ამ საღამოს დღიური

         
         






ჰანს ციმერის მუსიკას ვუსმენ პატარა პრინცის ანიმაციისათვის, რომ დაწერა... 
სახლში ვარ.... გავიარე 1 თვე, რომელიც ემოციურად ძალიან იყო დატვირთული დანაშაულის განცდითა და სიხარულის შერწყმით. უცნაურია ცხოვრება...
თავისუფლება, რომელიც დაბადებიდანვე გეძლევა, ასევე დაბადებისთანავე გერთმევა... 
იმ შუაშია, რომ ადამიანები, ზოგჯერ ვერ ვბედნიერობთ სინდისის ქენჯნის გარეშე..
მაშინათვე წარმოიშობა, ჯაჭვები, რომლებიც გექაჩებიან თავისკენ და მშვიდად ტკბობის უფლებას არ გაძლევენ ცხოვრებაში.. 
ჰანს ციმერი ზოგჯერ მძიმეა მაგრამ ზოგჯერ იმდენად შეეესაბამება ჩემს შინაგანი სამუშაოს განწყობას,მშველის.. მმუხტავს... მოტივაციას მაძლევს...
უკანასკნელი 1 თვე იყო ჭიდილი საკუთარ თავთან... ამ სამუშაოს დაბადებიდან ვასრულებ,მაგრამ ხომ ხდება ზოგჯერ ისე, რომ მარტივდება რაღაცეები მერე ისევ რთულდება. 
ჰოდა ასე მოხდა ეხლაც. ყოველი დღე ფრონტის ხაზი .... 
ზოგჯერ იმდენდ ვიფიტები ისევ ვიწყებ მოუთოკავ ჭამას..კიდევ კარგი ლოთი არ ვარ.. 
და ალკოჰოლის მიმართ არ მაქვს მიჯაჭვულობა.
ეს არ იყო ომის თვე.. ეს სამუშაოს თვე იყო..ზოგჯერ აქტიურდები შინაგანად, და ამას გარემოებები განაპირობებენ..ეს, რომ არა სულ დავიძინებდით.. ვინ აირჩევდა გაღვიძებას.. ადამიანი მცენარეს ჰგავს..  ძილისკენ აქვს სწრაფვა და რაღაც მუდმივად აიძულებს დატოვოს ძილის სამყარო და გადაინაცვლოს სიფხიზლეში.. ეს არჩევანიც კი არაა ზოგჯერ.. იძულებით სპარტანულ პირობებში გეღვიძება.. 
მერე ხვდები, რომ ეს სპარტანული პირობები ლოცვა იყო.. 
ბედნიერება.. 
მაგრამ , ხომ უნდა გაიარო.. შეგცივდეს, დაიჭრა,ცრემლიანობდე.. რავიცი.. 
ადამიანი მხეცია მაგრამ ზოგჯერ იმდენად სუსტი, უსუსური მხეცია... მარტივად ზიანდება..
როცა ომი სრულდება ვიწყებ ფიქრს რეაბილიტაციაზე. ჭრილობების შეხორცებაზე.. ეს ის ომია, საკუთარ თავთან , რომ გაქვს მხოლოდ... 
ზოგჯერ ამბობ.. და ვიღალე.... და ვიღალე... 
ესეც ბუნებრივია... იღლები..მაგრამ 
გრძნობ გახურებულ სხეულზე, როგორ იწყებს ნიავი ქროლვას.. როგორ სიამოვნებს ნაომარ სულს, სამყაროს მოლამუნება ბრძოლის შემდგომ.. ეს ის ბრძოლაა, რომელიც ყოველ დასასრულს, ღირსეულად გასაჩუქრებს.. თუ ღირსეულად გახვედი საომარ ხაზზე..
ზოგჯერ შენივე თავის პაიკობიდან იწყებ და მეფე ხდები..
თითქოს შენ ხარ ის ღმერთი, რომელიც გასაჩუქრებს... 
ეხლა ვფიქრობ, მოვიბანო ჭრილობები, მოვეფერო დაწყლულებულ ადგილებს და ვუმკურნალო.. ისევ გავასუფთავო და ვიზრუნო...
ჩემი სხეული ძვირფასი საჩუქარია, მაგრამ უფრო ძვირფასია , სული და სიამოვნებით შევწირავ მას ამ სხეულს.. 
ზოგჯერ სარკეში ვიყურები და საკუთარ თავს ვუხდი ბოდიშს. 
ასეა საჭირო...
ასე გჭირდება
ვეუბნები.. მე რომ გავძლიერდე შენ უნდა შემეწირო. 
ის, არსება, სარკის არსება კი მიყურებს და სხვა გზა არ აქვს მომყვება.. 
როცა დეპრესია იწყება, არსება განიცდის და მიუღებლობა აქვს იმ გზის მიმართ მე, რომ ვთხოვ ჩემთან ერთად გაიაროს... 
პატარა პრინციდან სადღაც გადავხტი...
ეხლა ისევ ვუსმენ ჰანს ციმერის მუსიკას, რომელსაც ზრდა ეწოდება... პატარა პრინცის ანიმაციისთვის დაიწერა, და მგონია, რომ ჰანს ციმერი ეგზიუპერია... ძალიან იგრძნო პრინცი.. 
კარგად აღიქვა და ნოტებს შეუსაბამა.. 
პატარა პრინცი სულ მამშვიდებს... ის ყველაზე დიდი მალამოა, რომელსაც ბრძოლის ველის შემდგომ ჭრილობებზე ისმევ.. არავის ეგონოს მაყურებელი საკუთარი თავი, როცა ამას წაიკითხავს.. შენ შენი ბრძოლა გაქვს ყოველ დღე და მე არაფერ,განსაკუთრებულზე არ ვსაუბრობ....
მე ეხლა, ისევ ვჭამ, ისევ ვუსმენ მუსიკას, ისევ ვკითხულობ წიგნს და ისევ ვფიქრობ, რომ ხვალ, როცა გავიღვიძებ ახალ სამუშაოს დავიწყებ, რათა გავთავისუფლდე ყველასა და ყველაფრისგან ვინც საკუთარ ბუნებრივ არსს მაშორებს..
კომენდანტის საათი დაიწყო.. კოშმარული კომენდანტი და არ შემდგარი პარანოიდული კორონას ზღაპარი.. 
კორონა, როგორც გრიპი... 
ადამიანები კვდებიან და სულ მოკვდებიან..
ვერ გავიგეთ, რომ თუ სიკვდილი მოდის  ვერ დავემალებით... კოშმარია.... 
რა სამწუაროა ნდობა,დავკარგეთ, რომელზეც ირგვლივ მყოფები მეუბნებიან, რომ თავქარიანი, ქარაფშუტა ვარ. არ ვუფრთხილდები..რომ ღმერთს ვცდი..
კი არ ვცდი ვენდობი.. იმაში, კი არა რომ სულ დამიცავს და არასოდეს წამიყვანს.. ვენდობი, რომ როგორც საჭიროა ისე იქნება.. თუ მოვკვდები ვენდობი.. თუ ჯანმრთელი ვიქნები ვენდობი.. და საერთოდ ყველაფერში ვენდობი.. ეს ქარაფშუტობა არაა.. მაგრამ
რა გაეწყობა, თუ ზოგი ვერ იგებს.. 
მე ამ წამს ვენდობი ჩემი ფრონტის ხაზსს, რომელიც შინაგანში მაქვს.. ეხლა დაღამდა და ვეცდები დავაპაუზო..დავისვენო.. დავასვენო ეს სხეული... ავავსო ახალი ძალებით და მერე გადავეშვა ისევ ადამიანურ არსებობაში. ეს ყველფერი იმიტომ, მომეცა , რომ გამოვიძერწო... 
და ვძერწავ იმდენ რამეს.. ამაზე მეტი აზარტი , ჟილკა და შემოქმედებითობა არ მქონია არსად. არაფერში..მუშაობა საკუთარ სულზე. 
როცა მუშაობ იმაზე, რომ ადამიანეიბ გაუშვა შენივე ნებიდან.... 
და დარჩე მხოლოდ შენ და ის სამმყაროული კანონზომიერებები, რომლებისგანაც შედგები..
წავედი ...... 

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.