რა მიშლის ხელს დავტკბე ცხოვრებით? რა არის საკუთარ თავზე მუშაობა?

       


         რა არის საკუთარ თავზე მუშაობა? 
სამუშაო,რასაც საკუთარ თავთან აწარმოებ გეხმარება ხვალ უფრო კომფორტულად იგრძნო თავი შინაგანად, ვიდრე დღეს ხარ. 
შინაგან კომფორტს განაპირობებს ქაოსისა და არეულობის დალაგება.
ეს ფსიქოლოგიურ პრობლემათა მოგვარების სქემაა. გეგმა .... 
რატომ უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე?
"უნდა" გამორიცხულია. არ არსებობს ვალდებულება, თუმცა ვფიქრობ ყოველი ადამიანი მოწოდებულია საკუთარ თავშივე გაკეთილშობილდეს. დღეს, ხვალ ან ორასი წლის მერე ამას აუცილებლად გავანცობიერებთ. 
ადამიანური ოგრანიზმი, იმიტომ არ დაბადებულა, რომ ერთი ადგილი ტკეპნოს. 
არა ის უნდა იქცეს "ღმერთად".
"მეც ისეთივე ღმერთი ვარ, როგორც ის , დიდი შემოქმედი, იგივე შესაძლებლობებით , ოღონდ პატარა მასშტაბებში. 
გიორგი გურჯიევი
მე მყავს ჩემი თავი.. არსება, რომელზეც პასუხისმგებელი ვარ. 
მთავარი პასუხისმგებლობა, ბედნიერად ყოფნაა ჩემივე შესაძლებლობებში, ისე, რომ არ შევუშალო ხელი სხვას იყოს იგივე მდგომარეობაში და ტკბებოდეს ცხოვრებით.
რა მიშლის ხელს ცხოვრებით ტკბობაში? 
პირველ რიგში არ ვაცნობიერებ იმას, რაც მაქვს. იდეურად შეიძლება ვიცი, რომ ბედნიერი უნდა ვიყო ამიტომ, ამიტომ, ამიტომ: მაგრამ , ემოციურად ამას ვერ განვიცდი. 
ტკბობაში ხელს მიშლის ასევე ნეგატიურ პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. 
რა არის ცხოვრება? ცხოვრება ისაა, რასაც ჩვენ ვირჩევთ. ვირჩევთ ფიქრებითა და გულით. არა მხოლოდ სურვილებით. 
თუ მე ვოცნებობ მშვენიერ კაბაზე, მაგრამ თან განვიცდი , ვტირი მუდმივად, რომ ღარიბი ვარ ,ჩემს კოსმიურ შესაძლებლობებს არ ვაძლევ საშუალებას, "მომემსახურონ" . რადგან მთელი ძალები წუწუნზე მიდის. 
ზოჯერ ამას ვერ ვცვლით. ეს უკვე კარმაა . 
ისიც იმიტომ, რომ ადამიანი საკმარისად თავისუფალი არაა.
ბედნიერებაში ხელს უამრავი ფაქტორი გვიშლის. ბედნიერება კი, მე თუ მკითხავთ წარმატებით რეალიზებაა, იმის , ვინც ხარ. 
შიში, გაუბედაობა, სიზარმაცე, სკეპტიკურობა, პესიმიზმი, ბრაზი, წყენები . 
თვითგვემა, დადანაშაულება საკუთარი თავისა და სხვების! ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასო მკითხველო ისე არის შენში და ჩემში, როგორც ორჯერ ორი 4ია 
მაგრამ ერთ დღეს მე ვიწყებ ფიქრს, როგორ მოვაგვარო ეს ყველაფერი. 
ეს არის მუშაობა. ამაზე ფიქრიც მუშაობაა. 
არავინაა ვალდებული და საერთოდ საკუთარი თავის განვითარება ვალდებულება არაა. 
უბრალოდ ადამიანი ვერ იცოცხლებს ამ ყველაფრის გარეშე. ვერ გაძლებს თუ არ იფიქრა გაუმჯობესებაზე. 
სხვა შემთხვევაში თვითგანადგურების გზას ადგას. 
კი ასეა! სიცოცხლისა და სიკვდილის ღილაკი. 
რომელიმე უნდა იყოს გააქტიურებული. ერთი თუ ვერა, მაშინ მეორე თავისთავად მექანიკურად ირთვება. 
მთავარი სამუშაო გაცნობიერებაა, იმის, თუ ვინ ხარ, სად , ხარ, რისი ნაწილი ხარ. !
გაცნობიერება გადის ყველანაირ მიკუთვნებულობის საზღვებს და თავისუფლების ცისკენ მიემართება. 
თავისუფალი ადამიანი. ნამდვილად თავისუფალი ადამიანი, წმინდა , რომ არის ვოცნებობ შემხვდეს, მაგრამ არა.. ალბათ ასეთი რეალობა მომავლის საკითხია. 
არავინაა თავისუფალი. 
ჩვენ ჩვენივე სისუსტეების მონა ვხდებით. 
თქვენ თქვენივე სახლში არ ხართ ბატონი. ესაა რეალობა. სხეულში, ისეთი მოცემულოები გყავს, რომლებიც გმართავენ! 
ბოროტი ხართ? ესეც მონობაა, აქაც მართული ხართ!
სიკეთე? ძალიან იშვიათად სიკეთის ნამდვილი მარცვლით ცხოვრობდეს ადამიანი. დანარჩენი ქველმოქმედების ლაბირინთია. და
საკუთარ თავზე მუშაობა, თუნდაც ამ ყველაფრის გარჩევის  შესაძლებლობის გამო შეიძლება ..
იცოდე , როდის ხარ თავისუფალი. იცოდე რა პრობლემებითაა სავსე სამყარო, რომლის ნაწილიც ხარ. ეს აუცილებელია. გარემოს კარგად ყოფნა აუცილებლად განაპირობებს შენს კარგად ყოფნას. 
იცოდე რაა სასარგებლო და უსარგებლო შენთვის. 
გააცნობიერო, რომ შენი კარგად ყოფნა სხვათა კარგად ყოფნაა. და სხვათა კარგად ყოფნა შენი კარგად ყოფნა! 
ესაა სამუშაო

ლევან ჩახაია 






















No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.