როგორც იქნა გაიცა კითხვაზე პასუხი რა არის თავისუფლება?
თავიდანვე ძალიან ბუნდოვანი მოსაზრებები იკვეთებოდა თავისუფლების ცნების შესახებ. ადამიანი მუდმივად ცდილობს გაარკვიოს, რას ნიშნავს უფლება საკუთარ თავზე?
არის თუ არა თავისუფლება "- მე მინდა"?
თუ თავისუფლებაა " მე მჭირდება"?!
მოდით მხოლოდ საკუთარ თავზე ვისაუბრებ ..
მე მექანიკური ადამიანი ვარ. არანაირი უფლება არ მაქვს აზრებზე. ისინი თავისით ჩნდებიან და ქრებიან ჩემს გონებაში.
მე არ მაქვს უფლება ჩემს განწყობაზე. მეტნაკლებად ის მექანიკურია. გარემო პირობების გათვალისწინებით . მიხარია, როცა ამის პირობა არსებობს. მწყინს ,როცა მაქვს შესაბამისი მიზეზი. ვბრაზდები იგივე სტიმულატორებით..ანუ გარე იმპულსები მართავენ შინაგანს. ჩემს გრძნობებს შემხსენებლები სჭირდებათ. ადამიანებისა და მოვლენების სახით.ამინდისა და ფერების სახით.
მე არ მაქვს უფლება ჩემს ფიქრებზე. არც განცდებზე.
მე არ ვარ თავისუფალი იქ, სადაც მეტი სითამამეა საჭირო.
არ ვარ საკუთარ თავთან თავისუფალი, როდესაც ვეწევი სიგარეტს და ვიცი, არ მჭირდება მოწევა . მვნებს და მაინც იგივეს ვაკეთებ. არ მაქვს უფლება ჩემს ქმედებებზე.
თუმცა არ ვკიცხავ საკუთარ თავს, რადგან ყველაფერს გამართლებულია.მე ასე ვფიქრობ. თავისუფლება მონობაში უნდა დაიბადოს. თავისუფლება უნდა დაიბადოს, როცა შეგელახება თავმოყვარეობა და მონობა დაგღლის. უნდა გაბრაზდე აბსოლიტურად ჯანსაღად, განპირობებულად შენი მონური მოცემულობისადმი.. და
თავისუფლება გაშლის პირველ კვირტებს შენს ტანჯულ ტოტებზე, რომლებიც მონობისაგან არიან დაღლილები და მწვანე ხასხასა თავისუფლების ფოთლები ბედნიერების, სიჯანსაღისა, და რწმენის შეგრძნებებს ჩაღვრიან ყველგან და მოისხამ გემრიელ ნაყოფს. თავისუფლება არის ძალა მიხაროდეს მაშინ, როცა მსურს. გავბრაზდე, როცა მსურს და მიყვარდეს, როცა მსურს.
ვაპროტესტებდე, როცა მსურს. და როგორი ნეგატიური მოვლენებიც არ უნდა ხდებოდნენ ჩემს ირგვლივ არ მივცე უფლება მათ დამანგრიონ.
თავისუფლებაა შევძლო, ტანჯვა გამოვიყენო ბედნიერებისათვის. თავისუფლებაა ბედნიერება მაშინ დამემართოს, როცა ეს მომინდება. ამ აზრის ყველაზე ჯანსაღი პოზიტიური და კეთილი გაგებით..
მინდა ვიყო თავისუფალი და ვფუქნციონირებდე თავისუფლად ჩემი არჩევანის -მშვიდობის, სიყვარულისა და სიკეთის მიმართულებით..და ჩემში არ არსებობდნენ მოცემულობები, რომლებიც ხელს შეუშლიან ამ ფუნქციონირებას.
ლევან ჩახაია
No comments