ერთ დღეს აუცილებლად , მოკვდები ასე ,რომ მოასწარი ეს ყველაფერი!




     ერთ დღეს შენ აუცილებლად "მოკვდები", დატოვებ მიწიერ სამყაროს. !








    დრო გაქვს განსაზღვრული და ამ დროში უნდა ააყვავო შენი თავისუფლება. გააძლიერო შენი "მე", რათა ახალი სამყაროს გამოწვევებს შეხვდე უფრო ძლიერად და ღირსეულად. 
ამ ყველაფრისთვის კი შთაბეჭდილებები გჭირდება. 
ისინი გაგზრდიან და ახალი უნარები დაიბადება . ეს უნარები გადაგარჩენენ მაშინ, როცა "მოკვდები"!
    ერთ დღეს შენ აუცილებლად მოკვდები ასე, რომ შეწყვიტე დანაშაულის განცდა და ეცადე იყო ბედნიერი.
არავის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გაქვს , გარდა იმ შემთხვევისა თუ შენივე კეთილი ნებით არ გადაწყვიტე ეს. მთავარია, რომ გაბედნიერებდეს.
ერთ დღეს დაბერდები და ინანებ , რომ გეშინოდა. ხშირად გეშინოდა ადამიანების, ინანებ, რომ არ უსმენდი საკუთარ თავს და იმალებოდი ...
სანამ დრო გაქვს და ეს დრო მშვენიერია დატოვე შენი ჭურჭელი, არავის ავნო, მაგრამ შენს აყვავებას ნუ შეაჩერებ.!
იცეკვე! ეს სამყარო ცეკვისათვის შეიქმნა.. სიყვარულში და ზეიმში შეიძლება მხოლოდ მისი გაკეთილშობილება. როცა სერიოზულად არ აღიქვამ , როცა გიყვარს იქ ომი არ შეიძლება მოხდეს.
სანამ მოკვდები შეწყვიტე შეჯიბრება სხვებთან, რადგან არ გჭირდება დაამტკიცო, რომ უნიკალური ხარ. ეს ისედაც ასეა. და სხვებიც უნიკალურები არიან. 
ყველაზე საოცარი ისაა, რომ უნიკალურობა არ მეორდება. ის სულ სხვადასხვაა, ამიტომაც არაფერია გასაყოფი სანამ "მოკვდები" უბრალოდ დატკბი და გააზიარე შენი უნიკალურობა. 
ბედნიერი იყავი და არავის დაუჯერო, ვინც შენი ბედნიერებისათვის თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს.
თუ საჭიროა მიატოვე ყველაფერი, მაგრამ ბედნიერებაზე არ თქვა უარი. 

ერთ დღეს აუცილებლად წახვალ, და გადააგდე შენი სიმორცხვე. სცენა ყველას ეყოფა და იცეკვე ამ სცენაზე. ყველა ცეკვა მშვენიერია, რომელიც ბუნებრივია. 
არ გჭირდება ჩარჩოები. ღმერთს არ მოუცია ისინი შენთვის და ადამიანებს არ დაუჯერო, რომლებიც ცდილობენ მონობა შემოიტანონ შენში. 
მე შენი ნაცნობი ან უცნობი მეგობარი ვარ ასე,რომ გთხოვ არასოდეს თქვა უარი იმაზე ვინც ხარ. არასოდეს თქვა უარი შენს თავზე. და არ შეგეშინდეს, რაც მთავარია. 
ის, რაც შენია ვერავინ წაგართმევს. 
და ასევე ვერავინ მოგცემს იმას, რაც შენია. ის უბრაოდ შენია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას შენი მონაპოვარი და დამსახურება ყველგან გელოდება. მილიონი ადამიანი, რომ მივიდეს მის ასაღებად ვერავინ აიღებს მას შენს გარდა. 
გაიხსენე მითი ხმლის შესახებ, რომლის მიწიდან ამოღება მხოლოდ მის პატრონს შეეძლო. 

გააკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც გსურს. მთავარია არ ავნო. მიაღწიე ოცნებებს. 
გასინჯე ყველა გემო. 
დააგემოვნე სხვადასხვა გარემოებები, გამდიდრდი უსაზღვრო გამოცდილებით. ეს პლანეტა მთელი თავისი რესურსით შენც გეკუთვნის თანაბრად და თანასწორად. ასე, რომ აიღე ის, რაც შენია ! სანამ მოკვდები !სანამ შეაღებ ახალი სიცოცხლის კარს შთაბეჭდილებებით, გამოცდილებით, უამრავი შეგრძნებით დატვრითე შენი გუდა. ესაა მხოლოდ რისი წაღებაც შეგიძლია. 

სიყვარულით 
 მე. !




ავტორი: ლევან ჩახაია






















No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.