სწორი კვება არასწორია



შესავალი წიგნიდან "სწორი" კვება არასწორია"

               10 წელი თვითშეზღუდვაში. მივხვდი რომ სერიოზული პრობლემები დამეწყო. მივხვდი  რომ ჩემმა ფსიქიკამ კრახი განიცადა.
იმასაც ვფიქრობ, როგორ დამიცვა ღმერთმა ,რომ გადამარჩინა ისეთ სერიოზულ დაავადებებს როგორიცაა ანორექსია და ბულემია.
 მაგრამ ვერ გავექეცი ლოგიკურსა და თანმიმდევრულ შედეგს. კვებითი აშლილობა. აი რა დიაგნოზი მქონდა მე ...
დავიწყოთ თავიდან.
-        ჩემი დაკომპლექსება ბავშვობაში დაიწყეს. მახსოვს, როგორ მადარებდნენ გამხდარ ადამიანებს და მათ ცემზე პრივილეგირებულებად მოიხსენიებდნენ.
-        არასოდეს ვყოფილვარ მსუქანი. სავსე ბავშვი ვიყავი პუტკუნა. მახსოვს,როგორ მენგრეოდა თვითშეფასება, როდესაც ვიგებდი, რომ ამათუიმ სტანდარტში ცემიბუნებრივი მოცემულობის გამო არ ვჯდებოდი.
-        შენ არ შეგიძლია მძიმე ხარ. ის უფრო კარგად გამოიყურება ნახე , როგორი ტანადია.
-        ზუსტად ასე დაამსხვრიეს ბევრი თქვენგანის დამოკიდებულება საკუთარი თავების მიმართ.
-        ბავშვობაში სხვები იყვნენ ხმები. გაიზარდედ და ამ ხმად თქვენ იქეცით.
-        უამრავ სავსე, არამსუქან მაგრამ სავსე მოცემულობის მქონე ადამიანებს ვიცნობ. და ისინი უბედურები არიან არა იმიტომ რომ წონაა ნამდვილი პრობლემა არამედ იმიტომ რომ დამოკიდებულება აქვთ საკუტარი ტავის მიმართ სეუსაბამო.
-        მივხვდი, რომ საკუთარი ტავის პირველი მტრები ვართ.
-        17 წლის ასაკში, როცა აბიტურიენტი გავხდი გადავწყვიტე სასტიკი დიეტებისათვის მიმემართა. ვშიმშილობდი . რატქმაუნდა დავიკელი დაახლოებით 15 კილოგრამი დიდხნიანი შიმშილობებით. აბიტურიენტი ვიყავი, მამა გარდამეცვალა. წარმოიდგინეთ რა წნეხი გამოვიარე ფსიქიკური და ფიზიკური იმისათვის , რომ გამხდარი ვყოფილიყავი.
-        ამ ასაკში ძალიან მარტივია შიმშილის ხარჯზე წონის დაკლება.
-        ოდესმე შიმშილობას წყვეტ გინდა თუ ეს არა წონა ორმაგდება. არამხოლოდ ცემს წონას დავუბრუნდი არამედ პლიუს ათი კილო მოვიმატე. ვკითხულობდი დიეტებს, რომლებიც მპირდებოდნენ კარგ ფორმაში დაბრუნებას. ცემი ისტერიკა კვებაზე დიეტაზე, ყველა ჩემს ახლობელ ადამიანს აწუხებდა. ოჯახს, მეგობრებს.
-        თავს ვიკავებდი წვეულებებზე წასვლისგან. მძულდა დღესასწაულები. ქეიფი, გართობა რაც მრავალფეროვან საკვებ რაციონტან იყო დაკავშიორებული. გამიჩნდა ცხიმის ფობია , პურის ფობია. ტკბილეულის ფობია.
-        ჭამის შიში გამიჩნდა ვიწყებდი შიმშილობებს მერე ისტერიულად ვჭამდი . ისეთი განცდა მქონდა რომ ვერ ვნაყრდებოდი. ეს ამაზრზენი მდგომარეობაა. დამეთანხმებით ალბათ ვისაც გამოგიცდიათ.  ეხლა 27 წლის ვარ. როგორც იქნა ცავდექი ფორმაში. როგორც იქნა დავუბრუნდი საკუთარ თავს.
შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი , რომ ძალიან მინდა ჩემი აღმოჩენები გაგიზიაროთ. ძალიან მინდა გითხრათ ყველაფერი რაც ამ 10 წლის განმავლობაში ვისწავლე, თავს გადამხდა. გესაუბროთ დანაკარგებზე რათა თავი აარიდოთ მათ.
 ჩემი მკითხველი ის ადამიანია, ვისაც გამუდმებით აწუხებს ფიქრი საკუთარ წონაზე. ვინც მუდმივად აკრიტიკებს საკუთარ გარეგნობას. დიეტას  იცავს. ვინც მიმართავს ათას ხერხსა თუ გზას რათა მიიღოს ისეთი სხეული როგორიც სურს.
უამრავი რისკების წინაშე დგეხართ .. რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ტქვენს გარეგნობას, არამედ ფსიქიურ და ფიზიკურ  ჯანმრთელობას .. ასევე სიცოცხლეს.
გაგრძელება 2 ნაწილში 
ლევან ჩახაია






No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.