ნებისმიერი პრობლემის დროს გამოსავალი ასეთი მარტივია.....!
როგორც წესი პრობლემებს ძალიან დიდ მასშტაბებში აღვიქვამთ. განსაკუთრებით მაშინ ვითრგუნებით , როდესაც წარმოვიდგენთ უსუსურებად საკუთარ თავს რაიმე გარდატეხის წინაშე.
დაუფიქრდით , რა არ არის ასე? ქვემოდან ზემოთ არ ხედავთ პრობლემებს, როგორც დიდი დევებს????
დევებს, საშიში მრისხანე თვალებით , რომლებიც გემუქრებიან განადგურებით..
თქვენ ასე წარმოიდგენთ მათ.! ასეთ წარმოსახვას რთავთ , როდესაც გეშინიათ..
მოდი გადავრთოთ წარმოსახვა!!!!!!!!
წარმოიდგინეთ ეს "დევები" როგორ პატარავდებიან. შეამცირეთ თქვენი პრობლემები ზომაში..
როგორც ალისა საოცრებათა ქვეყანაში პატარავდებოდა , ასე დააპატარავეთ ისინი. დაინახე, რომ სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან ჭიანჭველებს.
ცოტაც და ხელის გულზე დაისვით, და კარგად დააკვირდით როგორი პატარები არიან ეს მრისხანე "ჭიანჭველები" თქვენთან შედარებით..
ეს რეალობააა.
ჩვენ ყველა პრობლემაზე ბუნბერაზები ვართ!
ამ დროს შიშები უკან დაიხევენ.. როცა არ გვეშინია გამოსავლის პოვნა მარტივია...
ვერასოდეს ვერაფერი შეგვაშინებს საკუთარი არასწორი წარმოდგენის გარდა.
ლევან ჩახაია
No comments