შეიცან თავი შენი-როგორ?
როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობდი არ ვიცოდი, რას ნიშნავს შეიცნო რამე და მითუმეტეს საკუთარი თავი.
ერთადერთი რისი კეთებაც შემეძლო იყო დაკვირვება საკუთარ ფიქრებზე.
დაკვირვება საკუთარ სურვილებზე.
ყოველთვის ვცდილობდი საკუთარ გონებაში დაბადებული ფიქრებიდან აღმომეჩინა ,რომელი იყო ჩემი ნამდვილი ფიქრი.
სურვილები.. რომელია ჩემი ნამდვილი სურვილი?
ჩვენს თავში უამრავი აზრია. მათ შორის ძალიან ბევრია გარედან, სოციუმიდან შემოსული აზრები. ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს ინდივიდუალიზმზე.. ზოგჯერ შეიძლება ძალიან მწველი სურვილი, რაც ჩემს გონებაში დაიბადა იყოს სხვისი საკუთრება და ვასრულებდე მის ნებას ისე, რომ არც კი ვიცი .
სად არის აქ ავტონომია.?
თვით გამორკვევა პირველ რიგში სიმამაცეა, სითამამე.
ძალიან დიდი ძალაა საჭირო დაიწყო, შენივე ტვინში აზრთა დახარისხება სხვისა და საკუთარ აზრებად.
პირველ რიგში ომი გელოდება. შინაგანი მწვავე ომი. რადგან სხვისი აზრები ასევე სხვათა განცდებად გარდაიქმნენ შენს სხეულში.
ამიტომ მოგიწევს ბრძოლა, რათა გუდრონით მიწებებულ შენს სულს გამოეყოს არასასურველი სტუმრები... ოჯახი უნდა განიწმინდოს არასასურველი ადამიანებისაგან. და დარჩნენ მხოლოდ ისინი ვინც ოჯახის წევრები არიან.
ამიტომაც მე დავიწყე გაწმენდა ამას წლები დასჭირდა. ეს პრობლემა გადაწყვეტილებით არ იქნა მოგვარებული მხოლოდ.
მწველი სურვილი კი შენში იყო მხოლოდ შენ , უძლიერესი ნაბიჯია.
დააკვირდით საკუთარ ქმედებებს. აზრებს. სურვილებს. მიზნებს, ოცნებებს.
ნამდვილად თქვენია თუ გავლენა მოახდინეს.?
საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს გავაკეთო სწორი არჩევანი .
დააკვირდით თქვენს თავს. ვინ ხართ თქვენ? რისთვის დაიბადეთ?
მოგწონთ დღევანდელობა? რათქმაუნდა არა. ადამიანების უმრავლესობა უკმაყოფილოა. თუ ვინმე კმაყოფილია მათ შორის უმრავლესობა იმიტომაა კმაყოფილი, რომ "ასეა საჭირო".. და მათ შორის ყველაზე მცირე ნამდვილად კმაყოფილია, იმიტომ, რომ ეშინია. კიდევ ერთი ან ორი.. არის ბედნიერი .
ზოგჯერ ეჭვქვეშ უნდა დააყენო საკუთარი თავი. საკუთარი რწმენა. საკუთარი იდეოლოგიები რომლითაც თავი გაქვს გამოტენილი და იკითხო მე ვარ ეს? ჩემია ეს?
არა არა და არა. შენ თუ მამაცი ხარ. თუ მზად ხარ რევოლუციისათვის, რომელიც თავისუფლებას გპირდება დაუპირისპირდები ყველაფერს შენს ირგვლივ და იტყვი მაცადეთ მე გადავწყვეტ, რომელია ჩემი მეგობარი.
შემოგხედავთ,. რა მომეცით თქვენ ამ ხნის განმავლობაში. მე თუ კომპრომისებზე მივდიოდი საკუთარი თავისუფლებისა და ბედნიერების ხარჯზე არ ხართ ,მეგობრები.
მე ვუყურებ ყველაფერს გაცნობიერებული და შეგნებული მზერით და ვარკვევ, რა მსურს და რა არ მსურს. შემმდეგ ვიწყებ არასასურველის გაწმენდას,რასაც თავისი ტექნიკები აქვს. და სასურველის რეალიზებას საკუთარ თავში.
ამის შემდეგ სევდგები, მე როგორც რეალური და ინდივიდუალური ადამიანი.
ლევან ჩახაია
No comments