ნუ მისცემ უფლებას სინდისი გაქენჯნინონ
აღტაცება.. ჟრუანტელი.
უანგაროდ, რომ გაგეცინება. ისე უბრალოდ .. სულ ტყუილად. არაფრისთვის.
არაფრისთვის და არაფრის გამო , რომ ხარ კარგად ესაა თავისუფლება.
მიზეზი და მიზანი, რომ არაა საჭირო.
ან ვინმე ან რამე..
უბრალოდ აღტაცება .
თავს დამნაშავედ, რომ არ იგრძნობ. უფლება, რომ გაქვს ბედნიერი იყო.. ეს უზენაესი. სამყაროსეული საჩუქარია შენთვის. და, რომ გააცნობიერე.
რომ გებოძა და, რომ ცდილობენ დაგავიწყონ. რომ ცდილობენ დაგავიწყონ, როგორი უანგაროა ღმერთი შენს მიმართ.
როგორია ის...ისეთი..სანაცვლოდ, რომ არაფერი უნდა. უბრალოდ მოგეცა ..შენც მიიღე .. სხვებს ნუ მისცემ უფლებას სინდისი გაქენჯნინონ ამისთვის.
არიან კარგია. არ არიან ესეც კარგია. მოვიდა ვინმე? მშვენიერია
წავიდა ვინმე? მშვენიერია.
თუ ვინმე შემოუერთდება ამ ცეკვას ცხოვრება, რომ ჰქვია ეს ხომ თანამოაზრეობაა. როცა ჩაბმული ხართ ორივე ერთად ბედნიერების ფერხულში.
როცა იპოვი მას ვისაც სეგიძლია გაუზიარო შენი ბედნიერება. ბედნიერების განაწილება, რომ შეგიძლია სხვისთვის
უბრალოდ, რომ ხართ და სხვები? სხვები არიან, მაგრამ თან არც არიან.
არაა საჭირო მათთვის შეკითხვების დასმა?
რა ვქნა? როგორ გავაკეთო? მითხარით, როგორ ვიცხოვრო ხალხნო.
თავისუფალი ხარ მაშინ, როცა შენი რელიგია, შენი ცეკვა, შენი სიმღერა, შენი სიმფონია გაქვს.
როცა შენი წესებით ცხოვრობ. როცა კანონი შენ ხარ შენივე თავისთვის.
დედა მამა. ისინი არიან, მაგრამ მათ თავიანთი გზა აქვთ,მე ჩემი გზა მაქვს. ეს მათ მომცეს და დიდია მადლიერება ცეცხლს რო ჰგავს ამიტომაც ჩემში.
მაგრამ თუ მთავარი დედა არის უანგარო და არ მთხოვს ვიყო უბედური, ნურც მიწიერი დედები მოითხოვენ ამას.
წავედი ისე ,რომ დავრჩი კიდეც ...
მე უკვე გავუდექი ჩემს გზას. აქ ვარ, მაგრამ უკვე შორს.
ასეთია გზა თავისუფლებისაკენ.
ასეთია აღტაცება..კიბეეები, რომ აუყვებიან ცისკენ მიმავალ ბილიკს.
სხვებიც გაუშვი და შენც გაგიშვეს .. ისე, რომ ისევ ერთად ხართ, მაგრამ მაინც აღარააა ბორკილები.
სხვებსაც მოხსენი და შენც მოგხსნეს.
levan chakhaia
levan chakhaia
No comments