ტაში, როგორც საჭიროება ბედნიერების!




- ვერ ვისწავლე,რომ თავაზიანობა, პატივისცემა და აღიარება მხოლოდ საკუთარი თავისგან ვითხოვო..
- ვერ ვისწავლე , რომ არ მჭირდება ტაშის დაკვრა..
ეს ყველაფერი ბავშვობის ბრალია.. ალბათ ჩემი მოტივაცია ტაში იყო , როცა რამეს ვაკეთებდი
 ლექს ვიტყოდი- ტაშს მიკრავდნენ..
დღეს ვყვები "ლექსებს" და ტაში გაქრა..
ეს კარგია.. არ მინდა ტაში მჭირდებოდეს,  მაგრამ, ჩემში არსებული ბავშვი ჯერ კიდევ  ითხოვს ამ ყველაფერს.. და ვმუშაობ, ბოლომდე, რომ საერთოდ წაიშალოს სურვილი ტაშის დაკვრის..
ეს მხოლოდ ჩემი რეალობა არაა. ესაა ყველას რეალობაა, ვინც მიცნობს, არ მიცნობს, ამ სტატიას წაიკითხავს თუ საერთოდ არ ნახავს სოციალურ ქსელში..

ჩემს შვილს იშვიათად ვუკრავ ტაშს.. ზომიერად ვაქებ.. არ მინდა ამაზე გახდეს დამოკიდებული.
არ მინდა იცეკვოს ტაშისთვის, მინდა ცეკვისთვის იცეკვოს.. არ მინდა იმღეროს და რამე ქნას აღტაცებული შეძახილებისათვის..
ამ დროს მაგია იკარგება.. ჩვენ მიზანი გვიჩნდება და ნარკოტიკი ხდება ქება დიდება..ასე იბადება პატივმოყვარეობა...
პატივი კარგია, დიდებაც, ქებაც, მაგრამ, როცა ის წამლავს ადამიანს, მასზე ხდება მიჯაჭვული და ნარკოტიკად გადაიქცევა ის აღსაკვეთია.. ის ანგრევს ადამიანის არს...
ის ვინც ტაშის მოსასმენად იყენებს ხელოვნებას ვფიქრობ ცუდი ხელოვანია..
ხელოვანი, როცა წარმოდგენას მართავს მასშივე იძირება, იკარგება ..გარდაიქმნება იმ მოქმედებად , რასაც მიმართავს...
მისთვის ტაში ღირებულება არ არის...
კაცობრიობა "ტაშმა" მოწამლა..
დავიწამლეთ ამისგან.. დავიწამლეთ, რადგან გვინდა გვაღიარონ.....
გვინდა დავამტკიცოთ, რომ განსაკუთრებულები ვართ ჩვენც..
არა და ამას დამტკიცება არ სჭირდება ...ეს ისედაც ასეა...
ჩვენ იმპერატორებად დავიბადეთ და დაგვავიწყდა..
ამ ჩანაწერის მიზანი არაფერია.. არანაირი მიზანი არ გააჩნია მას..
უბრალოდ მოვიდა ახალ გამოღვიძებულ ტვინში, რაღაც განცდები და ჩამოვწერე.
ცოტა აბდაუბდად.
მაგრამ....
ტაში მაინც საწამლავია და ხელოვნება არ უნდა ემსახურებოდეს ტაშს...
ასე მგონია, თუმცა... მაინც ყველგან და ყველაფერში ტაშის საჭიროება სუფევს..
ეს დრამა სულაც არააა. 
არ ვიწყენ ამის გამო..
შევეგუე , რომ თავისი პატარა სიმახინჯეებით ეს სამყარო სრულყოფილია..




levan Chakhaia

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.