გაათავისუფლე სახედარი

 


     მსურს, რომ ჩემს სახედარს ტვირთი ჩამოვხსნა. მე არ ვფიქრობ, რომ ის ტვირთის გადასატანად შეიქმნა. არ ვფიქრობ , რომ უნდა დავამძიმოთ და უმადურად სულის ბოლო ამოსუნთქვამდე ვამუშაოთ.
ის ბუნების ნაწილია. ტვირთი მისი ბუნებრივი მხარე, რომ ყოფილიყო ასეთად დაიბადებოდა. გვერდზე გადაკიდული ხარახურით  მოევლინებოდა სამყაროს .
ის კი ასეთად არ დაბადებულა. გადავწყვიტეთ ჩვენ ადამიანებმა ჩვენივე კომფორტისათვის სამყარო მოგვერგო.
თუ შენ , შენი სახედარი გეხმარება შეიმსუბუქო ტვირთი, მადლობელი ხარ თუ არა მისი?
საერთოდ ფიქრობ თუ არა, რომ სამყარო, რომელმაც ეს უანგარო არსება გაჩუქა, იმსახურებს იყო მადლიერი.?
არ არსებობს კანონი, რომელიც სახედრებს იცავს. უფრო სწორად არსებობს, მაგრამ აღარ არის მნიშვნელოვანი.
მე ჩემს სახედარს ტვირთს მოვხსნი. , შემდეგ შუბლზე ხელს გადავუსმევ, ბოდიშსაც მოვუხდი და მადლობასაც ვეტყვი. სინდისის ქენჯნას ვგრძნობ, რომ ამდენი ხანი ასე ვამძიმებდი.
წავიდეს! წავიდეს ირბინოს მინდვრებში, ძოვოს ქორფა ბალახი, მისთვისაც , რომ ამოდის დედამიწაზე, ინავარდოს ხის ქვეშ და ბუზებს ეთამაშოს.
შემდეგ გამრავლდეს..
მას არ სურს ,არ იყოს სახედარი. კმაყოფილია ამით. უბრალოდ ტვირთი ამძიმებს.
იმდენად მორჩილია ზოგჯერ, იმდენად მენდობა, მე როგორც  პატრონს მიეზიდება ტვირთს. უარს ამბობს საკუთარ თავისუფლებაზე და მომყვება ასე დამძიმებული კლდეებს შორის ბილიკები, რომ გადის .
მე უბრალოდ გავიღვიძე  და მივხვდი. ცუდა მოვექეცი. ცუდად ვექცეოდი.
არ შეიძლება საკუთარი კომფორტი სხვისი ტანჯვის ხარჯზე მოიწყო.
არ შეიძლება მხოლოდ შენ მოირგო ეს სამყარო. მოირგე ის რაც გეკუთვნის მაგრამ სახედარი შენი კუთვნილება არაა. მისი ბედნიერების წართმევის უფლება არ გაქვს.
ის მინდვრებშია ბედნიერი. შენ კი აქ ხის ძირას დაგიბამს და მადლობასაც არ ეუბნები, რომ ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი გააჩნდა შენ შემოგწირა.
მე დავიწყე მისი აშვება. შენც აუშვი!
ჩემი სახედარი თავისუფალია. გადავწყვიტე აღარ წავართვა თავისუფლება.
გადავწყვიტე მინდვრებში გავუშვა , სადაც მისი ადგილია. ჩემი ტვირთი კი მე ვზიდო.
არასოდეს მითქვამს მისთვის, რომ მადლიერი ვარ. ეს მეც არ ვიცოდი.
არასოდეს მითქვამს მადლობა, რომ მემსახურა.
მე გავუშვი ჩემი სახედარი.

ლევან ჩახაია




















No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.