ავტორიტეტები ზოგჯერ ინდივიდუალობას გვართმევენ





     ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის მისაბაძ მაგალითებს წარმოადგენენ. ზოგჯერ აღფრთოვანებულები ვართ მათი სიტყვით, ჩაცმულობითა და ქცევის ფორმით.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასევე მოსწონთ  სხვებისათვის კუმირად ქცევა.
არის თუ არა ჯანსაღი- მიბაძვა, და რომელ წერტილში გადაიზრდება ის არაჯანსაღ მდგომარეობად.
ინდივიდუალურობა ინტელექტუალური ცოდნა არაა. რაც მე წამიკითხავს და მისწავლია შესაძლოა ის სხვამაც იცოდეს.
არსებობენ მხატვრები, რომლებიც კუმირის ზეგავლენით ხატავენ, ბაძავენ მისი ხატვის ტექნიკას. ბაძავენ საკეთესო აღიარებულ ხატვის ფორმებს და ამ ჩარჩოს მიღმა ვერ მიდიან.
ინდივიდუალურობა ასევე არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამტკიცო შენი განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.
ინდივიდუალური ადამიანი არ კავდება იმაზე ფიქრით, ვის დაუმტკიცოს რამე.
არ კავდება იმაზე ფიქრით, რომ დაანახოს ადამიანებს თავისი შესაძლებლობები.
მისი ფიქრები აბსოლიტურად სხვა არეალში იბადებიან და სცდებიან ვინმეს ზეგავლენებსა და შთაგონებებს.
მახსოვს ბავშვობაში, გარდატეხის ასაკსა და თინეიჯერულ პერიოდში თავი მქონდა დაკარგული. ჩემს ირგვლივ გარშემომყოფებში ვირჩევდი ვინმეს, ვინც ჩემი კუმირი იყო და ვბაძავდი ყველაფერში. მიბაძვა განსხვავდება მაგალითის აღებისგან. ეს ორი მდგომარეობაა და განსხვავებულად მესმის.
მიბაძვა გვაკარგვინებს შანსს აღმოვაჩინოთ საკუთარი. გვაკარგვინებს დროს,  დავუთმოთ ის ჩვენი პირადი მდგომარეობის აღმოჩენასა და გამოვლენას.
მაგალითის აღება კი ჩემს ინდივიდუალურ ჩარჩოში დარჩენასა და იგივე საქმის გაკეთებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მისაღებია, საინტერესოა.
როცა აღმოვაჩინე, რომ  კუმირებმა ჩემი თავი წამრთვეს მე გავბრაზდი მათზე.
ვცდილობდი აბსოლიტურად საწინააღმდეგოდ მეცხოვრა. პროტესტი მახრჩობდა. რათქმაუნდა არც ეს მდგომარეობაა ჯანსაღი და ინდივიდუალური, მაგრამ პროტესტი გზაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო . ეს გზა კი თუ პროცესები სწორად მიდის უნდა დასრულდეს.
როგორც კი დავფიქრდი მივხვდი, რომ ბრაზი  გამოსავალი არ იყო . რადგან თუ ვინმეს მივბაძე და ამით გვერდზე გადავდე ჩემი ინდივიდუალური მოცემულობა ეს მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა.
ინდივიდუალობის ძიების გზას უხეშად ასე ჩამოვაყალიბებდი.
1) მიმბაძველობა, კუმირის ძიება და მისით აღფრთოვანება. დამონება.
2) იმედგაცრუება, წყენა, ბრაზი, პროტესტი.
3) საწინააღმდეგოდ მოქცევა, ვიდრე ამას ჩვენი ყოფილი კუმირი აკეთებს.
4) მეოთხე აღმოჩენა, რომ ეს წინააღმდეგობაც მექანიკურია. არ ვაკეთებ იმას, რაც მსურს ვაკეთებ ნებისმიერ საწინააღმდეგოს, რომ დავამტკიცო მე "მე" ვარ.
5) პროტესტმა გაიარა . მივხვდი, რომ არაფრის მტკიცება არ მჭირდება.
6) დავსვი კითხვები  : სინამდვილეში რა მსურს მე?
7) თავიდან უამრავ სურვილს აღმოვაჩენთ, რაც ჩვენშია

..................................................................................................

ლევან ჩახაია















No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.