სტალინური რომანტიკა, როგორ გავყიდოთ ღმერთი და როგორ გვეშინოდეს სიახლეების...
ჩემთვის ძალიან უცნაურია, როდესაც ადამიანები ამბობენ , რომ უყვართ საქართველო, მაგრამ არ უყვართ, ევროპა, აფრიკა ან ამერიკა...
ასევე ძალიან უცნაურია, როდესაც გვგონია , რომ საუკეთესო ერი ვართ მსოფლიოში..
მაგალითად გვაქვს მისტიური ენა, მისტიური მიწა, განსაკუთრებული საიდუმლო იმალება ჩვენს დამწერლობაში , და აშ.
ჩემთვის ძალიან გაურკვეველია, რატომ არის ქართული კულტურა ერთადერთი და განუმეორებელი..
უცნაურია, როდესაც შავკანიანი, იეჰოვას მოწმე და სხვა განსხვავებული ხალხი გვგონია ჩვენზე დაბლა მდგომი...
არ მინდა ვინმემ შემრაცხოს მოღალატედ ან ისეთ ადამიანად, ბედნიერი , მადლიერი , რომ არ არის საქართველოში დაბადებით...
მაგრამ მე ვფიქრობ, სხვანაირად მოგვიწევს დაფიქრება ბევრ რამეზე...
რატომ არის საქართველო ყველაზე ძვირფასი მაშინ, როდესაც დედამიწა ულამაზესი პლანეტაა, თავისი მრავალფეროვნებით... შეიძლება ჩემი სამშობლო მიყვარდეს, იმიტომ , რომ დავიბადე აქ, მაგრამ, ჩემი სამშობლო ხომ პლანეტის ერთი მონაკვეთია...? სადღაც აფრიკაში, ან ამერიკაში, როგორ განვითარდება მოვლენები მნიშვნელოვნად ეხება ეს საქართველოსაც....
რატომ ვფიქრობთ , რომ რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გვქვია , როგორც ეკლესია ამბობს, ამით სხვაზე უკეთესები ვართ რამით??
არსებობს რელიგიური ისტორიები, რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება და ეს ერთი ბეწო რაღაცნაირად კარგი გულის , მაგრამ არც მთლად განვითარებულმა ქართველებმა გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებულები ვართ
ამ დროს ჩემი აზრით ეს ასე არაა.
არაფრით არ ხართ განსაკუთრებულები მათ შორის არც კულტურით და არც რელიგიით...
არც ტრადიციებით..
არც განათლებით გამოირჩევით..
არ მინდა სხვა უკიდურესობაში გადავვარდე და მიწასთან გავასწორო ეს ყველაფერი, მაგრამ არაფერი გაგვაჩნია ისეთი, სხვაზე უკეთესებად , რომ მოგვქონდეს საკუთარი თავი...
ქალებს ვცემთ, ვკლავთ...
ღარიბები ვართ...
განათლების დონითაც ვერ დავიკვეხნიდი.. უმცირესობა გვყავს განათლებული და გაცნობიერებული ხალხი და ისევ მაგათ მხრებზე დგას ქვეყანა მგონი..
ისინიც ზოგი დახვრიტეთ..
მაგალითად დღესაც არსებობს ოჯახი , მრავალშვილიანი, რომელიც ბავშვებს სტალინური იდეოლოგიებით ზრდის...21 ე საუკუნეში, საბჭოთაიდეების გამტარებელია დედა, და გულით სწამს , რომ დაბრუნდება ძველი დრო.. ჩემთვის ეს ძალადობაა ბავშვებზე..
კიდევ რა გითხრათ, ამ ქვეყანაში გვაქვს გადაცემა პროფილი.. :) სხვა რაკურსი...
სადაც ხშირად ერთი და იგივე ადამიანები საუბრობენ იმაზე ვისთან აქვთ სექსი, ან ვის დაშორდნენ ან რა მოიჭრეს, წაიჭრეს დ ააშ..
და ეს გადაცემები არაფერ შუაში არაა ზიხართ უმაქნისი ერი და თქვენ უყურებთ მათ..
მერე წერთ, რატომ გვაყურებინებთ, ამ გარყვნილებას...
ანუ ზიხართ უყურებთ და ბრაზდებით, რომ უყურეთ..ასეთი კარგი ამბები ხდება..
ლომისობაზე სისხლის მდინარეებს მოაჩუხჩუხებთ და ბედნიერები ხართ , წმინდანებს საქმე გაუკეთეთ..
ჰო მსგავსობები სხვა ერებშიც ხდება ვიცი.. ამიტომ არ ვართ სხვაზე უკეთესები და სხვები ჩვენზე უკეთესები ბევრ რამეში არ არიან...
იგივე ჩვენთან ქალებს, რომ ურტყამენ, არიან მუსულანური ქვეყნები სადაც კანონია, რომ ცემო ქალი..
ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა მაინც სხვაა..
კიდევ ბევრი რამ...
ჩვენ ის ქვეყანა ვართ ტრაგედიები, რომ გვიყვარს და პირადი გამოცდილებით ყველაზე რეიტინგული სწორედ დრამა ტრაგედიააა.
სტალინის ძეგლები ისევ გვაქვს აქა იქ..ოთახებში თუ მთა-ბარში..
საბჭოთა შენობები თავისი წარწერებით ისევ არის...
გეების ისევ გვეშინია, ბავშვებს გვირყვნიანო.. ჰოდა რავიცი...
ეკლესია, როგორც მთელს მსოფლიოში ხდება უნიკალური შემთხვევების გარდა ისევ ფლობს ადამიანის შიშს და ყველაზე გავლენიანია.. კარგად იკვებება იმით, რომ გაუნათლებელთ აშინებს , ცოდვებს თვლის და ჭერში აწყობს..
შეგიძლიათ გამოისყიდოთ კეთილი საქმეებით..
ბრბო ისევ მონაობს ეკლესიაში.. ისევ მიდის მსახურება მღვდელმსახურთა...ისინიც ლოთები, მოთამაშეები, მუქთახორები..... გარყვნილებიც მათ შორის მრავლად და პედოფილები... თარეშობენ კარგად იყიდება ჩვენი ქრისტე.. კარგად ვვაჭრობთ.. ყველაზე მაგარი მარკეტინგის იარაღი ღმერთია.. როგორ გავყიდოთ ღმერთი?
როგორ გავყიდოთ წმინდანები...
როგორ გავყიდოთ რწმენა..
და როგორ ვიყიდოთ უცოდველობა...
ურჯულოთა თარეში ესაა სწორედ..
მე მაგალითად ჩემს შვილს ვერ გავუშვებდი ეკლესიაში თუ ვინმე სანდო არ მეგულება იქ.. მეშინია არ გარყვნან, არ დააბოლონ, არ დააჰიპნოზონ. ეგ არასოდეს მოხდება ..ჩემს შვილს ეგ არ ემუქრება მაგრამმმ.... ნუ მაინც...
არ მინდა ვაყურებინო რა ხდება ეკლესიაში..
რავიცი ცოტა გამოვფხიზლდეთ...
მეტი წიგნი წავიკითხოთ.. ევროპაში შევიჭყიტოთ და ვნახოთ , რა არის ის, რასაც გარყვნილებას ვეძახით... იქნებ სულაც არ არის გარყვნილება განათლებულობა და შეგნებულობა?
იქნებ როდესაც ადამიანები თანასწორები არიან უკეთესია ვიდრე ხოცვა ჟლეტა ღმერთის სახელით???
იქნებ დროა ზოგი ტრადიცია მოკვდეს ჩვენთან??
იქნებ დროა სიახლეებს გულის კარი გავუღოთ იმიტომ, რომ ეს დამპალი წარსული აღარ არსებობს და არსებობს მხოლოდ დღევანდელობა...
იქნებ შეეშვათ ამ მელანქოლიას.. შეიშრეთ თვალზე ცრემლები და ნუ გეშინიათ, იმ სიახლეების ახალ თაობას, რომმ მოაქვს უკეთესი,თანასწორი, ტავისუფალი გაცნობიერებეული საქართველოსთვის?
ვიცი, ზოგს არაფერი გეშველებათ, სანამ თქვენსას არ მოჭამთ...
მაგრამ, მე ამ თმა შეღებილი, საყურიანი ბიჭების მჯერა.. ასევე მჯერა გოგონების სიგარეტს , რომ ეწევიან და მარეხუანას...
იმ გოგონებისაც თავისუფალი სექსი, რომ აქვთ...
ჰმმმმ მე მჯერა იმ თინეიჯერების ათეისტი, რომ ჰგონიათ საკუთარი თავი, რადგან ეკლესიაში თავისუფლება ვერ ნახეს, სინამდვილეში კი ნამდვილად რელიგიურები არიან გულით, და სწამთ იმ ღმერთის თავისუფლება, რომ მოიტანა.. ჯერ არ იციან, რომ ათეისტები კი არა ყველაზე დიდი მორწმუნეები არიან, მაგრამ არა ეკლესიების და ლამბერსექსუალი მამიკოების...
ასეთების მჯერა.. ისინი აშენებენ უკეთეს საქართველოს... გაიკეთებენ პირსინგებს, დალევენ ვისკს.. წაიკიტხავენ ბეეეეევრ წიგნს.. ემსახურებიან ხელოვნებას და ქმნიან ნამდვილ კულტურას, რომელსაც ვერასოდეს შექმნის სტალინურ იდეოლოგიებზე გაზრდილი , დაჰიპნოზებული მონა.....
მათი მჯერა ვისაც ხალხის აზრი ფეხებზე კიდია...
იმათიც, ვინც წერს პროზას, ხატავს, სწავლობს სამართალს, ქმნის უკეთეს კანონებს და განდევნის ბებრუხანა შეუმდგარ მონებს, ყველა წწრიდან,.იმ ბებრუხანებს თვითონ რომარასოდეს ყოფილან თავისუფლები და არც სხვებს აძლევენ უფლებას ..
მაგრამ მე რამოდენიმე ღირსეულ, ძალიან საყვარელ ბებრუხანებსაც ვიცნობ....
ჰოდა ასე,,,
როგორ გავყიდოთ ღმერთი??
სტალინური რომანტიკა
შიში სინათლის, მიჯაჭვულობა სიბნელესთან...
ჯობია გავაცნობიეროთ წუმპე, სადაც ვართ და ნელ ნელა ამოვძვრეთ აქედან...
ვინც არ მეთანხმებით ...კი ვიცი, რომელი კატეგორია ხართ... არ მაქვს პრობლემაა... რავქნა მესმის თქვენიც.. უბრალოდ თქვენი დრო დასრულდა...
ლევან ჩახაია
No comments