ასოციალური ადამიანის გზა
წარუმატებლობის შიში. მოჭარბებული პროტესტი. საკუთარი თავის მტკიცების მცდელობა. მოლოდინი იმისა, რომ შეგაქებენ. მოლოდინი იმისა, რომ მოგიწონებენ მიღწევებს.
ადამიანებზე დამოკიდებულება. დამოკიდებულება სხვათა რეაქციებსა და აზრებზე.
თუ შენ ცდილობ იყო ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას იყო. ეს ნიშნავს, რომ შენ სათანადოდ ვერ აფასებ შენს შესაძლებლობებს.
ადამიანი ჯანსაღ მდგომარეობაში, ჯანსაღ თვითშეფასებაში, არაფერს ამტკიცებს. არ ზრუნავს იმაზე, რომ ოჯახს, მეგობრებს და სხვა ადამიანებს მოაწონოს თავი. ის უბრალოდ საკუთარ თავს მიჰყვება.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ხშირად აღნიშნავენ საკუთარ დადებით მხარეებს. მაგ: - მე ასეთი კეთილი ვარ, მე ხომ ასეთი კარგი ვარ!
ადამიანი, რომელმაც გადალახა თავის თავთან ბარიერები, ის უბრალოდ ცხოვრობს. მშვიდად მიჰყვება თავის მიზნებს და არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმეს, რამეს უმტკიცებს. მისი მდგომრეობა არ საჭიროებს აღნიშნოს საკუთარი პლიუსები.
თუ შენ გაქვს შიში, რომ ვერ შეძლებ. თუ გაქვს შიში, რომ არავის მოეწონები. თუ გაურბიხარ ადამიანებს, რომლებიც გაკრიტიკებენ. დადიხარ დათრგუნული და შენივე დათრგუნლობა ხელს გიშლის წარმატებული იყო. შენ გაქვს პრობლემა თვითშეფასებასთან.
მთავარი სამუშაო უნდა შესრულდეს ასე. დაიწყო შენივე ღირებულებების დანახვა. გააზრება, დაჯერება. ეს დროს და სერიოზულ მუშაობას მოითხოვს.
გაიაზრო, რომ არ საჭიროებს შენი პიროვნება მტკიცებას. ის, რაც დასანახია თავისთავად ჩანს.
საკუთარი თავის მტკიცების მცდელობაში იკვეთება, უსუსური ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანი, რომელსაც არ სჯერა, რომ ძლიერია. არ სჯერა, რომ ყველაფერს შეძლებს.
არ შეგიძლია გარისკო.? ეს არის დაბალი თვითშეფასება, იმდენად, რამდენადაც საკუთარ თავს არ აძლევ ბრძოლის უფლებას. არ აძლევ შენს პიროვნებას საშუალებას კრიზისულ მდგომარეობაში იყოს წარმატებული, გამოავლინოს ძალები.
შენ გეშინია რისკების. თუნდაც მაშინ, როცა არსებობს მინიმალური ალბათობა დამარცხების. გარისკვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ არსებობს სავარაუდო დამარცხების მოლოდინი, მაგრამ შენ მაინც იბრძვი, მერე რა თუ დამარცხდები. ეს გასწავლის, რაღაც ახალს. და ამიტომაც მიისწრაფვი მიზნისაკენ.
დაბალი თვითშეფასება ადამიანს ბედნიერებას ართმევს. ბედნიერებას იყოს კომუნიკაბელური, გადადგას წარმატებული ძლიერი ნაბიჯები. ამაღლდეს საკუთარ თავში. დაინახოს შესაძლებლობები, ასეთი პიროვნებისათვის რთულია. შეაბამისად ის კარგავს შანს მიაღწიოს მიზნებს, რომელიც აქვს დასახული.
დაიწყე მუშაობა დღეს და ეხლა.! არ გადადო. შენი დრო ძალიან ძვირფასია. ძვირფასია ის რესურსიც, რომელიც ნამდვილდ გაგაჩნია. დაუპირისპირდი საკუთარ სისუსტეებს.
არავისი პასუხისმგებლობა არაა შენი წარუმატებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ცხოვრება განაპირობებს გარკვეულწილად ჩვენს მდგომარეობას, ეს ყველაფერი მაინც ჩვენს ძალებზე დგას.
მე მსურს, რომ იცოდე, რა შეგიძლია. დაინახო შენი ნიჭი. დაინახო ის ,რაც ასევე არ შეგიძლია. სათანადოდ შეაფასო შენი შესაძლებლობები და სისუსტეები გამოიცნო, რათა დაიწყო მათზე ღირსეული მუშაობა.
ყოველი წარმატებული ადამიანი გადის წარუმატებლობის, ცრემლის და უსუსურობის გზას. ყოველმა შემდგარმა ადამიანმა გაიარა ომი საკუთარ თავთან.
ასე, რომ თუ შენ ამ პროცესში ხარ გაგიმართლა. შანსი გაქვს განვითარდე. იყავი განვითარებული. იყავი მადლიერი იმისათვის, რაც მოგეცა.
არაფერია სხვა საჭირო. გაააძლიერე საკუთარი თავი და შენ შეძლებ ასობით ადამიანს ამოუდგე გვერდში. თუ საკუთარ თავს გადაარჩენ შენ გადაარჩენ უამრავს ამით. ისინი გელოდებიან.
რადგან შენი ერთი ძლიერი სიტყვაც კი შეიძლება იყოს სიკვდილის წამალი. მორალურად განადგურებული ადამიანისათვის შვება, მაგრამ დაიწყე საკუთარი თავით. იყავი სამართლიანი და ობეიქტური შენს თავთან, არ განსაჯო ის.
მიეცი უფლება ასეთი სუსტი იყოს და დაიწყე მუშაობა იმაზე, რომ გაიზარდო. შეისწავლე სად ხარ გასაზრდელი. შენი , რომელი უნარი საჭიროებს გამობრძმედას.......
.....
No comments