ჩემგან "ორ ნაბიჯში "გიორგის" , და "მარიამს" სძინავთ"( ქუჩაში მცხოვრები ბავშვები)

        

ფოტოს ავტორი: ზაქარია ჭელიძე

       ისტორია, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის გაგონილი ამბავია. ან იქნებ არც გაგიგიათ ამის შესახებ. ჩემთვის კი  სინამდვილეა. ყოველ წამს, რომ მახსენებს თავს. მე ვხედავ მათ. ვხვდები მათ და მესმის მათი ისტორიების. 
სულ ახლოს ვართ .. შეიძლება თქვენი სახლის მეორე მხარეს, ეძინოს ერთ პატარა ბიჭს, ის 12 წლის არის ან 10-ის, 8-ის. შესაძლოა გაღმა მხარეს ერთი გოგონაც დასეირნობს და ცდილობს მოძრაობით გათბეს. აგროვებს მუყაოს ყუთებს ცეცხლის დასანთებად. 
საქართველოზე ვსაუბრობ კი. 
"ეს" გოგონა 13 წლისაა, საქართველოში მცხოვრებია. არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა მოქალაქე. რამოდენიმე ნასვამმა მამაკაცმა გაიარა და მას თვალი დაადგა. ნებისმიერი სქესის ბავშვი, რომელიც ქუჩაში მცხოვრებია, შეიძლება სხვადასხვა სახის ძალადობის პოტენციური ან უკვე მსხვერპლი იყოს და არიან.  მერწმუნეთ. უკვე ყველამ გაიარა ეს გზა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისევ მეორდება ერთი და იგივე. 
არავის ვადანაშაულებ..  ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვსაუბრობ. მე ეხლა სამსახურში, კომპიუტერთან ვზივარ და ვფიქრობ თუ მე ვიცი, რომ ქუჩაში მოზარდს სცივა და სახლი არ აქვს, რატომ ვზივარ და ვჭევრმეტყველებ. მე, როგორც ზრუნვის სისტემიდან გამოსულს ყველაზე მეტად ეგ მძულდა. მძულდა, როცა ჩემს ისტორიას საკუთარი საქმიანობისათვის იყენებდნენ. ყველაფრისთვის ვიყავი საჭირო ,გარდა ჩემი პრობლემებისა. მათი რეიტინგი, საიტის ნახვადობა, გადაცემის ნახვადობა. არ მსურს ასეთი ადამიანი ვიყო.  მეორე დღეს ყველაფერი სრულდებოდა. ისინი მარწმუნებდნენ, რომ საჭიროა ვისაუბრო ამ ყველაფერზე. შედეგს კი ვერ ვხედავდი. გარდა იმისა, რომ ჩემი პირადი ისტორია, უფრო მეტმა ადამიანმა იცოდა და უფრო მეტი ადამიანისგან ვიყავი შეცოდებული. 
- არ მსურს, რომ ეს ბავშვები შეგვეცოდონ.  
 მსურს უბრალოდ დავრეკოთ, სადმე და შეკითხვა დავსვათ ამ ფაქტებთან დაკავშირებით. დავრეკოთ 112 ში ან ყველგან, სადაც კი ვალდებულები არიან ამაზე გაგვცენ პასუხები. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო. ჩვენ უნდა ჩავძახოთ მას, რომ ამოგვძახოს.სახელმწიფოს თუ კარგად შევახსენებთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიური დაუცველობის რეჟიმში  ცხოვრობენ. ბევრად უფრო გაუმჯობესდება ამ პრობლემის მოგვარების საკითხი. ერთი ბავშვიც არ უნდა იყოს ქუჩაში. არც ერთი გესმით ადამიანებო. -უბრალოდ ეხლა, ამწამს მე ყავას ვსვავ. მალე ვისადილებ კიდეც და ისინი ისევ გარეთ არიან. ღამდება, უფრო ცივა, მე კი ისევ კლავიატურას ვუკაკუნებ. რას ვაკეთებ? ვხვდები, რომ მეც დავაშავე, რაღაც. ბოდიში მაქ მათთვის მოსახდელი. ბოდიში მაქ თითოეული ბავშვისათვის მოსახდელი, რომ გავუარე გვერდით, და ამით ისეთი სამყარო დავანახე მათზე, რომ არ ზრუნავს. 
ბოდიში უნდა მოვიხადო, რომ შესცივდათ და არ გავათბე. ბევრი რამისათვის მაქვს ბოდიში მოსახდელი. მაგრამ ბოდიში არ არის გამოსავალი. 
გამოსავალია სახელმწიფოს ჩართულობა, ყველა სისტემის ჩართულობა. აუცილებლად ჩაერთვებიან კიდეც თუ მოვითხოვთ. მე თუ ვისაუბრებ ამაზე, შევაწუხებ ორგანიზაციებს, მე შევქმნი ისეთ სახელმწიფოს, სადაც ათ წელიწადში არ იქნება ქუჩაში მდგომი 10 წლის გიორგი. მას არ სცემენ, არ იძალადებენ ნებისმიერი სახით. მე ამას შევცვლი. ვერ შევცვლი წარსულს და იმედია ოდესმე შევძლებ მოვინანიო ეს . მაგრამ შემიძლია შევცვალო მომავალი. გამოვიდე ჩემი სახლიდან და დღეში ერთი საათით მაინც შევისწავლო ჩემი ქუჩა, სადაც ვცხოვრობ. სადაც ორიოდე ნაბიჯზე მიწისქვეშა გადასასვლელში , ან დანგრეულ შენობაში მათ სძინავთ. სახელმწიფოს მოვთხოვო პასუხი. ვისაც აქვს სურვილი , რომ დაეხმაროს ქუჩაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, გავერთიანდეთ. გავუფრთხილდეთ მათ. სხვა შემთხვევაში, როგორც  ამ პრობლემებისათვის თავდადებული ,  ქალბატონი მაია მგელიაშვილი იტყოდა სამათხოვროდ გამოწვდილი  ხელი, მუშტად მოგვიბრუნდება, იმ კრიმინალებისა და საშიში ადამიანების სახით, რომელსაც მე ვქმნი ამ წამს , იმით, რომ არ მივდივარ ქუჩაში და ვრჩები ჩემს კომპიუტერთან სამსახურში. შემდეგ ვისადილებ კიდეც და ღამე დავიძინებ მშვიდად. "ხვალ" კი ახალი დღე მელოდება, დღე, სადაც ის დამხვდება ქუჩაში გამძარცვავს ან მომკლავს, და როცა ვკითხავ თუ რატომ აკეთებს ამას, მეტყვის, რომ ასეთად შევქმენი მე ის და ვფიქრობ მართალი იქნება. 



სტატიის ავტორი: ლევან ჩახაია 




















2 comments:

  1. ძალიან კარგი სტატიაა.. პრობლემას რომ გამოკვეთავს

    ReplyDelete
  2. მძიმე თემაა ....

    ReplyDelete

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.