როგორ შევინარჩუნოთ სასიცოცხლო ენერგია?
ჩვენ მუდმივად უსაზღვრო რაოდენობის ენერგიას გავცემთ ..
მაგრამ ამის მცირედი ნაწილიც კი არ გვიბრუნდება.
რაშია საიდუმლო? გაცემა ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, რაც კი ღმერთმა ადამიანს მისცა, მაგრამ არსებობს გაცემის ხელოვნება და დაკარგვა.
გავიხსენოთ ქრისტეს იგავი ხორბლის მარცვალზე.. რაც უფრო ნაყოფიერად გავუშვებთ ნაყოფიერად მოხდება მისი ინვესტირება და დაბრუნებაც.
ჩვენ ენერგიას არაბუნებრივად, არასწორად გავცემთ სამყაროში.
სირცხვილი, მორიდებულობა ენერგიის დაკარგვის ერთ-ერთი მეთოდია.
როცა არ ვამბობ ან არ ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც მსურს.
ამ დროს დიდი რაოდენობით ძალები იხარჯებიან, არაფრის მაქნის ბრძოლაში და ამის საბოლოო შედეგი ნაკლებ ენერგიასთან ერთად დაბალი თვითშეფასებაა..
ბუნებრიობა ყველგან და ყველაფერში .ყველაზე ეფექტური საშუალებაა. იყავი ბუნებრივი მიყავი შენს გულს ხშირად მოუსმინე მას და გააკეთე, რასაც გკარნახობს, რადგან გული არასოდეს გიკარნახებს იმას, რაც არ გჭირდება და უსარგებლოა შენთვის. გონებას კი სხვადასხვა ოინები აქვს ამიტომ არ ღირს მუდმივად დავუჯეროთ.ზოგჯერ მკაცრი გამიჯვნაა აუცილებელი რადგან გონების იდეები ზოგჯერ მაცდური და ასევე დამანგრეველია.გული კი, როდესაც გკარნახობს, რომ დასვენების დროა არ დაუპირისპირდე , დაისვენე.
გააკეთე ის ,რისი კეთებაც გსურს. გულით და არა გონებით.
ზოგჯერ ადამიანები გვზღუდავენ და არ გვაძლევენ იმის კეთების საშუალებას, რაც გვჭირდება. დათრგუნვა თავისუფლების , რომელიც გარედან სტიმულირდება ადამიანის დამანგრეველი ძალაა. არსებობენ ჯიუტები,რომლებიც არ ემორჩილებიან ამ ყველაფერს მაგრამ ზეწოლა იმდენად დიდია, უბრალოდ დასამტკიცებლად, რომ მორჩილებაში არ არიან იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რაც სურთ.
პირობითად მე მიკრძალავენ გვიანობამდე ღამის კლუბში ყოფნას. მანამ, სანამ მივიღებდი შეკითხვას ვაპირებდი თუ არა გათენებას ღამის კლუბში მივიღე აკრძალვა.
სინამდვილეში არც მიფიქარია, რომ უნდა დავრჩე მთელი ღამე, მაგრამ აკრძალვამ ჩართო პროტესტი ,რომელმაც მაიძულა ჩემი სურილის საწინააღმდეგოდ წასვლა.
ასე, რომ თავისუფლება არ ნიშნავს მორჩილებას. თავისუფლება არ ნიშნავს სიჯიუტეს. თავისუფლება ნიშნავს ოქროს შუალედს საკუთარ თავში, როცა საჭირო დროს საჭირო ადგილას ზუსტად იცი, რომ რასაც აკეთებ ეს ნამდვილად გსურს.
კომპრომისებზე წასვლა, როდესაც შედეგად უბრალოდ პატივმოყვარე ან პრეტენზიული ადამიანის დაკმაყოფილებას ვიღებთ ენერგიის განიავების კიდევ ერთი საშუალებაა.
პირობები- როდესაც საკუთარ თავს დაუგეგმავ დღეს ან თვეს და არ შეასრულებ ენერგია ისე იფანტება, როგორც ქარში ბაბუაწვერას ფურცლები, რომლებსაც ვერასოდეს ვერ დააბრუნებ უკან .
თვითგვემა ენერგიის დაკარგვის საოცარი საშუალებაა.. სინანულის მოწარბებული რაოდენობა, რომელიც შეიცავს ზიზღს საკუთარი თავის მიმართ.
როდესაც არ გესმის, რომ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება.
არასწორი მოლოდინები საკუთარი თავისგან.
ყოველთვის უნდა, შეგვეძლოს რეალობას შევხედოთ სწორად. და საკუთარი შესაძლებლობები შევაფასოთ ადეკვატურად.
მოლოდინები უნდა შეესაბამებოდნენ რეალურ შესაძლებლობებსა და უნარებს.
დაიწყეთ პატარა გეგმებით. და მიიყვანეთ ყოველი საქმე ბოლომდე, რომელსაც დაიწყებთ. ეს დაგაჯილდოვებთ ჯანსაღი თვითშეფასებით..რაც ენერგიით ავსებასა და წარმატებას უწყობს ხელს.
LEVAN CHAKHAIA
No comments