"ზ"დ"ილობიან, პატიოსან, კაი ოჯახიშვილობის ინსტიტუტის მსხვრევა მეოცნებება " სანაცვლოდ კი თავისუფალი და ბედნიერი სოციუმი მსურს .

   
           ქართული რეალობის გაუმჯობესება.   ეხლა ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ვისაუბრებ.
რათქმაუნდა არა. !
მაგრამ ,მე გამიხარდება თუ არ ვნახავ ღარიბ საქართველოს.
ფინანსურ სიღარიბეს კი ზოგჯერ, და არა ყოველთვის, დაბალი ცნობიერება, განვითარების სიმწირე განაპირობებს.
მოდით ცოტა უკან გადავახვიოთ მოვლენები.  1992 წელს საბჭოთა "სათაყვანებელი" კავშირი დაიშალა. იმ წელს,როდესაც მე დავიბადე. ზოგისთვის ის დღემდე სათაყვანებელია.
ამაზე მეცინებოდა ზოგჯერ, მაგრამ მივხვდი ერთ რამეს.
ადამიანები შენატრიან სიმაძღრეს. შენატრიან , იმას, რომ არ შიოდათ .
დედაჩემი ყოველ წელს ზრდის საშობაო ღორს და კარგად კვებავს. ასეთია ასოციაცია საბჭოთა მმართველობასა და ხალხს შორის. მე , როგორც 21 ე საუკუნის თაობამ ,გამოვცადე შიმშილი, მაგრამ ეს არ გამოუცდია დედაჩემს მაშინ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მართავდა ყველაფერს თითქმის.
შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად, საქართველო მარტო დარჩა , სხვადასხვა მხარდაჭერების გარეშე, რაც სტალინის ხელისუფლების დროს, ნამდვილად ჰქონდა ქვეყანას. იძულებული გახდა ისევ დაეწყო დამოუკიდებელი ცხოვრება, არ არსებული რესურსებით.
ეს იყო ზრდისა და განვითარების კრიზისის ხანა ქვეყანაში.
დამშეული ხალხი, ბეჩავად ქცეული.
მაინც თავისუფლებისათვის, მაინც დამოუკიდებლობისათვის მოწოდებული.
ისე მე ეხლაც მესმის რუსეთს,რომ ნატრულობენ.
       2019 წელს სტალინი ისევ კერპია, საბჭოთა რუსეთი სათაყვანებელი. ასეთი ცნობიერება ხელს უშლის თანამედროვეობას მოერგოს ქვეყანა. იმისათვის, რომ საქართველომ თანამედროვე გამოწვევები მიიღოს, ისარგებლოს ბევრი კარგი ევროპული და მსოფლიო რესურსით ეს ცნობიერება უნდა დატოვოს წარსულში.
ქვეყანა , სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა აბრებითაა აჭრელებული რამოდენიმე შენობა.
ამ ქვეყანას კარგად ყოფნა სურს. ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ეჭიდება ცუდად ყოფნას მას სურს კარგად ყოფნა. მე მგონი პირველი პირობა გამოიკვეთა ბედნიერებისათვის
1) უნდა გავუშვათ საბჭოთა კავშირი. მისი იდეოლოგიებით, დამოკიდებულებებით, მსოფლმხედველობით, უთანასწორობით, ყველაფრით.
დღემდე ბევრ დაწესებულებაში საბჭოთა ავადმყოფური გონებით დაავადებული ადამიანი ფუნქციონირებს. კი ყველას სჭირდება გადარჩენა, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, თუ რა გვაფერხებს. გამოსავალს, მე დროის გასვლაში ვხედავ. დრო გაწმენდს ადამიანებს,         თანამედროვე თაობა მეამაყება. 90 იანებში დაბადებული თაობა, რომლებმაც, ასევე გმირულად მიიღეს აბსოლიტურად სხვა გამოწვევები .. თითქოს ჩემს თაობას დაევალა გაეხლიჩა საბჭოთა კაშირული ცნობიერება, წაეშალა ყველაფერი და ახალი სუფთა ფურცლიდან გაეგრძელებინა საქართველოს ცნობიერება.
მე , როცა ვებრძვი მეზობელ გრიშას სიტყვიერად და  ვეუბნები ყველა თანასწორია გრიშა ბიძია, ამით ვებრძი საბჭოთა კავშირს.
შენ როცა ამბობ , რომ ქალი ისეთივე თანაბარია, როგორც მამაკაცი საბჭოთა კავშირს ებრძვი. შხამს ებრძვი. 
ჩემს თაობას ოჯახთან, გარემოსთან დაპირისპირება უხდება, რომ შექმნას უკეთესი საქართველო. ეს არის გაღება საკუთარი თავის. ეს არის დაპირისპირება იმისათვის, რომ გადარჩეს სოციუმი.
ჩვენ ვიბრძვით , და ბევრს ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. ასე ვიბრუნებთ ჩვენ საქართველოს, ასე დავიბრუნებთ აფხაზეთსაც. საბჭოთა ცნობიერებასთან ბრძოლით.
ვფიქრობ გმირია ეს თაობა, ესაა მცდელობა გაიწმინდოს გზები და ხალიჩები დაუგოთ ახალ თაობას უკეთეს საქართველოში მოსვლისათვის.
ეს ბრძოლა ცნობიერებაშია.
მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ.
დღევანდელი თაობა, რომ ამბობს : - ბავშვს არ უნდა დაარტყას პედაგოგმა. ესეც ბრძოლაა საბჭოთა კავშირთან, რადგან მაშინ მასწავლებელი საზიზღარი სადისტი იყო, რომელმაც "უკეთ " იცოდა, რა იყო უკეთესი ბავშვისათვის.
მეტი თავისუფლება გვჭირდება, რათა დათრგუნული "ზდილობიან" , "პატიოსანი"  იდეებით ჩახშობილი ბუნებრიობა ამოვანთხიოთ.
წლებში დაგროვილი ბრაზი გამოვუშვათ.
ჩვენ უნდა განვწმინდოთ მასა. კი ცოტა არადექვატურები ვართ ზოგჯერ ამ ყველაფერში.
როცა დიდი ხანი გშია იმაზე მეტას ჭამ, ვიდრე გინდა.
ესეც არაა ჩვენი ბრალი. ესეც ნაპატიებია უკვე.შენდობილია.. რადგან განპირობებულია.
ეს ის თაობაა, რომელმაც არ უნდა დაიხიოს უკან საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად, იმის გამო , რომ "უფროს" ადამიანს ესაუბრება.
ამ თაობას ბევრი სექსი უნდა ჰქონდეს და საერთოდ თავისუფალი გრძნობების დაკმაყოფილება უნდა დავთესოთ.
თავისუფლება უნდა შემოიტანოს ყველა შესაძლო ნორმალური და არანორმალური გზით.
ჩემი შვილის თაობა კი ბევრად მშვიდი და ჯანსაღი იქნება ამ მხრივ.
ჩვენ ვართ არაადექვატურები, მაგრამ უზარმაზარი მისია გვაკისრია.
დავასუფთაოთ  და განვწმინდოთ დაბინძურებული, შებღალული, შეურაწყოფილი ადამიანის გრძნობები.
..............................................................
გაგრძელება იქნება


ლევან ჩახაია
ფოტო: შოთიკო კალანდაძე
































No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.