როგორ აღმოვაჩინო, ჩემი მისია და ფუნქცია ცხოვრებაში?

     

       ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში პროფესიები ზოგჯერ მემკვიდრეობით გადადის.
ასევე დიდი გავლენა აქვთ მშობლებს ადამიანების პროფესიების შერჩევაში.
ამის მაგალითი უამრავია.. პირველ რიგში მე ვარ ასეთი.
მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამეა ადამიანის ფუნქცია და გარედან მიკერებული იარლიყი, რომ შენ უნდა იყო ექიმი, იურისტი ან შენგან არაფერი გამოვა.
მოკლედ უამრავ წინააღდეგობას ვაწყდებით. ბავშვი, რომელიც გაიზარდა ოჯახში, სადაც ყველა გადაწყვეტილების მიღება მის გარეშე ხდებოდა,არ ეკითხებოდნენ, რა ფერის კაბა მოსწონდა ან სათამაშო ბურთი, ძალიან დაბნეულია მოზრდილობის ასაკში, და არ იცის ხშირ შემთხვევაში რა სურს.
ისევ ეძებს ვინმეს, ვინც მოიფიქრებს უკეთესად მას რა სჭირდება. მაგალითად ასეთი ადამიანი შეიძლება იპოვნოს მეორე ნახევრის სახით..
სამყარო, სადაც ჩვენ არ ვიცით როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენი ნამდვილი სურვილების მიხედვით ძალიან რთული და საინტერესოა.
დღემდე მაქვს გონებაში უამრავი ადამიანის გავლენა , როცა ვიღებ გადაწყვეტილებებს.
ბევრჯერ მიკითხავს ჩემი თავისათვის.
რა მინდა სინამდვილეში? იურისტობა მინდა იმიტომ, რომ დედას სურდა.
მინდა მსახიობი გავხდე , იმიტომ რომ ცნობილი და მიდიდარი ვიქნები.
მაგრამ რა მინდა იმიტომ, რომ მიყვარს და მსიამოვნებს.?
ეს არის პირველი მთავარი კითხვა.მაგრამ აქაც შეიძლება დაიბნე და ილუზიური პასუხი გასცე.

საკუთარი ფუნქციის პოვნის ერთ ერთი გზაა  მოსინჯო ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც მოგწონს და გსიამოვნებს.
შემდეგ მოხდება დახარისხება , გააკეთებ რაღაცას 2 თვე და მიხვდები, რომ შენი არ ყოფილა.
უამრავი ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს. თავისი არაფერი მოვა. მაგრამ თუ გაქვთ კითხვა აუცილებლად მოვა პასუხიც. ამიტომ ჯერ დასვით მკაფიო შეკითხვები და ეძებეთ პასუხები, ისინი უკვე გელოდებიან თქვენ.
შეიძლება ადამიანი გახდეს 30 წლის და ვერ იპოვოს საკუთარი ადგილი ამ ცხოვრებაში. ეს ხშირად მორჩილ ადამიანებს ემართებათ. ნუ მისცემთ სხვებს იმის უფლებას გადაწყვიტონ ვინ ხართ თქვენ?
ამაზე პოზიცია მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ..
დაუკვირდით რა განიჭებთ სიამოვნებას, და რას აკეთებთ სიყვარულით. დაივიწყეთ მოაქვს თუ არა, რომელიმე მათგანს ფული და დიდება.. მთავარია მოიტანოს სიყვარულისა და ნაყოფიერების,,, სიამოვნების განცდა. ადმაიანები კვდებიან ისე, რომ კავდებიან სარფიანი, მაგრამ არა სასიამოვნო საქმიანობით,.
ყველაზე სარფიანი საქმე ყველაზე სასიამოვნოა. იქ სადაც არ იღლები ან იღლები სიამოვნებით შენი ადგილია.
ეძებთ საკუთარი თავი საკუთარ სურვილებში.
 სიყვარულით.



ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.