენტის ხედვით, აქცია უმადურ, ბრმა, დაუნახავ არსებად...

არ მსურს ღმერთს რაიმე ვთხოვო...!

მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი კონტაქტი მასთან მადლობით შემოიფარგლებოდეს მხოლოდ.. 

მე მას არ შევაწუხებ ჩემი სურვილებით...

ეს პესიმისტი ადამიანის განცხადება არააა, რომელიც ელოდება, რომ მაინც არ აუსრულდება ნატვრები..

არც წმინდანი ადამიანის პოზიციაა, რომელიც გასხივოსნდა და ,,მინდები,, აღარ აქვს...

არა... ისევ ისეთ ,,ბინძურ,, ადამიანად დავრჩი, როგორიც ვიყავი და ამით ძალიან ვამაყობ..

მაგრამ შეიცვალა დამოკიდებულება, რაღაც საკითხების მიმართ...

ერთ დღეს გავიღვიძე იმ შეგნებით, რომ ჩემი ცხოვრება, თავისი წვრილმანებით, უამრავი ოცნების ახდენის შედეგია. უამრავი სურვილის ასრულების..

მთავარი განსხეულება მე ვარ საკუთარი ოცნებების... 

პირველ რიგში ავღნიშნავ ჩემს სხეულს, შესაძლებლობებით, უამრავი უნარით, უნიკალური მოცემულობით სავსეს..

შემდეგ ვაკვირდები სამყაროს.უმშვენიერესს მართლაც. საოცარს... 

სასწაულს.. ვერ ვხვდები რატომ დავდივართ მუზეუმებში, როდესაც უბრალოდ შეგვიძლია გავისეირნოთ ტყეში...

ვაკვირდები ჩემს ადამიანებს და ვხვდები ჩემი ყველა ოცნება უკვე ასრულებულია... 

მე უმდიდრესი ადამიანი ვარ... მთელი პლანეტა მეკუთვნის, მეკუთვნის საკუთარი თავი, ინდივიდუალური ადამიანი ვარ, როგორც იქნა ჯოგური განცდებიდან გამოვედით... რეალობა, ჩემი მთავარი აწმყო თავისი ყოველი დეტალით არის ჩემი ოცნებების 100 პროცენტიანი მატერიალიზაცია...

რა უნდა ვთხოვო ღმერთს ამ ყველაფრის მერე? 

რა თხოვნითა და მუდარით უნდა მივიდე მასთან?

კარგი, დავუშვათ კიდევ დამრჩა ასასრულებელი წვრილმანი სურვილები, რატომ უნდ აშევაწუხო ღმერთი, როდესაც მან უკვე ყველაფერი მომცა, ყველა ხელსაწყო ჩემი ცხოვრების რეალიზებისათვის....

გადავწყვიტე მხოლოდ საკუთარი თავისგან ვითხოვო გამოყენება იმის, რაც უკვე მაქვს.. სარგებლობა იმით, რაც გამაჩნია...

ვთხოვო საკუთარ თავს გამოვიყენო ნიჭები, უნარები, გამოვიყენო ის კეთილი სურვილები კაცობრიობის მიმართ, რომ მაქვს და მათი ასრულება მშვიდობას , რომ მოიტანს სამყაროში...

დედამიწის ერთადერთი ჯოჯოხეთი ადამიანია, თავისი გაურკვევლობით, ბუნდოვანი ცნობიერებთ, სიბრმავით, უმადურობით... დაუნახავობით... და ეს არ განისჯება, უბრალოდ საჭიროა მეტად გავღვიძოთ ,მეტად ვიმუშაოთ...

ესაა მუშაობა სიზმარში, ცხადად ,ცხოვრებაში არსებობისათვის...


ლევან ჩახაია



No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.